ჩვენ შესახებ

ფარმაცევტული კომპანია „ინოთიმი“ დაარსდა 2013 წელს. კომპანიის ძირითად
საქმიანობას წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქტების, საკვები დანამატების და
სამედიცინო მასალების იმპორტი და დისტრიბუცია.
ჩვენი მიზანია აქტიური წვლილი შევიტანოთ უსაფრთხო და მაღალი დონის ჯანდაცვის
სფეროს მომსახურებაში მაღალი ხარისხის პროდუქტების და სერვისის მიწოდებით ჩვენს
ქვეყანაში.

 

კომპანიის გამოცდილებისა და საიმედო ურთიერთობების წყალობით შპს „ინოთიმი“
წარმოადგენს იდეალურ პარტნიორს საქართველოს ბაზარზე ეფექტური შეღწევისათვის.
კომპანია უზრუნველყოფს მარკეტინგული მომსახურების ფართო სპექტრს, რაც
საშუალებას გვაძლევს დავნერგოთ მარკეტინგის და გაყიდვების სტრატეგიები.