რა არის ვაგინალური სიმშრალე?

რა არის ვაგინალური სიმშრალე?

ვაგინალური სიმშრალე, იგივე ატროფიული ვაგინიტი – პრობლემა, რომელსაც ყველა ქალი სხვადასხვა მიზეზით გამოცდის. ქალის სხეული მუდმივად გამოიმუშავებს ჰორმონს – ესტროგენს, რომელიც უზრუნველჰყოფს ვაგინის დატენიანებას და ლუბრიკაციას. მრავალი მიზეზით, შესაძლოა ესტროგენის ბალანსის ნორმა დაირღვეს, წარმოიშვას საშოს სიმშრალე.

როდის შეიძლება შეგვაწუხოს პრობლემამ?

ვაგინალური სიმშრალე შეიძლება სხვადასხვა პერიოდში და ასაკში განვითარდეს, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა ტიპის იყოს:

კლიმაქტერული პერიოდი
ორსულობა და ლაქტაცია;
სიმსივნური დაავადებების მკურნალობა ქიმიო და სხივური თერაპიით.
ქირურგიული ოპერაციების შემდგომ.
სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებით მკურნალობისას (ანტი-ესტროგენი, ანტი-დეპრესანტები).
ასევე ჰიგიენის არასწორად დაცვამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმშრალე (ხშირად ზედმეტად ძლიერ დასაბან საშუალებებს ვიყენებთ)

როგორ მივხვდეთ, რომ გვაწუხებს სიმშრალე?

ქავილი საშოს გარშემო
წვის შეგრძნება
უსიამოვნო დისკომფორტი
ტკივილი ან მსუბუქი სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს
შარდვის გახშირება
საშარდე გზების ხშირი ინფექციები

დადგენილია, რომ ქალების დიდი ნაწილი ვაგინალურ სიმშრალეს არ აღიარებს, როგორც ჯანმრთელობის პრობლემას, მხოლოდ მათი 20% მიმართავს ექიმს სამკურნალოდ. რაც, ხშირ შემთხვევაში, ხდება მიზეზი შემდგომი გართულებების – გარდა სქესობრივი აქტის დროს განცდილი დისკომფორტისა, იზრდება ინფექციების გავრცელების ალბათობა და სხვადასხვა დაზიანების რისკი.

გახსოვდეთ, რომ დღევანდელი მედიცინა და სამკურნალო საშუალებები გაძლევთ საშუალებას მარტივად მოაგვაროთ პრობლემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *