მამაკაცის უნაყოფობის მიზეზები

მამაკაცის უნაყოფობის მიზეზები

უშვილობის სტატისტიკა მზარდია როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს მასშტაბით. წყვილის უშვილობის მიზეზად ხშირად მამაკაცის უნაყოფობა სახელდება და მისი სიხშირე 40-50%-ს აღწევს.

მამაკაცის უშვილობის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია. მათ შორის აღსანიშნავია:

• ჭარბი წონა – მან შეიძლება გავლენა იქონიოს ანდროგენების მეტაბოლიზმზე, განსაკუთრებით ტესტოსტერონზე, რაც შეიძლება გახდეს სპერმოგრამაში ცვლილებების მიზეზი;
• მოწევა და სხვა მავნე ჩვევები – იგი გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე და შვილოსნობაზე;
• რადიაცია – მიუხედავად დიდი დებატებისა, მობილური ტელეფონის ტარება მიანც რეკომენდებულია ქსოვილისგან მოშორებით. ასევე ქიმიოთერაპიაც განიხილება სპერმის ხარისხის გაურესების მიზეზად;
• კვება – კვებითი დეფიციტი და მიკრონუტრიენტების ნაკლებობა შეიძლება გახდეს სპერმის ხარისხის გაუარესების მიზეზი;
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
• ტრამვები;
• ვარიკოცელე;
• ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად შვილოსნობის შანსი მცირდება;
• იდიოპათიური – როცა უშვილობის მიზეზი დაუდგენელია;

სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მამაკაცის უშვილობის დროს ადგილი აქვს სპერმოგრამაში სხვადასხვა ტიპის დარღვევებს:

• ასთენოზოოსპერმია;
• ოლიგოზოოსპერმია;
• ტერატოზოოსპემია;
• აზოოსპერმია;
• ნეკროზოოსპერმია;
• ჰიპოსპერმია;
• ასპერმია;
• ლეიკოსპერმია;
•წებოვნების მომატება და ა.შ;

მამაკაცის უშვილობის სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება: ანტიოქსიდანტური თერაპია, ჰორმონოთერაპია, ოპერაციული მკურნალობა, ინ ვიტრო განაყოფიერება, ინსემინაცია.

დროულად დაწყებული მკურნალობა დაგიზოგავთ დროს სასურველი შედეგის მისაღწევად!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *