ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?
ფარმაცევტული კომპანია „ინოთიმი“ დაარსდა 2013 წელს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა  არის ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების, საკვები დანამატების და სამედიცინო მასალების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოში. პროდუქტები ფართოდ გამოიყენება ისეთ სამედიცინო სფეროებში, როგორიცაა: მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია, ანდროლოგია და ონკოლოგია.
კომპანია ინოთიმის პარტნიორები არიან მსოფლიოს ბაზარზე  არსებული ლიდერი ინოვაციური კომპანიები, რომლის მიერ წარმოებული პროდუქტები აკმაყოფილებენ მსოფლიოს თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებს. ეს პროდუქტები არის ეფექტური, უსაფრთხო და მინიმალური გვერდითი მოვლენებით.
მისია/მიზანი
ჩვენი მისიაა საქართველოში დავამკვიდროთ მრავალი აქტუალური დაავადების სამკურნალო ინოვაციური ეფექტური საშუალებები და ამასთანავე, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ჩვენი მიზანი კი ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ინოვაციური და სანდო, მაღალი ხარისხის პროდუქტების მიწოდებაა. ამიტომაც, კომპანია ინოთიმის მიერ მოწოდებული მედიკამენტები წარმოებულია დაპატენტებულ ორიგინალ მოლეკულებზე და მისი იდენტური შემადგენლობის პროდუქტები არ არსებობს საქართველოს ბაზარზე.
კორპორატიული კულტურა
კორპორატიული კულტურა, მისია და ღირებულებები ცალსახად ქმნის წარმატებულ ან წარუმატებელ ბიზნესს.  ნებისმიერი ბიზნესის საყრდენი კი მისი თანამშრომლები არიან. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ისინი საკუთარ თავს გუნდის ნაწილად აღიქვამდნენ.
ინოთიმი მუდმივად ზრუნავს საკუთარი გუნდის წევრებზე და ცდილობს მათთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნას. ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაში, ვინაიდან თვლის, რომ  თანამშრომელთა წარმატებაზეა დაფუძნებული კომპანიის წინსვლა.
სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანიის გამოცდილებისა და საიმედო ურთიერთობების წყალობით შპს ინოთიმი იღებს პასუხიმგებლობას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში შეიტანოს მცირედი წვლილი. კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სამედიცინო კონფერენციასა და პაციენტების სკოლის პროექტში. ამასთანავე, ,ინოთიმი“ დონორი და პარტნიორი გახდა კომპანიის, ,,შენთვის“, რითაც ის არაერთ უშვილო წყვილს ახალი სიცოცხლის მოვლინებაში დაეხმარება.