ჰალოსპერმი
სპერმის დნმ–ის ფრაგმენტაციის განსაზღვრა
მწარმოებელი კომპანია: HALOTECH DNA
მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
ჰალოსპერმი – მამაკაცის უნაყოფობის კვლევის ინოვაციური მეთოდი
1. რატომ არის მნიშვნელოვანი მამაკაცის ფაქტორი უნაყოფობის მკურნალობაში?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით რეგისტრირებული ქორწინებიდან უნაყოფობა 10-15% შემთხვევაში აღინიშნება. უნაყოფობის ნახევარზე მეტი – თითქმის 60% განპირობებულია მამაკაცის ფაქტორით და ამასთანავე შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. არანაკლებ მნიშვნელოვანია მამაკაცის ფაქტორის განსაზღვრა შეწყვეტილი ორსულობის და ნორმალური ემბრიონის განვითარების თვალსაზრისით.
სწორედ ამიტომ, დროულად ჩატარებული სპერმის სრულყოფილი კომპლექსური ანალიზი სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა, რაც მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტური სტრატეგიის შერჩევაში.
2. გვაძლევს თუ არა სპერმის სტანდარტული ანალიზი (სპერმოგრამა) მამაკაცის ფერტილობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას?
სპერმის სტანდარტული ანალიზი იკვლევს მხოლოდ სპერმატოზოიდის კონცენტრაციას, მოძრაობასა და მორფოლოგიას. სპერმოგრამა არ ითვლება სრულ- ყოფილ კვლევად, რადგან ის არ იძლევა ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრის სპერმატოზოიდის გენეტიკური კონსტიტუციის ანუ დნმ-ის მოლეკულის მთლიანობის შესახებ. უნაყოფო მამაკაცების 15%-ს აქვს სპერმოგრამის ნორმალური პარამეტრები.
3. როგორია დნმ–ის ფრაგმენტაციის როლი ემბრიონის განვითარებაში?
სპერმატოზოიდის დნმ-ის ფრაგმენტაცია პირდაპირ კავშირშია ნაყოფიერების დაბალ მაჩვენებელთან და ემბრიონის განვითარების ხარისხთან. იგი ზრდის იმ პროცედურების ჩატარების სიხშირეს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ორსულობის მიღწევა: საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება (IUI), ინვიტრო განაყოფიერება (IVF) ან ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI), ასევე იწვევს ემბრიონის ხარისხის გაუარესებასა და ხშირ შემთხვევაში ორსულობის შეწყვეტას.
4. შესაძლებელია თუ არა დნმ–ის ფრაგმენტაციის თავიდან აცილება/შემცირება?
ანტიოქსიდანტებით მკურნალობამ შესაძლოა საგრძნობლად შეამციროს დნმ-ის ფრაგმენტაციის დონე. მკურნალობაზე პასუხი განსხვავებულია და დამოკიდებულია დაზიანების გამომწვევ მიზეზზე.
5. ზრდის თუ არა სპერმატოზოიდის დნმ–ის ფრაგმენტაციის დონის განსაზღვრა მკურნალობის წარმატების ალბათობას?
ხშირ შემთხვევებში დნმ-ის ფრაგმენტაცია აღინიშნება ისეთი ინფექციების არსებობისას, როგორიცაა Chlamydia trachomatis და Mycoplasma, ისევე როგორც ვარიკოცელე. ასეთ შემთხვევებში პაციენტებს აქვთ სპერმატოზოიდის დნმ-ის ფრაგმენტაციის მაჩვენებლები 30%-ზე მეტი, რაც გავლენას ახდენს განაყოფიერების მაჩვენებელზე, ემბრიონის ხარისხზე, იწვევს განმეორებით აბორტებსა და რეპროდუქციული ჩარევების წარუმატებლობას.
დნმ-ის ფრაგმენტაციის დონის ცოდნა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება წყვილისთვის რეპროდუქციული ტექნოლოგიის მეთოდის შერჩევას. აღნიშნული დაკავშირებულია სრულფასოვანი ორსულობის ალბათობასთან IUI ციკლების დროს. 30%-ზე მაღალი ფრაგმენტაციის დონე ამცირებს ინსემინაციის წარმატების ალბათობას 19%-დან 1.5%-მდე.
ამ მონაცემების ცოდნით, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ IUI-ს ალტერნატიული მეთოდი. IVF მკურნალობის დროს 25%-ზე ნაკლები ფრაგმენტაციის დონე იძლევა შობადობის 33%-იან მაჩვენებელს, ხოლო 50%-ზე მეტი ფრაგმენტაციის დონის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ჩამოდის 13%-მდე.
6. არსებობს თუ არა ბაზარზე ისეთი მეთოდი, რომლებიც განსაზღვრავს სპერმის ხარისხს?
Halotech გთავაზობთ სპეციალურ ტესტს – Halosperm, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის დონეები.
7. როგორია პროცედურა?
პაციენტმა უბრალოდ უნდა დაიცვას და თანმიმდევრულად მიყვეს პირადი ექიმის ინსტრუქციებს. საჭიროა სპერმის ნიმუში, რომელსაც დაამუშავებს ლაბორანტი სწრაფი და ადვილად მისაღები დადგენილი ლაბორატორიული პროტოკოლის შესაბამისად.
8. რა დრო სჭირდება შედეგის მიღებას?
Halotech-ის in vitro ტესტები გთავაზობთ დაუყონებლივ შედეგებს. ფრაგმენტაციის ტესტები შედეგს აჩვენებს საათზე ნაკლებ დროში.
9. რა იწვევს სპერმატოზოიდის დნმ–ის დაზიანებას?
სპერმატოზოიდის დნმ-ის დაზიანება მულტიფაქტორული პროცესია. აღსანიშნავია შემდეგი ფაქტორები:
- ინფექცია
- ლეიკოციტოსპერმია
- მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
- მომატებული ტესტიკულარული ტემპერატურა
- ვარიკოცელე
- ასაკი (40წლის ზემოთ)
- სიმსუქნე
- თამბაქო
- არაბალანსირებული კვება
- ზოგიერთი მედიკამენტის მიღება
- გარემოს დაბინძურება
- სექსუალური თავშეკავება დიდი ხნის განმავლობაში
10. რა შემთხვევაში არის ნაჩვენები სპერმატოზოიდის დნმ–ის ფრაგმენტაციის ტესტი?
დნმ-ის ფრაგმენტაციის (Halosperm) ტესტის ჩატარება განსაკუთრებით რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
- წყვილები განმეორებითი სპონტანური აბორტების ანამნეზით
- ყველა წყვილი აუხსნელი უშვილობით (6 თვიდან 1 წლამდე უშვილობით)
- მამაკაცები 40 წლის ზემოთ
- მამაკაცები, რომლებიც იტარებენ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობას
- მამაკაცები, რომლებიც ტოქსინებისა და დაბინძურების ქვეშ იმყოფებიან
- მამაკაცები უროგენიტალური ინფექციებით
- მამაკაცები არაჯანსაღი ცხოვრების წესით: არაბალანსირებული კვებით, მწეველები, ჭარბი წონის მქონე პირები
- დაბალი ხარისხის ემბრიონი კვერცხუჯრედის განმეორებითი დონაციის ციკლის შემთხვევაში
- მამაკაცები იდიოპათიური უშვილობით
11. ახდენს თუ არა კრიოპრეზერვაცია ან გაყინვა გავლენას სპერმის ნიმუშზე?
გაყინვა არ ცვლის სპერმატოზოიდის დნმ-ის ფრაგმენტაციას, ამიტომ ტესტი შეიძლება ჩატარდეს გაყინულ ნიმუშებზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებში. გალღობის შემდეგ, ნიმუშები უნდა იქნეს გამოყენებული სწრაფად, რადგან თავიდან ავიცილოთ დაზიანებები.
მწარმოებელი: HALOTECH DNA ესპანეთი
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი
Related Products
ოქსისპერმი
სპერმის ოქსიდაციური სტრესის განსაზღვრა მწარმოებელი კომპანია: HALOTECH DNA მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი