ოქსისპერმი

კატეგორია:

აღწერა

Oxisperm – ოქსისპერმი

ჭარბი ოქსიდაციური სტრესის აღმოჩენა სპერმაში

მამაკაცის სპერმატოზოიდი მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით და მგრძნობიარეა ოქსიდაციური სტრესის მიმართ, რის გამოც ქვეითდება სპერმატოზოიდების მოძრაობა და  ზიანდება სპერმატოზოიდის დნმ

ამგვარად, ოქსიდაციური სტრესი ამცირებს სპერმატოზოიდის ფერტილიზაციის შესაძლებლობას მის დნმ-ზე გავლენის გზით, რის შედეგადაც ხდება მისი სტრუქტურის ფრაგმენტაცია

ოქსისპერმის უპირატესობა ის არის, რომ იგი არის მარტივი და სწრაფი მეთოდი სპერმის ეაკულატის ნიმუშში ოქსიდაციური სტრესის დონის განსაზღვისათვის. მას სჭირდება 45 წთ.. ტესტი იყენებს რეაქტიულ გელს,რომელსაც აქვს შეფერვის უნარი და ფერთა ინტენსივობა შეესაბამება სპერმაში ოქსიდაციური სტრესის გარკვეულ დონეს

ოქსისპერმის გამოყენება:

ეს არის მარტივი გზა ეაკულატში ოქსიდაციური სტრესის აღმოსაჩენად სპერმის მინიმალური მოცულობის გამოყენებით

საშუალებას იძლევა განისაზღვროს ოქსიდაციური სტრესის დონე ეაკულატში მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ

საშუალებას იძლევა განისაზღვროს ოქსიდაციური სტრესის ვარიაციები ყოველ პაციენტში სპერმის საუკეთესო ნიმუშის ასარჩევად

მწარმოებელი: HALOTECH DNA ესპანეთი

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ოქსისპერმი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *