დავი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალფა-ლიპოის მჟავა (300 მგ), მაგნიუმი (225 მგ) და ვიტამინი B6 (1,3 მგ).
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
რაში მდგომარეობს α-lipoic (ცხიმოვანი) მჟავას, მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის ფიზიოლოგიური როლი?
α-lipoic (ალფა-ლიპოის მჟავა) ასევე thioctic-ის მჟავად წოდებული, არის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად წარმოებული ცხიმოვანი მჟავა და წარმოდგენილია ბევრ საკვებ პროდუქტში, თუმცა მისი შეწოვა ხშირად შეფერხებულია საკვები ნივთიერებების დეფიციტით და არაადეკვატური კვების რეჟიმით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი და ეხმარება უჯრედშიდა ანტიოქსიდანტების (გლუტათიონის) აღდგენას. გინეკოლოგიის სფეროში α-lipoic მჟავას ანტიოქსიდანტური მოქმედება სასარგებლოა საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვის დროს.
მაგნიუმი ხელს უწყობს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანსს და მონაწილეობს უჯრედის დაყოფის პროცესში. მისი სწორი მიღება ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, ნორმალურ მეტაბოლიზმს, ფსიქოლოგიური ფუნქციების, ძვალ-სახსროვანი, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კერძოდ, მოქმედებს როგორც კალციუმის ანტაგონისტი. მაგნიუმი სასარგებლოა საშვილოსნოს კუნთების გაძლიერებული შეკუმშვის დროს.
ვიტამინი B6 (ანუ პირიდოქსინი (pyridoxine) არის წყალში ხსნადი ვიტამინი წარმოდგენილი ცხოველურ და მცენარეულ საკვებში. ორგანიზმში გარდაიქმნება პირიდოქსალად და/ან პირიდოქსამინად – pyridoxamine, რაც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, მოქმედებს როგორც კოენზიმი სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებზე. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქცონირებას, დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ჰორმონალური აქტიურობისა და ფსიქოლოგიური ქმედების რეგულირებას. გარდა ამისა, ვიტამინი B6 ხელს უწყობს უჯრედის შიგნით მაგნიუმის გადატანას და დაგროვებას, ამრიგად, ახორციელებს არაპირდაპირ ზეგავლენას კუნთებზე.
როგორია DAV-ის მიღების რეკომენდაციები?
დავი არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმს, ვიტამინ B6, იგი სასარგებლოა კვებითი დეფიციტის ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს ამ ნივთიერებების მიმართ.
იგი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმის და ვიტამინ B6-ის გაძლიერებული საჭიროების დროს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ტკივილის სიმპტომები, ანთებითი მდგომარეობები და სპაზმი ახდენს გავლენას ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე.
დავი უზრუნველყოფს საშვილოსნოს სიმშვიდეს მთელი ორსულობის განმავლობაში და საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის გაზრდის რისკის შემცირებას ყველა შემთხვევაში, მაგალითად როგორიცაა ინვაზიური პროცედურები პრენატალური დიაგნოზისათვის (ამნიოცენტეზი…), დავი ასევე ამსუბუქებს პირველადი დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის ჩივილებს.
DAV® შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და/ან მიორელაქსანტ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში.
როგორ მიიღება DAV? რეკომენდირებულია 1 ან 2 ტაბლეტის მიღება დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გაფრთხილება: DAV არ არის გამიზნული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. შეინახეთ სამ წლამდე ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. თუ თქვენ მკურნალობთ ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით, პროდუქტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს.
სხვა პროდუქტები
ინოფოლიკი კომბი HP
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (550 მგ), ალფა-ლაქტალბუმინი (14,1 მგ) D-ქირო-ინოზიტოლი (13,8 მგ) და ფოლიუმის მჟავა (200 მკგ). მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International…
ჰიალოგინი ვაგინალური გელი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი…
თიროქსილი 4.0
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (600 მგ) და სელენი (83 მკგ). მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30 გაცემის რეჟიმი: III…
დავი HA
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ჰიალურონის მჟავა (100 მგ), ალფა-ლიპოის მჟავა (50 მგ), მაგნიუმი (225 მგ), ვიტამინი B6 (1.3 მგ), ვიტამინი D (1000 სე). მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია…





