ოქსისპერმი
სპერმის ოქსიდაციური სტრესის განსაზღვრა
მწარმოებელი კომპანია: HALOTECH DNA
მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
მამაკაცის უნაყოფობის კვლევის ინოვაციური მეთოდი – ოქსისპერმი II
ნორმალური მეტაბოლიზმის დროს, ადამიანის სხეულის უჯრედები წარმოქმნიან მოლეკულებს, რომელთაც ეწოდებათ რეაქტიული ჟანგბადის სახეობები (ROS), მაღალი ჟანგვის უნარით. ROS ჩართულია ისეთი მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ფუნქციების რეგულირებაში, როგორიცაა ინფექციების კონტროლი. ადამიანის რეპროდუქციაში, ROS-ის გარკვეული დონე აუცილებელია სპერმის კაპაციტაციის – ჰიპერაქტივაციის, აკროსომური რეაქციის/სპერმა-კვერცხუჯრედის შერწყმისთვის, რაც წარმოადგენს რეპროდუქციული წარმატების საკვანძო პროცესებს. ადამიანის ორგანიზმს აქვს უნარი გამოიმუშავოს ანტიოქსიდანტური ნაერთები (ბუნებრივი ანტიოქსიდანტები) ROS-ის დონის გასაკონტროლებლად. ნორმალურ პირობებში, ROS-ის წარმოება და მისი განეიტრალება ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით არის კარგად დაბალანსებული პროცესი.
1. რა არის ოქსიდაციური სტრესი?
ოქსიდაციური სტრესი ვითარდება, როდესაც ადგილი აქვს დისბალანსს ჭარბი რაოდენობით წარმოქმნილ რეაქტიული ჟანგბადის სახეობებსა (ROS) და მის გასანეიტრალებლად წარმოქმნილ ანტიოქსიდანტებს შორის. როდესაც ანტიოქსიდანტური თავდაცვა ვერ ახერხებს ROS-ის გადაჭარბებული რაოდენობის განეიტრალებას, შექმნილმა პროოქსიდანტურმა გარემომ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედის მნიშვნელოვანი კომპონენტების – ლიპიდების, ცილების და დნმ-ის დაზიანება.
2. მოქმედებენ თუ არა პრო–ოქსიდანტები ნაყოფიერებაზე?
დიახ, მამაკაცის უნაყოფობის მიზეზები მოიცავს ანატომიურ ანომალიებს, ჰორმონალურ დისბალანსსა და გენეტიკურ ფაქტორებს. თუმცა, დაახლოებით 50%-ში უცნობია უნაყოფობის გამომწვევი მიზეზი (იდიოპათიური უშვილობა). ამჟამად ცნობილია, რომ იდიოპათიური უნაყოფობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, სწორედ ანტი და პროოქსიდანტური დისბალანსი წარმოადგენს.
3. რატომ მოქმედებს პრო–ოქსიდანტები მამაკაცის ნაყოფიერებაზე?
ROS იწვევენ სპერმატოზოიდის მემბრანის ლიპიდების დაჟანგვას, რაც ქმნის მას უფრო ხისტს, ყოველივე ამას კი მივყავართ სპერმატოზოიდის მოძრაობის შემცირებასთან. რაც მთავარია, გარდა აღნიშნულისა, ROS იწვევს ცვლილებებს სპერმატოზოიდის დნმ-ში, ხოლო
დნმ-ის დაზიანების მაღალი დონე კი უარყოფითად აისახება კვერცხუჯრედის განაყოფიერებაზე, ემბრიონის ხარისხსა და ორსულობის მაჩვენებელზე.
4. რატომ არის მნიშვნელოვანი პრო–ოქსიდანტური სიმძლავრის განსაზღვრა სპერმაში?
პრო-ოქსიდანტური დისბალანსი არის იდიოპათიური უშვილობის მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზი. რეაქტიული ჟანგბადის სახეობების დონის განსაზღვრა სპერმაში გვეხმარება იდიოპათიური უნაყოფობის მიზეზის დადგენაში. გარდა ამისა აღნიშნულის ცოდნა გვეხმარება ანტიოქსიდანტური დანამატების დანიშვნის საჭიროების გამორკვევასა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასებაში.
5. შესაძლებელია თუ არა პრო–ოქსიდანტური სიმძლავრის განსაზღვრა სტანდარტული სპერმოგრამით?
არა, ვინაიდან სტანდარტული სპერმოგრამა გვაწვდის ინფორმაციას სპერმატოზოიდების მოძრაობის, მორფოლოგიისა და კონცენტრაციის შესახებ, მაგრამ არა სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებზე, როგორიცაა პრო-ოქსიდანტური დისბალანსი, მისი დონეები, ასევე სპერმატოზოიდის დნმ-ის დაზიანება.
6. არის თუ არა რაიმე გზა პრო–ოქსიდანტური სიმძლავრის დონეების განსასაზღვრად?
დიახ, ოქსისპერმიII არის მარტივი, სწრაფი და ზუსტი კოლორიმეტრიული მეთოდი სპერმის პროოქსიდანტური სიმძლავრის დონეების განსასაზღვრად.
7. არის თუ არა სპერმის პრო–ოქსიდანტური მაჩვენებლები უცვლელი მამაკაცის ცხოვრებაში?
არა, რადგან პრო-ოქსიდანტური აქტივობის დონე დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე როგორიცაა: დიეტა, ცხოვრების წესი, ინფექციები, მედიკამენტები…
8. როგორ ტარდება პროცედურა?
პაციენტმა უბრალოდ უნდა დაიცვას და თანმიმდევრულად მიყვეს პირადი ექიმის ინსტრუქციებს. საჭიროა სპერმის ნიმუში, რომელსაც დაამუშავებს ლაბორანტი სწრაფი და ადვილად მისაღები დადგენილი ლაბორატორიული პროტოკოლის შესაბამისად.
9. რა შემთხვევებში არის ნაჩვენები ოქსისპერი II?
oxiSperm® II განსაკუთრებით რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
- წყვილები განმეორებითი სპონტანური აბორტების ანამნეზით
- ყველა წყვილი აუხსნელი უშვილობით (6 თვიდან 1 წლამდე უშვილობით)
- მამაკაცები 40 წლის ზემოთ
- მამაკაცები, რომლებიც იტარებენ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობას
- მამაკაცები, რომლებიც ტოქსინებისა და რადიაციული დაბინძურების ქვეშ იმყოფებიან
- მამაკაცები უროგენიტალური ინფექციებით
- მამაკაცები არაჯანსაღი ცხოვრების წესით: არაბალანსირებული კვება, ხშირი მჯდომიარე მგომარეობაში ყოფნა, მწეველობა, ჭარბი წონა
- დაბალი ხარისხის ემბრიონი კვერცხუჯრედის განმეორებითი დონაციის ციკლის შემთხვევაში
- მამაკაცები იდიოპათიური უშვილობით
მწარმოებელი: HALOTECH DNA ესპანეთი
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი
Related Products
ჰალოსპერმი
სპერმის დნმ–ის ფრაგმენტაციის განსაზღვრა მწარმოებელი კომპანია: HALOTECH DNA მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი