ჰალოსპერმი

კატეგორია:

აღწერა

Halosperm G2 – ჰალოსპერმი

სწრაფი, მარტივი და ფასეფექტური.

ჰალოსპერმი იძლევა საშუალებას, განისაზღვროს სპერმატოზოიდის დნმ-ის ფრაგმენტაცია მარტივად და სწრაფად, რთული ლაბორატორიული მოწყობილებების გარეშე.

ჰალოსპერმი იძლევა სპერმის ხარისხის უფრო ღრმა შეფასების საშუალებას და ექიმებისთვის წარმოადგენს გადამწყვეტ სტრატეგიას დამხმარე რეპროდუქტოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით

„წყვილებისთვის, სადაც იგეგმება ძვირადღირებული IVF პროცედურები, რეკომენდებულია სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციის განსაზღვრა“

არსებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ექიმები ინფორმაციას დნმ-ის ხარისხის შესახებ იყენებენ, კერძოდ:

  • ინფორმაცია ჩართულია გადაწყვეტილებების პროცესის სქემაში

  • ინფორმაცია ემსახურება გადაწყვეტილების მიღებას IVF და ICSI-თვის

  • ინფორმაცია გათვალისწინებულია IVF პროგრამის ფარგლებში არსებული რისკების დათვლისათვის

  • ინფრომაცია გამოყენებულია სპეციფიური მკურნალობის განსაზღვრისათვის IVF პროგრამამდე

ანალიზი გათვალისწინებულია შემდეგი სიტუაციებისათვის:

  • წყვილები განმეორებითი სპონტანური აბორტების ანამნეზით

  • ყველა წყვილი აუხსნელი უშვილობით (6 თვიდან 1 წლამდე უშვილობით)

  • საუკეთესო დონორის შერჩევისთვის

  • საუკეთესო სპერმის ნიმუშის სელექციისთვის ვაზექტომიის ან ონკოლოგიური მკურნალობის წინ

  • მამაკაცები 40 წლის ზემოთ; მწეველები; ისინი, ვინც ტოქსინების და დაბინძურების ქვეშ იმყოფებიან

  • მამაკაცები, რომლებიც იტარებენ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობას

  • მამაკაცები ინფექციური დაავადებებით, ტემპერატურით და ვარიკოცელეთი

  • სუსტი ხარისხის ემბრიონი კვერცხუჯრედის განმეორებითი დონაციიის ციკლის შემთხვევაში

  • მამაკაცის იდიოპათიური უშვილობის ფაქტორი

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ჰალოსპერმი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *