1. ქალბატონო მარიამ, რა არის საშვილოსნოს მიომა და რამდენად ხშირად გვხვდება ის რეპროდუქციული ასაკის ქალებში?
საშვილოსნოს ლეიომიომა (ფიბრომიომა, ფიბროდი) საშვილოსნოს კუნთოვან შრეში განვითარებული ჰორმონდამოკიდებული, კეთილთვისებიანი სიმსივნეა და რეპროდუქციულ ასაკში გინეკოლოგიური პათოლოგიების დაახლოებით 35% უკავია.2. რა უწყობს ხელს მიომური კვანძების განვითარებას?
მისი განვითრების მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორებია – ჰორმონალური (სტეროიდული) დისბალანსი, მემკვიდრული წინასწარგანწყობა, თამბაქოს მოხმარება, D ვიტამინის დეფიციტი, ენდოკრინული პათოლოგიები – ჰიპოთირეოზი, მეტაბოლური სინდრომი.3. რა სიმპტომები არის დამახასიათებელი საშვილოსნოს მიომისთვის?
მიომის სიმპტომებია: ტკივილი მცირე მენჯში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭარბი მენსტრუაცია და მენსტრუაციათაშორისი სისხლდენები, უნაყოფობა, მეზობელი ორგანოების ფუნქციის დარღვევა.4. როგორ ხდება საშვილოსნოს მიომის დიაგნოსტიკა?
მიომის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ობიექტური გასინჯვა, გინეკოლოგიური, ტრანსაბდომინური და ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა, ასევე შესაძლებელია ჰისტეროსკოპიის, მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპიის ჩატარება.5. ქალბატონო მარიამ, გვაქვს რაიმე სიახლე მედიცინაში მიომური კვანძების მკურნალობის არაქირურგიულ მეთოდებთან დაკავშირებით?
მიომური კვანძების მკურნალობაში მნიშვნელოვანია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელთაც გააჩნიათ ანტიპროლიფერაციული, პროაპოპტოზური და ჰორმონალური ბალანსის აღმდგენი მოქმედება. ამ მხრივ, ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა მიომური კვანძების მკურნალობაში D ვიტამინის გამოყენება, ვინაიდან არაერთი ქსოვილოვანი ნიმუშის შესწავლამ აჩვენა, რომ ამ დროს მიომის არეში უჯრედები განიცდიან D ვიტამინის დეფიციტს. ასევე მნიშვნელოვანია კატეხინების, კერძოდ ეპიგალოკატეხინის გალატის (EGCG) გამოყენება ფიბროიდების მკურნალობაში. აღსანიშნავია, რომ D ვიტამინისა და EGCG-ის ერთდროული მიღება, თავიანთი სინერგიული მოქმედებიდან გამომდინარე, აძლიერებს ერთმანეთის ეფექტს და კიდევ უფრო უკეთესი შედეგის მიღების საშუალებას იძლევა.