ფარმაცევტული კომპანია ,,ინოთიმი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ფარმაცევტულ კომპანიაში ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- ბიზნეს სტრატეგიების ცოდნა;
- გამართული წერითი და მეტყველებითი უნარი;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- გარდა პრაქტიკული გამოცდილებისა, ტრენინგების სახით მიღებული ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო აღწერილობა:
- გაყიდვების ანალიზი (თვე, კვარტალი, წელიწადი) და ციკლური შეხვედრების განხორციელება;
- ანალიზის საფუძველზე გაყიდვების ზრდის მიზნით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
- ბაზრის ანალიზი;
- გაყიდვების გუნდის მართვა და თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაზე მუშაობა;
- ლიდერ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- რეგიონში მივლინება.
სამუშაო დრო: ყოველდღე 10:00-19:00 სთ, შაბათ-კვირის გარდა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tea@innoteam.ge