ეუმასტოსი გელი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბოსველია სერატა, ბეტაინი, მიო-ინოზიტოლი
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: საშეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ეუმასტოსი (Eumastós) გელი – სარძევე ჯირკვლის გელი
შემადგენლობა:
თითოეული 2,5 გრ. პაკეტის შემადგენლობაში შედის: ბოსველია სერატა, ბეტაინი, მიო-ინოზიტოლი, ჰამამელის ვირჯინია (ჯადოქრის თხილი), პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, გლიცერინი, ეთოქსიდიგლიკოლი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა (EDTA), ო-ციმენ-5-ოლი, რძემჟავა, გამოხდილი წყალი.
კატეგორია:
სამედიცინო მოწყობილობა.
თვისებები:
ეუმასტოსი (EUMASTÓS) არის გელის სახით წარმოდგენილი ადგილობრივი გამოყენების საშუალება, რომელიც ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას. ეუმასტოსოს გელში არსებული ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე ნივთიერებები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედის მემბრანას. ეუმასტოსი ამცირებს მკერდის დაჭიმულობას (მგრძნობელობას) და ტკივილს, უზრუნველყოფს მის სწრაფ და ხანგრძლივ შემსუბუქებას. მას აქვს დამამშვიდებელი მოქმედება კანზე ადგილობრივი გამოყენებისას.
კლინიკური ინფორმაცია
ჩვენება:
ქირურგიული ჭრილობებით ან დიაგნოსტიკური პროცედურებით გამოწვეული მტკივნეული სიმპტომატიკის აღმოფხვრა. პრემენსტრუალური/ციკლური მასტოდინიის მკურნალობა და პრევენცია. სარძევე ჯირკვლის დაჭიმულობისა (მომატებული მგრძნობელობის) და კეთილთვისებიან მასტოპათიებთან დაკავშირებული დისკომფორტის შემსუბუქება.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. ნებისმიერი არასასურველი მოვლენის შემთხვევაში (რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს პროდუქტის გამოყენებას) აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს.
შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტებთან:
არ აქვს
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ავტოტრასპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება არ გამოვლენილა.
გამოყენების წესი:
რეკომენდებულია ერთი პაკეტი გელის წასმა თითოეულ სარძევე ჯირკვალზე მსუბუქი მასაჟით, სრულ შეწოვამდე დღეში ერთხელ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არაა დანიშნული. ციკლური მასტალგიის შემთხვევაში, მისი გამოყენება რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის მე-10-დან 25-ე დღემდე.
გაფრთხილება:
პაკეტის შიგთავსი გამოიყენება ერთჯერადად, გარეგანი გამოყენებით. არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ ალერგიული ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ. თუ პრეპარატის გამოყენებამ, განსაკუთრებით კი ხანგრძლივმა გამოყენებამ გამოიწვია სენსიბილიზაცია ანუ პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის მომატება, ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. სათანადო გამოყენების პირობებში ჭარბი დოზირების შედეგად მიღებული ზიანი არ დაფიქსირებულა. არ გამოიყენოთ პროდუქტი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა დაზიანებულია. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადაყლაპოთ.
შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
შეინახეთ პრეპარატი ოთახის ტემპერატურაზე და სითბოს წყაროსგან მოშორებით.
შეფუთვა:
2,5 გრ. 30 პაკეტი
მწარმოებელი: LO.LI. Pharma International. იტალია
Related Products
ჰიალოგინი ვაგინალური სანთელი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Hydeal-D 0.2% (ჰიალურონის მჟავას ეთერული ნაერთი) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში…
ინოფოლიკი HP
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (2000 მგ), ალფა-ლაქტალბუმინი (50 მკგ) და ფოლიუმის მჟავა (200 მკგ). კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International…
ანდროზიტოლი პლუსი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მიო-ინოზიტოლი (1000 მგ), N-აცეტილცისტეინი (600 მგ), E ვიტამინი (30 მგ), L- კარნიტინი (30 მგ), L-არგინინი (30 მგ), ალფა-ლაქტალბუმინი (25 მგ), ფოლიუმის…
ჰიალოგინი ვაგინალური გელი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Hydeal-D 0.2% (ჰიალურონის მჟავას ეთერული ნაერთი) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში…