fbpx

თანამედროვე მიდგომები საშვილოსნოს ასიმპტომური მიომების მართვაში

innoteam ფარმაცევტული კომპანიათანამედროვე მიდგომები საშვილოსნოს ასიმპტომური მიომების მართვაში – გვესაუბრება ექიმი-მეან გინეკოლოგი, კოლკოსკოპისტი – შორენა სიხარულიძე

1. რას წარმოადგენს საშვილოსნოს ასიმპტომური მიომა და როგორ შეიძლება მოხდეს მისი აღმოჩენა?
2. რამდენად საყურადღებოა ასიმპტომური მიომური კვანძის არსებობა?
3. რა სამომავლო რისკების
წინაშე შეიძლება დადგეს ქალი ასიმპტომური მიომური კვანძის არსებობისას?
4. 
რას გულისხმობს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები ასიმპტმური მიომური კვანძების არსებობისას?

 

რას წარმოადგენს საშვილოსნოს ასიმპტომური მიომა და როგორ შეიძლება მოხდეს მისი აღმოჩენა? 

საშვილოსნოს მიომა წარმოადგენს კეთილთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოიშვა. გვხვდება ქალების 70-80%, ყველაზე ხშირად 40-50 წლის ასაკში.

არსებობს საშვილოსნოს ასიმპტომური მიომა, რომელიც არ იწვევს რაიმე აშკარა სიმპტომებს, წარმოიქმნება ჰორმონალური ცვლილებების გამო, ძირითადად ესტროგენის ფონზე. ასიმპტომური მიომები ხშირად აღმოჩენილია შემთხვევით, როდესაც ქალი მკურნალობს სხვა დაავადებას ან გადის სხვა სამედიცინ გამოკვლევას. ზოგადად, მიომის აღმოჩენა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

·         ულტრაბგერითი კვლევა (ულტრასონოგრაფია).
·         პალპაცია (ხელის შეხება).
·         მაგნიტურრეზონანსული გამოსახულების კვლევა (MRI):
·         ჰორმონალური ანალიზი.
·         გინეკოლოგიური გამოკვლევა.

რამდენად საყურადღებოა ასიმპტომური მიომური კვანძის არსებობა?
 
ასიმპტომური მიომური კვანძის არსებობა სიმპტომურთან შედარებით ნაკლებად საყურადღებოა, რადგან ის არ იწვევს მტკივნეულ სიმპტომებს ან სისხლდენას, შარდის ბუშტის ან ნაწლავების დისკომფორტს ან სხვა მახასიათებელს თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი არსებობა მაინც საჭიროებს სათანადო ყურადღებასა და მონიტორინგს.

რა სამომავლო რისკების წინაშე შეიძლება დადგეს ქალი ასიმპტომური მიომური კვანძის არსებობისას? 

ასიმპტომურმა მიომურმა კვანძმა დროთა განმავლობაში შესაძლებელია განიცადოს ზრდა და გახდეს სიმპტომური. არსებული სტატისტიკური მონაცემის საფუძველზე შეიძლბა ითქვას, რომ მიომის ზრდის მაჩვენებელი 6 თვეში 9%- შეადგენს.
თუ რამდენად საყურადღებოა ასიმპტომური მიომური კვანძები დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

·         კვანძის ზომა და რაოდენობა;
·         ორსულობის დაგეგმვა (მიომები გავლენას ახდენენ რეპროდუქციულ ფუნქციაზე);
·         ჰორმონალური ცვლილებები;
·         სხვა დაავადებები (თუ ქალს ერთდროულად სხვა გინეკოლოგიური დაავადებები აქვს როგორიცაა: პოლიკისტოზი, ენდომეტრიოზი…)

რას გულისხმობს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები ასიმპტმური მიომური კვანძების არსებობისას?

მკურნალობის მიდგომა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზარდია მიომა დინამიკაში:
·   თუ კვანძის ზომა პატარაა და არ იწვევს სიმპტომებს, ჩვეულებრივ ექიმი აწარმოებს მასზე მონიტორინგს. ამ დროს შესაძლებელია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც არეგულირებენ პროლიფერაციულ პროცესებს და მოახდენენ მიომის ზრდის პრევენციას. სწორედ ასეთი მოქმედებით გამოირჩევა ,,D” ვიტამინი და კატეხინები, რომელთა კომბინირებული მიღება წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ მიდგომას საშვილოსნოს ასიმპტომური მიომების მართვაში.
·   თუ მიომა იზრდება, არ იწვევს სიმპტომებს მაგრამ, სხვა გართულებები ვლინდება, შესაძლოა ჩატარდეს როგორც მედიკამენტური ისე ოპერაციული მკურნალობა…. 

innoteam ფარმაცევტული კომპანია

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:

მაკა გეგეჭკორი

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლი ორგანიზმში

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ზურაბ მარშანია

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,