შპს “ინოთიმი” პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
სარჩევი
ძირითადი ………………………………………………………………………………………………………………………………………………………………… 2 შეგროვებული მონაცემების ტიპები …………………………………………………………………………………………………………………………… 2 ვის შეიძლება გავუზიაროთ პერსონალური ინფორმაცია …………………………………………………………………………………………….. 3 როგორ ვინახავთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას …………………………………………………………………………………. 4 თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები ………………………………………………………… 5 რა საფუძვლებით არ იყენებს ან ავრცელებს შპს “ინოთიმი” პერსონალურ ინფორმაციას ………………………………………………… 6 ინდივიდების უფლებები ………………………………………………………………………………………………………………………………………….. 7 საკონტაქტო ინფორმაცია ………………………………………………………………………………………………………………………………………….. 8
ძირითადი
შპს “ინოთიმი” მიმართულია პატივი სცეს და დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები და ინფორმაციის კონფიდენციალურობა, როგორც მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების, ისე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სრული შესაბამისობით. წინამდებარე კონფიდენციალური პოლიტიკა შევადგინეთ იმ მიზნით, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: – რა პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ, როდესაც სარგებლობთ შპს “ინოთიმი”-ს ვებ-საიტით (როგორც ქვემოთ არის განმარტებული); – რა პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ შრომითი ურთიერთობების პროცესში და მიზნობრიობა – ვის შეიძლება გადავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია; – თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები; – რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას; – თქვენი უფლებები თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან მიმართებით და – რა ზომებს ვიღებთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვრცელდება მომხმარებლებზე, კომპანიის თანამშრომლებზე, კონტრაქტორებზე, სამედიცინო დარგის სპეციალისტებზე/ექიმებზე, ყველა იმ პირზე, რომელთა მონაცემებიც მუშავდება კომპანიის მიერ, ასევე მონაცემთა მიმღებზე. შპს “ინოთიმი”-ის ვებ-საიტი (innoteam.ge ან ნებისმიერი სხვა ვებ-საიტი, რომელიც ითვალისწინებს წინამდებარე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“) უზრუნველყოფენ ინფორმაციის მოწოდებას ჩვენი სერვისების შესახებ. შპს “ინოთიმი”-ის ვებ-საიტი მოიცავს ისეთ ინფორმაციებს, როგორიცაა: პირდაპირი მარკეტინგი, პროექტები/კონფერენცია, კონფერენციის შემთხვევაში მონაწილე პირთა ფოტო ვიდეო მასალები, სამედიცინო დარგის სპეციალისტების/ექიმების მონაწილეობით ვიდეო-აუდიო ბლოგები, კომპანიის შესახებ ინფორმაცია. შპს “ინოთიმი”-ის ვებ-საიტიდან შეგიძლიათ აირჩიოთ ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შპს “ინოთიმი”-ის მისცემთ უფლებას აწარმოოს თქვენთან კომუნიკაცია თქვენს ინტერესებთან დაკავშირებით. მათ შორის კომუნიკაცია შესაძლებელია Facebook-ით, instagram-ით, linkedin-ით, youtube-ით. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება შპს „ინოთიმი“-ის იმ ვებ-საიტებზე, რომლებიც მიუთითებენ წინამდებარე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე“. მომხმარებლის ყველა ინფორმაცია, რომელიც დამუშავებულია შპს „ინოთიმი“-ს მიერ კონტროლდება და იმართება თავად კონკრეტული მომხმარებლის მიერ, შპს „ინოთიმი“ ხსენებულ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ კონკრეტულ მომხმარებლებთან, კომპანიის თანამშრომლებთან, კონტრაქტორებთან, სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან/ექიმებთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. წინამდებარე პოლიტიკა მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ ვებ-საიტის მომხმარებელს, კომპანიის თანამშრომლებს, კონტრაქტორებს, სამედიცინო დარგის სპეციალისტებს/ექიმებს მიაწოდოს ინფორმაცია შპს „ინოთიმის“ მიერ პერსონალური ინფორმაციის შეგროვების და გამოყენების სახეობის, ფარგლების და მიზნის თაობაზე. |
ვებ-საიტის მენეჯერი სერიოზულად ეკიდება თქვენი მონაცემების დაცვის საკითხს და მათ კონფიდენციალურობას, როგორც ეს გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. ვინაიდან წინამდებარე პოლიტიკაში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილებები, რომლის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ახალი ტექნოლოგიები ან/და ვებ-საიტის განახლება და განვითარება, ჩვენი რეკომენდაცია, რომ შესაბამისი ინტერვალებით, პერიოდულად გადაიკითხოთ წინამდებარე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.“ წინამდებარე პოლიტიკა ყურადღებას ამახვილებს, თუ რა სახის მონაცემები გროვდება, ამ მონაცემების შეგროვების მიზანი, მათი შენახვის ვადა. წინამდებარე პოლიტიკა ასევე ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს თავისი უფლებების შესახებ, მათ შორის, მათი პერსონალური მონაცემების წვდომის, ცვლილების, წაშლისა და დამუშავების შეზღუდვის უფლებაზე. ამ ინფორმაციის მოწოდებით, წინამდებარე პოლიტიკა მიზნად ისახავს ნდობის ჩამოყალიბებას ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს შორის. იგი ეხმარება პირებს, ჰქონდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენება მათი პირადი მონაცემები და აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მათ მონაცემებთან მიმართებით. შრომითი ურთიერთობების პროცესში პერსონალური მონაცემები შესაძლებელია დამუშავდეს სხვადასხვა მიზნით, მაგალითად: კვალიფიციური კადრების შერჩევა, შრომითი ხელშეკრულების დადება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ორგანიზაციის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა და სხვა. |
შეგროვებული მონაცემების ტიპები
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ურთერთქმედებთ ჩვენთან. წინამდებარე პოლიტიკის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება იმ ვებ-გვერდების, კომპიუტერული პროგრამების, ტექნიკური მოწყობილობების, ინტერნეტ პროდუქტების, ელექტრონული პლატფორმების ან სისტემების, პირდაპირი გამოკითხვის (სატელეფონო, ონლაინ და სხვა მეთოდებით) საშუალებით, რომლებსაც ახორციელებს, ფლობს ან/და აკონტროლებს შპს „ინოთიმი“, ასევე შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიღებულ პერსონალურ ინფორმაციაზე. ჩვენი ვებ-საიტის, innoteam.ge სარგებლობით, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, თქვენს მიერ პირდაპირ მოწოდებულ ინფორმაციას, ავტომატურად შეგროვებულ ინფორმაციას, ინფორმაციას, მესამე პირების მონაცემთა წყაროებიდან და მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ან ვაწარმოებთ სხვა მონაცემებიდან: ა. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც პირდაპირ აწვდით შპს „ინოთიმს“ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ ვაგროვებთ სახელს, მომხმარებლის საიდენტიფიკაციო სახელს ან მეტსახელს და საკონტაქტო ინფორმაციას, როგორიცაა ელ-ფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. პერსონალურ მონაცემებს შეიცავს დასაქმებულის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი სახის დოკუმენტი, მაგალითად, პირადობის მოწმობის ასლი, განათლების, ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ბიოგრაფია, სარეკომენდაციო წერილები, სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ტესტირების შედეგი, ფოტოსურათი, ელ-ფოსტა და ა.შ. ინფორმაცია გადახდასთან დაკავშირებით. თუ თქვენ განახორციელებთ ფინანსურ ტრანზაქციას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი საკრედიტო ბარათის ციფრების თაობაზე ინფორმაციას, ფინანსური ანგარიშის ინფორმაციას და სხვა საგადახდო დეტალებს. შიგთავსი და ფაილები. ჩვენ ვაგროვებთ თქვენს მიერ გამოგზავნილ წერილს ელ-ფოსტაზე ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებაზე, ჩვენ ასევე შევინახავთ ამგვარ მიმოწერას. სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია: – სახელმწიფო ID. ჩვენ ვაგროვებთ სახელმწიფოს მიერ გაცემულ იდენტიფიკატორებს, როგორიცაა პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი. – კომუნიკაციების შინაარსი. ჩვენ ვაგროვებთ თქვენი ფოსტის, ელ-ფოსტისა და ტექსტური შეტყობინებების შინაარსს. ბ. ავტომატურად შეგროვებადი ინფორმაცია. |
იდენტიფიკატორები და მოწყობილობის ინფორმაცია. როდესაც თქვენ შემოდიხართ ჩვენს ვებ-საიტზე, ჩვენი ვებ სერვერები ავტომატურად აღრიცხავენ თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართს და ინფორმაციას თქვენი მოწყობილობის შესახებ, მათ შორის, მოწყობილობის იდენტიფიკატორების ჩათვლით; აგრეთვე, მოწყობილობის ტიპის; თქვენი მოწყობილობის ოპერაციული სისტემის, ბრაუზერის და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის ტიპის, ვერსიის, ენის, პარამეტრების და კონფიგურაციის ჩათვლით. როგორც დამატებით განვრცობილია წინამდებარე პოლიტიკაში, ჩვენი ვებ-საიტები აგროვებენ ინფორმაციას ე.წ. „ქუქი“ იდენტიფიკატორების, მობილური ID და სხვა მონაცემების თაობაზე. გეოლოკაციის მონაცემები. თქვენი მოწყობილობისა და აპის პარამეტრებიდან გამომდინარე, ჩვენ ვაგროვებთ გეოლოკაციის მონაცემებს, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს აპებს ან ონლაინ სერვისებს. (ეს ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ზუსტ გეოლოკაციის მონაცემებს, რაც ნიშნავს მოწყობილობიდან მიღებულ მონაცემებს და რომელიც გამოიყენება თქვენი მდებარეობის დასადგენად 600 მეტრის ან ნაკლები რადიუსის მქონე წრეში, რაც განიხილება სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის ტიპად.) მონაცემები გამოყენების თაობაზე. ჩვენ ავტომატურად აღვრიცხავთ თქვენს აქტივობას ჩვენს ვებ-საიტებზე, აპებსა და დაკავშირებულ პროდუქტებზე, მათ შორის ვებსაიტის URL, რომლის საშუალებითაც თქვენ ესტუმრეთ ჩვენს საიტებს, თქვენს მიერ ნანახ გვერდებს, ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამდენი დრო გაატარეთ გვერდზე, წვდომის დრო და სხვა დეტალები და სხვა დეტალები თქვენი გამოყენებისა და ქმედებების შესახებ ჩვენს ვებ-საიტზე. სხვა სენსიტიური ინფორმაცია. ჩვენ ავტომატურად ვახორციელებთ აუდიოჩაწერას და ვიდეოჩაწერას ოფისის ტერიტორიაზე, შესასვლელში, აივნებზე, შიდა საერთო სივრცეში. გ. ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ მესამე მხარის წყაროებიდან. ჩვენ ასევე ვიღებთ ქვემოთ აღწერილ ინფორმაციას მესამე მხარისგან. მესამე მხარის წყაროები მოიცავს, მაგალითად: მესამე მხარის პარტნიორები. მესამე მხარის აპლიკაციები და სერვისები, მათ შორის სოციალური ქსელები, რომლებთანაც დაკავშირებას ან ურთიერთობას ირჩევთ ჩვენი სერვისების მეშვეობით. თანაბრენდის/მარკეტინგის პარტნიორები. პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვთავაზობთ ერთობლივ სერვისებს ან ვახორციელებთ ერთობლივ მარკეტინგულ აქტივობებს. სერვისის მომწოდებლები. მესამე მხარეები, რომლებიც აგროვებენ ან უზრუნველყოფენ მონაცემების მიწოდებას იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომელსაც ასრულებენ ჩვენი სახელით, მაგალითად კომპანიები, რომლებიც განსაზღვრავენ თქვენი მოწყობილობის მდებარეობას მისი IP მისამართის საფუძველზე. საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები. ინფორმაციის საჯარო წყაროები, როგორიცაა ღია სახელმწიფო მონაცემთა ბაზები. როდესაც ითხოვეს თქვენგან პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას, შეგიძლიათ აღნიშნულის განხორციელებაზე უარი განაცხადოთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ ბრაუზერი, ან ოპერაციული სისტემის კონტროლი, რათა თავიდან აიცილოთ გარკვეული ტიპის მონაცემთა ავტომატური შეგროვება. მაგრამ თუ გადაწყვეტთ, არ მიაწოდოთ, ან არ დაუშვათ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გარკვეული სერვისების, ან ფუნქციებისთვის, ეს სერვისები, ან ფუნქციები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი, ან სრულად ფუნქციონირებადი. ერთჯერადი შესვლა. თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ ინფორმაცია შპს „ინოთიმის“ ვებ-საიტებზე შესვლის სერვისების გამოყენებით, როგორიცაა Facebook-ით, instagram-ით, linkedin-ით, youtube-ით დაკავშირება. ეს სერვისები მოახდენენ თქვენს იდენტიფიკაციას და მოგცემთ შესაძლებლობას, გაგვიზიაროთ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. |
პირდაპირი მარკეტინგი
მონაცემთა სუბიექტი ანიჭებს შპს “ინოთიმს” უფლებამოსილებას სხვადასხვა მარკეტინგული შეთავაზებების განხორციელების მიზნით, მონაცემთა სუბიექტის სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ან მომხმარებელთა უშუალო კომუნიკაციით განახორციელოს მომსახურების, საქონლის, დასაქმების შეთავაზება, ან რაიმე სახის ქმედების განხორციელების თხოვნა. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. |
შპს “ინოთიმი” ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება და/ან უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა. |
ვიდეო/აუდიომონიტორინგი
უსაფრთხოების და საკუთრების დაცვის, ასევე მომსახურების ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მიმდინარეობს აუდიოჩაწერა და ვიდეოჩაწერა ოფისის გარე პერიმეტრისა და შესასვლელების, აივნების, შიდა საერთო სივრცის. ვიდეოჩანაწერების შენახვა ხდება არაუმეტეს 6 (ექვსი) კვირისა.
შპს „ინოთიმის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
ვის შეიძლება გავუზიაროთ პერსონალური ინფორმაცია
ა. თქვენი პერსონალური ინფორმაციის სხვა მხარეებთან გამჟღავნება. პერსონალური მონაცემები მესამე პირებს არ უნდა გადაეცეს დასაქმებულის/მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. შპს „ინოთიმმა“ შეიძლება გაამჟღავნოს პერსონალური ინფორმაცია მიმღებთა შემდეგი კატეგორიებისთვის და შემდეგი მიზნებისთვის: საჯარო ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ჩვენი სერვისების მეშვეობით ხელმისაწვდომი ვარიანტები თქვენი სახელის და/ან მომხმარებლის სახელისა და გარკვეული სხვა ინფორმაციის საჯარო ჩვენების და გამჟღავნების მიზნით, როგორიცაა თქვენი პროფილი, დემოგრაფიული მონაცემები, შინაარსი და ფაილები, ან გეოლოკაციის მონაცემები. კორპორაციული ტრანზაქციები. ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ პერსონალური მონაცემები, როგორც კორპორატიული ტრანზაქციის, ან პროცესის ნაწილი, როგორიცაა შერწყმა, დაფინანსება, შესყიდვა, გაკოტრება, დაშლა, ან გადაცემა, გასხვისება ან გაყიდვა მთელი ან ნაწილი ჩვენი ბიზნესისა თუ აქტივების. სამართლებრივი და საკანონმდებლო აღსრულება. ჩვენ მივიღებთ წვდომას, გავამჟღავნებთ და შევინარჩუნებთ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც მივიჩნევთ, რომ ეს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით ან მოქმედ სამართლებრივ პროცესზე რეაგირებისთვის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. უსაფრთხოება, დაცულობა და უფლებების დაცვა. ჩვენ გავამჟღავნებთ პერსონალურ მონაცემებს, თუ მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელია – დავიცვათ ჩვენი მომხმარებლები და სხვა პირები, მაგალითად სპამის ან თაღლითობის მცდელობის თავიდან ასაცილებლად, ან ვინმეს სიცოცხლის დაკარგვის ან სერიოზული დაზიანების თავიდან ასაცილებლად; – ჩვენი სერვისების ფუნქციონირებისთვის და უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, ჩვენს კომპიუტერულ სისტემებზე ან ქსელებზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ან შეჩერების მიზნით; – რათა დავიცვათ საკუთარი ან სხვების უფლებები ან საკუთრება, მათ შორის, ჩვენი შეთანხმებების, პირობებისა და პოლიტიკის აღსრულების მიზნებისთვის. |
როგორ ვინახავთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
ა. პერსონალური ინფორმაციის დასაწყობება ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, რომ განვახორციელოთ შესაბამისი ტექნიკური, ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და ფიზიკური გარანტიები, რომლებიც შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დაცულია უკანონო გამჟღავნების, დაკარგვის ან ბოროტად გამოყენებისგან. პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. ბ. ინფორმაციის შენახვა. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პირად ინფორმაციას მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც შევაგროვეთ თქვენი ინფორმაცია, კერძოდ, მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, შევასრულოთ ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებები, მოვაგვაროთ დავები, აღვასრულოთ |
ჩვენი შეთანხმებები და სხვა ლეგიტიმური და კანონიერი ბიზნეს მიზნები. იმის გამო, რომ ეს საჭიროებები შეიძლება განსხვავდებოდეს მონაცემთა სხვადასხვა ტიპებისთვის სხვადასხვა სერვისების კონტექსტში, შენახვის ფაქტობრივი ვადები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს კრიტერიუმების მიხედვით, კერძოდ, როგორიცაა მომხმარებლის მოლოდინები ან თანხმობები, ინფორმაციის სენსიტიურობა, ავტომატური კონტროლის ხელმისაწვდომობა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წაშალოს ინფორმაცია, და ჩვენი სამართლებრივი ან სახელშეკრულებო ვალდებულებები. |
თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები
კანონი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ გარკვეულ შეზღუდულ გარემოებებში, რომელთა ჩამონათვალიც შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ: ა. როდესაც თქვენ აძლევთ შპს „ინოთიმს“ თანხმობას, გამოიყენოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია. მაგალითად, როდესაც თქვენ გვიგზავნით ინფორმაციას ჩვენ დავამუშავებთ ამ ინფორმაციას, რათა შევასრულოთ თქვენი მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის თაობაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებას ჩვენს ერთ-ერთ სანდო პარტნიორთან, რათა უზრუნველყოთ თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გაცემა. ბ. რათა უზრუნველვყოთ თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულება. მაგალითების ჩამონათვალი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად: – თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისების უზრუნველსაყოფად. – სერვისების ადმინისტრირებისთვის, თქვენი გადახდის დასამუშავებლად და სხვა მოთხოვნილი სერვისების მოწოდებისთვის.
გ. თუ დაკავშირებულია შპს „ინოთიმის“ ლეგიტიმურ ინტერესებთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი მოგაწოდოთ მარკეტინგული ინფორმაცია შპს “ინოთიმი”ს იმ პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც მსგავსია თქვენს მიერ გამოწერილი პროდუქციისა, ან იმ პროდუქციისა, რომლითაც დაინტერესდით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა უარი თქვათ შემდგომი კომუნიკაციების მიღებაზე, ყოველ ჯერზე, როცა გამოგიგზავნით მარკეტინგულ ელ-ფოსტას, ან წერილს. იმ შემთხვევაში თუ იქნება ზეპირი შეთავაზება, შესაძლებლობა გაქვთ უარი თქვათ შემდგომი კომუნიკაციის მიღებაზე ზეპირი ფორმით.
დ. როდის უნდა განვახორციელოთ/აღვასრულოთ ჩვენზე დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულება მაგალითების ჩამონათვალი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია სამართლებრივი ვალდებულების უზრუნველსაყოფად: – ჩანაწერების შენახვა საგადასახადო მიზნებისთვის. – ადგილობრივი, სახელმწიფო ან სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნების შესრულება. – ნებისმიერი სასამართლო, ადმინისტრაციული ან მსგავსი ბრძანების შესრულება. – საეჭვო თაღლითობის, შევიწროების, ფიზიკური მუქარის ან რაიმე კანონის, წესის ან რეგულაციის სხვა დარღვევის გამოძიება, წინამდებარე კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების ან მესამე მხარის უფლებების გამოძიებისთვის ან ნებისმიერი საეჭვო ქცევის გამოსაძიებლად, რომელიც ჩვენ არასათანადოდ მიგვაჩნია. |
რა საფუძვლებით არ იყენებს ან ავრცელებს შპს “ინოთიმი” პერსონალურ ინფორმაციას
თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ ის საშუალებები, რომლითაც შპს “ინოთიმი” არ იყენებს ან არ ავრცელებს პირად ინფორმაციას. – შპს “ინოთიმი” არ ასაჯაროებს ფინანსურ ან საგადახდო ინფორმაციას. – შპს “ინოთიმი” დაუშებლად მიიჩნევს ძირითად ვებ-საიტზე განხორციელებული აქტივობების შენახვასა და გამოყენებას. შპს “ინოთიმი” მხოლოდ ინახავს ინფორმაციას შპს “ინოთიმი” ვებ საიტზე თქვენი ვიზიტის თაობაზე იმ მიზნ(ებ)ისთვის, რომლებიც ზევით უკვე განვიხილეთ. იქ, სადაც შპს “ინოთიმი” უფლებამოსილია მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით ან მონაცემთა დაცვის მოქმედი ხელშეკრულებებით გამოიყენოს პერსონალური მონაცემები მისი შიდა ბიზნეს მიზნებისთვის აგრერირებული და ანონიმური სახით, შპს “ინოთიმი” აცხადებს თანხმობას, რომ მიიღოს გონივრული ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ პერსონალური მონაცემები არ იყოს დაკავშირებული შესაბამის ინდივიდთან (ან, ოჯახთან, სადაც ეს შესაძლებელია), საჯაროდ იღებს ვალდებულებას შეინახოს |
და გამოიყენოს ინფორმაცია მხოლოდ ანონიმურ ფორმაში და არ ცდილობს ინფორმაციის ხელახლა იდენტიფიკაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მისი დეიდენტიფიკაციის პროცესების შესამოწმებლად და ხელშეკრულებით ავალდებულებს ნებისმიერ უფლებამოსილ მიმღებს შეასრულოს ეს ვალდებულებები. |
ინდივიდების უფლებები
ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ წინამდებარე პოლიტიკა ნებისმიერ დროს, ამიტომ გთხოვთ, ხშირად გადახედოთ მას. თუ შპს “ინოთიმი” გადაწყვეტს შეცვალოს დაწესებული კონფიდენციალურობის პრაქტიკა, ჩვენ გამოვაქვეყნებთ შესაბამის ცვლილებებს შპს “ინოთიმი” ვებსაიტებზე და ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელსაც ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რათა ინფორმაციას ფლობდეთ ცვლილებების შესახებ. თქვენ მიერ ამ საიტის უწყვეტი გამოყენება ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ წარმოადგენს თქვენს მიერ ასეთ ცვლილებებზე თანხმობას. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშრებით, ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართია info@innoteam.ge
არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაცია. შპს “ინოთიმი” შეგნებულად არ იღებს, არ ინახავს, იყენებს ან არ გადასცემს 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირის პერსონალურ ინფორმაციას. შპს “ინოთიმი”ს სერვისები და შპს “ინოთიმი” ვებ-საიტები არ არის მიმართული არასრულწლოვანთათვის და თუ თქვენ ფლობთ რაიმე ინფორმაციას არასრულწლოვანის შესახებ, რომელმაც შპს “ინოთიმი” მიაწოდა საკუთარი პერსონალური ინფორმაცია, გთხოვთ, შეგვატყობინოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე info@innoteam.ge დისკრიმინაციის დაუშვებლობა. შპს “ინოთიმი” აცხადებს, რომ ბიზნესი არ განახორციელებს დისკრიმინაციას მომხმარებლების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ კონფიდენციალურობის უფლებების რეალიზაციას. უფლება წვდომაზე. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ შპს “ინოთიმი”სგან თქვენი პერსონალური მონაცემების ასლები. ჩვენ შეიძლება დაგაკისროთ მცირე გადასახადი ამ სერვისისთვის. უფლება მოთხოვნაზე. როგორც მომხმარებელს, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ უფასო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალური მონაცემები იყო შენახული თქვენს შესახებ. თქვენ ასევე გაქვთ უფლება შეასწოროთ არასწორი მონაცემები და შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ან წაშლა. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემთა პორტაბელურობის უფლებით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდა უკანონოდ, შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ შესაბამის სამეთვალყურეო ორგანოში.
მონაცემების წაშლის უფლება. თუ თქვენი მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება მონაცემთა შენახვის კანონიერ ვალდებულებას, თქვენ გაქვთ თქვენი მონაცემების წაშლის უფლება. ჩვენს მიერ შენახული მონაცემები წაიშლება, თუ ის აღარ არის საჭირო მისი დანიშნულებისამებრ და არ არსებობს კანონიერი შენახვის საფუძვლები. თუ წაშლა ვერ განხორციელდება, რადგან მონაცემები საჭიროა დასაშვები სამართლებრივი მიზნებისთვის, მონაცემთა დამუშავება შეიზღუდება. ამ შემთხვევაში მონაცემები დაიბლოკება და არ დამუშავდება სხვა მიზნებისთვის. უფლება, შეზღუდოთ მონაცემების დამუშავება. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ, რომ გარკვეულ პირობებში შპს „ინოთიმი“-მ შეზღუდოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. უფლება, რომ იყოთ წინააღმდეგი დამუშავდეს თქვენი მონაცემები. თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ შპს “ინოთიმი”ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გარკვეული საფუძვლების არსებობისას. მონაცემთა პორტაბელურობის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ, რომ შპს “ინოთიმმა” გადასცეს ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემები სხვა ორგანიზაციას, ან გადმოგცეთ პირდაპირ თქვენ, გარკვეული საფუძვლების არსებობისას. უფლება, განაცხადოთ წინააღმდეგობა. ამ ვებსაიტის მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენონ თავიანთი უფლება გააპროტესტონ მათი პერსონალური მონაცემების დამუშავება. თუ გსურთ შესწორება, დაბლოკვა, წაშლა ან ინფორმაციის მიღება თქვენს შესახებ შენახული პერსონალური მონაცემების შესახებ, ან გაქვთ შეკითხვები თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, |
დამუშავებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით ან გსურთ გააუქმოთ თქვენი თანხმობა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე info@innoteam.ge
|
საკონტაქტო ინფორმაცია
კონფიდენციალობის პოლიტიკის ან პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით მომხმარებლის ნებისმიერი შეკითხვის, თხოვნის შენიშვნის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას შემდეგ საკომუნიკაციო არხებზე: მისამართი ელ-ფოსტა ტელეფონი ვებ-საიტი
|
შპს „ინოთიმი“
პერსონალური მონაცემების დამუშავების შეტყობინება
სარჩევი
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს …………………………………………………………………………………………………….. 9 ჩვენი დაპირება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ………………………………………………………………………………………. 9 როგორ გიცავთ კანონი ………………………………………………………………………………………………………………………………………………. 9 პერსონალური მონაცემების ტიპები, რომლებსაც ვიყენებთ ……………………………………………………………………………………….. 10 წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს ………………………………………………………………………………………. 10 თქვენი უფლებები …………………………………………………………………………………………………………………………………………………… 10 ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს …………………………………………………………………………………………………….. 11 როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიERROR! BOOKMARK NOT DEFINED. პესონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ………………………………………………………… 11 რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ……………………………………………………………………………………………. 11 როგორ გაითხოვოთ თქვენი თანხმობა ……………………………………………………………………………………………………………………… 12 პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილება …………………………………………………………………….. 12 როგორ დაგვიკავშირდეთ ………………………………………………………………………………………………………………………………………… 12 ქუქი-ფაილების გამოყენების ელექტრონული შეტყობინება ………………………………………………………………………………………. 13 ვაკანსიის დადების / გამოცხადების შეტყობინება ……………………………………………………………………………………………………… 13
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს „ინოთიმი“ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, ასევე საკითხებს თუ როგორ გიცავთ კანონი. გაგაცნობთ, რომელ პერსონალურ მონაცემებს აგროვებს კომპანია თქვენ შესახებ, როდესაც ჩვენი კლიენტი ხდებით და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენი დაპირება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ
ჩვენ, შპს „ინოთიმი“ გპირდებით, რომ:
– დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;
– არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
– თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
როგორ გიცავთ კანონი
ჩვენს დაპირებასთან ერთად თქვენს დაცულობას უზრუნველყოფს საქართველოს კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იქნება, მოგაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია. ჩვენ უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურმონაცემებს | ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები: | სამართლებრივი საფუძველი: |
თქვენთან ურთიერთობისთვის | მონაცემთა განახლება, თქვენთვისსაინტერსო პროდუქტებისა და | თქვენი თანხმობა; |
თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად | მომსახურების იდენტიფიცირება დათქვენთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება; პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება; კლიენტების ფოკუს-ჯგუფის განსაზღვრა ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების მიზნით; ჩვენი კანონისმიერი მოვალეობების ეფექტურად შესრულება; | სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება ჩვენი კანონისმიერი ინტერესები ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება |
მარკეტინგული აქტივობებისშესამუშავებლად და განსახორციელებლად. | ||
იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენკლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას. | ||
პროდუქტების და მომსახურებისგაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად; | ||
ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთანდაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად; | ||
ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა დამომსახურების განსავითარებლად/ სამართავად; პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად |
პერსონალური მონაცემების ტიპები, რომლებსაც ვიყენებთ
საკონტაქტო, სოციოდემოგრაფიული, ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები, სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული, დოკუმენტური, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მათ შორის, ბიომეტრიული)
წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
– როდესაც იყენებთ ჩვენ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს;
– გვესაუბრებით ტელეფონით ან განახორციელებთ ვიზიტს ჩვენს ოფისში;
– იყენებთ ჩვენს საიტს და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს
– გვიგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
– როდესაც სამუშაოს ძიების პროცესში, დასაქმების მიზნით წარმოგვიდგენთ დოკუმენტაციას
– როდესაც შრომითი ურთიერთობების პროცესში წარმოგვიდგენთ დოკუმენტაციას (მაგ. პირადობის მოწმობის ასლი, განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რეზიუმე (CV), სარეკომენდაციო წერილები, სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ტესტირების შედეგი, ფოტოსურათი.
– თქვენს მონაცემებს ასევე ვაგროვებთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო და სამეწარმეო რეესტრი, სხვა საჯარო ორგანიზაციები.
თქვენი უფლებები
თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
– რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ;
– რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი;
– რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
– როგორ მუშავდებოდა თქვენი მონაცემები;
– ვისთვის მოხდა თქვენი მონაცემების გაზიარება;
– მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, იმ მონაცემების ასლი, რომელსაც ვამუშავებთ.
თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემის ცვლილება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ის არის არასრული, არაზუსტი, მოძველებული ან უკანონო
გზით მოპოვებული. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა არ მოგვცეს უფლება დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
როცა ჩვენი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:
– ვებ-ინსტრუმენტების დიზაინი, მიმდინარე საექსპლუატაციო მომსახურება; – IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის (მაგ., „cloud“) სერვისები;
– იურიდიული, აუდიტორული, მარკეტინგული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები, შრომის უსაფრთხოების კომპანია, მარკეტინგული კომპანია, IT კომპანიები და სხვ.;
– თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენცია, რასაც ახორციელებენ სპეციალიზებული კომპანიები;
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თქვენს მონაცემებს მესამე მხარეებს ვუზიარებთ, ყველა ზომას ვიღებთ, რომ მათი დაცულობა უზრუნველვყოთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის
თქვენს პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვისაც ვიყენებთ – აღნიშნული ინფორმაცია გვჭირდება იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია.
თქვენს მონაცემებს ვაგროვებთ იმ ინფორმაციიდან, რასაც თავად გვიზიარებთ, ასევე, იმ წყაროებიდან, რომლებზეც ხელი მიგვიწვდება, როდესაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობთ. თქვენს მონაცემებს შევისწავლით იმისათვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. ასეთი ფორმით ვიღებთ გადაწყვეტილებას , რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიზიარებთ მარკეტინგულ ინფორმაციას, როცა გვაქვს თქვენი თანხმობა ან/და ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული ინფორმაციის მოწოდების შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და მაქსიმუმ 5 დღეში შევწყვეტთ თქვენი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და ინტერესები, რის გამოც თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის შემოთავაზებულ პროდუქტებისა და მომსახურებების პირობებში კომპანიის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების, შრომითი ურთიერთობის დასრულების შემდეგ 3 (სამი) წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
– კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
– დავასაბუთოთ, რომ სამართლიანად გექცევით
– მონაცემები საჭიროა შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დასადგენად
– საქმე ეხება ვაკანსიაზე განმცხადებლის/კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვას მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. მაგალითად, პირი თანახმაა მისი მონაცემები ინახებოდეს რეზერვში;
– განვახორციელოთ საქმისწარმოება ჩვენთვის დაწესებული რეგულაციების მიხედვით შესაძლებელია, თქვენი მონაცემები 3 (სამი) წელზე მეტი ხნით შევინახოთ, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი საფუძვლების გამო.
როგორ გაითხოვოთ თქვენი თანხმობა
თანხმობის გათხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
დაგვიკავშირდით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
გამოთხოვის უფლება მაშინ არის შესაძლებელი ( ან რელევანტური) როცა დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა.
თანხმობის გათხოვის შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად.
როგორ დაგვიკავშირდეთ
თუ გექნებათ კითხვები პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მათი დამუშავების შესახებ, ან ჩვენს საერთო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ რომელიმე ქვემოთ მითითებული შესაძლებლობა:
დაგვიკავშირდით Email-ზე ან/და ტელეფონზე (სამუშაო საათებში).
შპს „ინოთიმი“
საიდენტიფიკაციო კოდი: 439394264
იურიდიული მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, სულხან ცინცაძის ქ., №12, სადარბაზო №15, სართული №3, ბლოკი X, ბინა №15-02
ჩვენს შესახებ მეტი იხ. ვებგვერდზე:
ტელ: +995 032 230 93 01
Email: info@innoteam.ge
ქუქი-ფაილების გამოყენების ელექტრონული შეტყობინება
შპს „ინოთიმი“ იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო გამოცდილების მიღება ჩვენს საიტზე. ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ფუნქციონალური და ანალიტიკური მიზნებისთვის, რაც გვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ გამოიყენება ჩვენი ვებ-საიტი და როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ გამოცდილება. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი შეხედულები (პრეფერენციები) „ქუქის პრეფერენციების“ ღილაკზე დაწკაპუნებით. დათანხმება ზოგადი კონფიდენციალურობის შეტყობინებაზე & ძირითად კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე
ყველაფრის უარყოფა
მონაცემთა დამუშავების შეტყობინება / პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა |
ვაკანსიის დადების / გამოცხადების შეტყობინება
შპს „ინოთიმი“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანია “ინოთიმმა” შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hr@innoteam.ge, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 032 2 309 301.
|