სამედიცინო კონფერენცია გინეკოლოგიაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და მკურნალობის ინოვაციურ მიდგომებზე.
2024 წლის 19 ოქტომბერს, ფარმაცევტული კომპანია „ინოთიმის“ ორგანიზებით, სასტუმრო ვილა მოსავალში, ჩატარდა კონფერენცია გინეკოლოგიაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და მკურნალობის ინოვაციურ მიდგომებზე.
კონფერენციას უძღვებოდა ,,პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი’’ს ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ ხომასურიძე.
აუდიტორიის წინაშე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ ექიმები: პროფესორი გიორგი თევდორაშვილი, ქ-ნი მადონა ჯუღელი და სპეციალური მოწვევით იტალიიდან პროფესორი ანდრეა ტინელი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები საქართველოს ყველა კუთხიდან.
მადლობას ვუხდით ქართველ ექიმებს და კომპანიის პარტნიორებს Fidia Pharma და Lo.Li. Pharma International-ს მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისთვის!
მათი მხარდაჭერა და გამოცდილება ჩვენი კომპანიის მუდმივი განვითარების საფუძველია.
მადლობა ინოთიმის გუნდს და თითოეულ მონაწილეს ასეთი შესანიშნავი დღის შექმნისა და ემოციების გაზიარებისთვის.