თიროქსილი 0.4
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): L- კარნიტინი და სელენი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: 1.2 გრ. 30 ტაბლეტი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
თიროქსილი® 0.4 არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს L- კარნიტინსა და სელენს, გამოიყენება საკვებიდან მათი შემცირებული მიღების ან მომატებული მოთხოვნილების შემთხვევაში.
რა ფიზიოლოგიური როლი აქვს L-კარნიტინსა და სელენს?
L-კარნიტინი არის ორგანიზმში წარმოებული ბუნებრივად გამოყოფილი ამინომჟავა. სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ L-კარნიტინი მოქმედებს როგორც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მოდულატორი პერიფერიულ დონეზე, რაც ხელს უწყობს ჰორმონალური და მეტაბოლური ბალანსის აღდგენას.
სელენი არის ძირითადი ოლიგოელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. ლიტერატურულმა კვლევამ აჩვენა, რომ, როგორც სხვადასხვა სელენოპროტეინების კოფაქტორი, სელენი ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის ჰომეოსტაზში, იმუნური სისტემის მოდულაციაში, ჰორმონალური ბალანსისა და უჯრედის დაცვაში. აქედან გამომდინარე, მისი დეფიციტი შეიძლება აღინიშნებოდეს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების დროს.
რა სარგებელი აქვს L-კარნიტინისა და სელენის კომბინაციას?
მოსახლეობის ფართომასშტაბიანმა გამოკვლევებმა (მათ შორის NHANES III კვლევამ) აჩვენა, რომ TSH -ის ნორმის დიაპაზონი უნდა იყოს 0,4 – 4.0 mUl/l.
TSH-ის მაჩვენელი 0.1-დან 0.4 mIU/L-მდე, FT3 და FT4 ნორმალური მაჩვენებლებით განსაზღვრავს მდგომარეობას, სახელწოდებით სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ღრმა დაავადების განვითარების რისკის გაზრდა. ბოლოდროინდელმა ლიტერატურულმა კვლევამ აჩვენა, თუ როგორ აუმჯობესებს L-კარნიტინისა და სელენის კომბინაცია TSH 0.1-დან 0.4 mIU/L-მდე დონესთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა პალპიტაცია, ტრემორი და ნევროტულობა, რითაც იგი აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
როგორ მიიღება თიროქსილი® 0.4?
რეკომენდებულია დღეში ერთი ტაბლეტის მიღება
შემადგენლობა:
თიროქსილი® 0.4: L- კარნიტინი და სელენი
ინგრედიენტების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ეტიკეტი
შეფუთვა: თიროქსილი® 0.4: 1.2 გრ. 30 ტაბლეტი
გაფრთხილება
შეინახეთ სამ წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. დანამატები არ განეკუთვნება მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამნაცვლებელს. შეინახეთ გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა ეხება პროდუქტის სათანადოდ შენახვას გაუხსნელ შეფუთვაში. დამახასიათებელი სუნის შესაძლო არსებობა არ მიუთითებს პროდუქტის ცვლილებებზე, ტიპიურია L-სელენომეთიონინის ორგანოლეპტიკური თვისებებისთვის.
მწარმოებელი: Lo.Li. Pharma International. იტალია
Related Products
ინოფოლიკი HP
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (2000 მგ), ალფა-ლაქტალბუმინი (50 მკგ) და ფოლიუმის მჟავა (200 მკგ). კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International…
ჰიალოგინი ვაგინალური გელი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Hydeal-D 0.2% (ჰიალურონის მჟავას ეთერული ნაერთი) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში…
დელფისი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): D ვიტამინი (25 მკგ), მწვანე ჩაის ექსტრაქტი (333,35 მგ), ეპიგალოკატეხინის გალატი (EGCG) (150 მგ) და ვიტამინი B6 (5 მგ). კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:…
დავი ვაგინალური კაფსულა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალფა-ლიპოის მჟავა (10 მგ) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე…