fbpx

რა არის ციკლური მასტალგია და რა იწვევს მის განვითარებას?

innoteam - ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული კომპანია რა არის ციკლური მასტალგია და რა იწვევს მის განვითარებას? – გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგი – ლალი ცხვორებაშვილი

რა არის ციკლური მასტალგია?

ციკლური მასტალგია არის სარძევე ჯირკვლების ტკივილი და/ან მომატებული მგრძნობელობა, რომელიც დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის პერიოდებთან. ამ დროს ტკივილი ძლიერდება მენსტრუაციის წინა პერიოდში და მცირდება ან ქრება მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისას.

რამდენად ხშირია ციკლური მასტალგია?

სარძევე ჯირკვლების  ციკლური ტკივილი წარმოადგენს მასტალგიის ყველაზე გავრცელებულ ტიპს. ითვლება, რომ მასტალგიის მქონე ქალების 2/3 სწორედ ციკლური მასტალგია აღენიშნება.  ციკლური მასტალგია ყველაზე გავრცელებულია 20-დან 50 წლამდე ასაკში.

რა იწვევს მის განვითარებას?

ციკლური მასტალგიის გამომწვევი მიზეზი ორგანიზმში განვითარებული ჰორმონალური ცვლილებებია, რომელიც ძირითადად უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს, თუმცა შესაძლოა  გამოწვეული იყოს ციკლურად შეყვანილი ეგზოგენური ჰორმონებით (მაგ: კონტრაცეფცია, ოვულაციის ინდუქცია…). აღნიშნული ჰორმონალური ცვლილებების საპასუხოდ ხდება სითხის შეკავება, სარძევე ჯირკვლებისა და სადინარებისა შეშუპება. ყოველივე ეს კი კლინიკურად ვლინდება მკერდის სისავსისა და ტკივილის სახით.  ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ჰორმონალური მედიკამენტები, კოფეინი და ცხიმიანი საკვების მიღება, შეიძლება გააძლიეროს სიმპტომები, თუმცა მათი გავლენა რჩება დაუზუსტებელი.

რამდენად ახდენს ციკლური მასტალგია გავლენას ქალის ცხოვრების ხარისხზე?

ციკლური მასტალგია, თუ ის მკვეთრად არის გამოხატული, მნიშვნელოვნად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს. არცთუ ისე იშვიათია, როდესაც ტკივილი და დისკომფორტი ხელს უშლის ქალის ფიზიკურ თუ სოციალურ აქტივობას, იწვევს ძილის დარღვევას, ასევე უარყოფითად მოქმედებს სექსუალურ აქტივობაზე.

რას გვეტყვით ციკლური მასტალგიის მართვის თანამედროვე მიდგომაზე? 

ციკლური მასტალგიის დროს მნიშვნელოვანია დიეტა, კერძოდ უნდა იქნას შეზღუდული ცხიმიანი საკვები, კოფეინის მიღება და ამის ნაცვლად, პაციენტებმა უნდა გაზარდონ უჯერი ცხიმოვანი მჟავების და ბოჭკოების მოხმარება. მიღებულია, რომ ქალებმა ციკლური მასტალგიით უნდა ატარონ კარგად მორგებული ბიუსტჰალტერი.

აღსანიშნავია, რომ ციკლური მასტალგიის მართვაში გვაქვს სიახლე ეუმასტოსი გელის სახელწოდებით, ეს გახლავთ არაჰორმონული საშუალება, რომელიც მოწოდებულია სწორედ სარძევე ჯირკვლის მტკივნეული სიმპტომების სამართავად. ეუმასტოსი გელის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად და მისი დახმარებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი. 

innoteam - ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული კომპანია

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:

მაკა გეგეჭკორი

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლი ორგანიზმში

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ზურაბ მარშანია

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,