სპურმაქსი

კატეგორია:

აღწერა

სპურმაქსი

საკვები დანამატი

გამოშვების ფორმა: შეფუთვაში 90 კაფსულა

ინოვაციური ფორმულა მამაკაცის უშვილობის მკურნალობაში

აუმჯობესებს სპერმის ფუნქციას დნმ-ის ფრაგმენტაციისა და ოქსიდაციური სტრესის შემცირების გზით

შემადგენლობა:

  • ბუნებრივი ასტაქსანტინი 16 მგ
  • ვიტამინი C 100 მგ
  • თუთია 25 მგ
  • ფოლიუმის მჟავა 500 მკგ
  • ლიკოპინი 6 მგ
  • ნივრის ზეთი 333 მკგ
  • სელენი 26 მკგ

ასტაქსანტინი: ასტაქსანტინი არის algae hematococcus pluvialis-დან მიღებული კაროტინოიდი. ასტაქსანტინი ამცირებს სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციას ოქსიდაციური სტრესის შემცირების გზით. იგი 100-ჯერ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ვიტამინი E

ვიტამინი C: აუმჯობესებს სპერმის ხარისხს, ამცირებს თვითნებური აბორტების და ქრომოსომული დეფექტების განვითარების სიხშირეს. მნიშვნელოვანი ვიტამინია თამბაქოს მწეველებისათვის, ამცირებს სპერმაგლუტინაციას, ოქსიდაციურ სტრესს და იცავს დნმ-ს დაზიანებისაგან

თუთიაუშვილო მამაკაცების სათესლე სითხეში აღმოჩნდა თუთიის დაბალი დონე იმ მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც არ იყვნენ უშვილო. თუთია ზრდის სპერმატოზოიდების კონცენტრაციას, მათ შორის პროგრესულად მოძრავის სპერმატოზოიდების რაოდენობას

ფოლუმის მჟავაფოლიუმის მჟავის და თუთიის კომბინაცია აუმჯობესებს სპერმის ფუნქციას. ფოლიუმის მჟავის კონცენტრაცია სათესლე სითხეში უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში.

ლიკოპინილიკოპინი არის ბუნებრივი კაროტინოიდი, რომელიც აუმჯობესებს სპერმატოზოიდების მოძრაობას, კონცენტრაციას, მორფოლოგიას. გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური მოქმედება, ამცირებს სათესლე სითხეში ლეიკოციტების მიერ თავისუფალი რადიკალების პროდუქციას. იცავს სპერმატოზოიდის დნმ-ს ოქსიდაციური დაზიანებისაგან.

ნივრის ზეთინივრის ზეთი აუმჯობესებს სპერმის ფუნქციას, ის არის აგრეთვე რკინისა და ვიტამინი C-ს წყარო. ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ. ამცირებს სპერმაში ლეიკოციტების მიერ თავისუფალი რადიკალების პროდუქციას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. იცავს სპერმატოზოიდის დნმ-ს ოქსიდაციური დაზიანებისაგან

სელენიაუმჯობესებს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს.

გამოყენების რეკომენდაცია:

  • მამაკაცის უშვილობა
  • სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაცია
  • ოქსიდაციური სტრესი
  • ოლიგო-ასთენოტერატოზოოსპერმია
  • იდიოპათიური უშვილობა
  • სპერმის ხარისხის გაუმჯობესება ინსემინაციისა და ხელოვნური განაყოფიერებისათვის მზადების პერიოდში

მიღების წესი1 კაფსულა 1-ჯერ დღეში კვების შემდეგ. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 90 დღის განმავლობაში. ექიმს შეუძლია დანიშნოს დოზირების სხვა რეჟიმი

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ ადგილას

 

მწარმოებელი: Steptoe Therapeutics აშშ

 

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “სპურმაქსი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *