რატომ ვითარდება ვაგინალური კანდიდოზი და რა იწვევს მის განმეორებას?

innoteam - ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული კომპანია რატომ ვითარდება ვაგინალური კანდიდოზი და რა იწვევს მის განმეორებას? – გვესაუბრება გინეკოლოგი – ხათუნა კერესელიძე

1. რატომ ვითარდება ვაგინალური კანდიდოზი და რა იწვევს მის განმეორებას?

ვაგინალური მიკროფლორის დარღვევის გამო ხშირად ვითარდება ვაგინალური კანდიდოზი. კანდიდა (სოკო) აქტიურდება მაშინ, როდესაც ირღვევა საშოში არსებული (როგორც საჭირო, ისე „ცუდი“) ბაქტერიების ბალანსი. ეს ხდება ძირითადად ანტიბიოტიკების მიღების, სტრესის, ჰორმონალური დისბალანსის, იმუნიტეტის დაქვეითების გამო. ყოველივე ამის გამო სოკო აქტიურდება, სწრაფად მრავლდება.

ჰორმონალურ დარღვევებში მოიაზრება: ორსულობა, მენსტრუაციის წინა პერიოდი, ჰორმონალური კონტრაცეფცია, შაქრიანი დიაბეტი. იმუნიტეტის დაქვეითება გულისხმობს: ქრონიკულ სტრესს, უძილობას, ქრონიკულ დაავადებებს, ნაწლავურ პრობლემებს. ასევე მნიშვნელოვანია ჰიგიენის სწორი დაცვა, ვაგინალური დუშის სწორი გამოყენება, არომატიზირებული საპნების, ინტიმ-გელების, ხელოვნური მასალის თეთრეულის გამოყენების შეზღუდვა.

2. რა სიმპტომები არის დამახასიათებელი ვაგინალური კანდიდოზისთვის?

ვაგინალური კანდიდოზისთვის ძირითადი დამახასიათებელი სიმპტომებია: წვა, ქავილი-როგორც საშოში, ასევე გარეთა სასქესო ორგანოებზე, მსუბუქი სუნიანი ხაჭოსებრი ან კრემის მაგვარი თეთრი გამონადენი, დისკომფორტი სქესობრივი ცხოვრებისას, სიმშრალე, შარდვისას წვა, კანის გაღიზიანებულ არეებში.

3. რამდენად ხშირია ვაგინალური კანდიდოზი ორსულობის დროს და არის თუ არა იგი საშიში?

ორსულობის დროს 2-3-ჯერ უფრო ხშირია ვაგინაალური კანდიდოზის შემთხვევები ვიდრე არაორსულებში. ეს გამოწვეულია ძირითადად ესტროგენის მაღალი დონით, ფლორის და იმუნიტეტის ცვლილებით. ორსულთათვის ვაგინალური კანდიდოზი საშიში არაა. არ იწვევს ნაადრევ მშობიარობას, სისხლდენას, პათოლოგიურ მშობიარობას. ასევე არ მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე.. სასურველია ბუნებრივი მშობიარობის დროს ნაყოფმა გაიაროს სუფთა სანაყოფე გზებში.

4. რომელი მკურნალობაა ყველაზე ეფექტური ვაგინალური კანდიდოზის დროს?

მნიშვნელოვანია ვაგიალური კანდიდოზის მკურნალობისთვის სწორედ იყოს შერჩეული სამკურნალო პრეპარატები. პრეპარატები არ უნდა იწვევდნენ მიკროფლორის დარღვევას და რეზისტენტულ შტამებს. განსაკუთრების ორსულთათვის სასურველია შეირჩეს ადგილობრივი  (ვაგინალური) მკურნალობა კრემისა და სანთლის სახით, თუნდაც მხოლოდ მცირე სიმპტომები იყოს გამოვლენილი. ასეთ შემთხვევებში მისაღებია ბიგუანელას ერთი დოზის ერთჯერადი გამოყენება, რომელიც შემაწუხებელი სიმპტომების სწრაფად მოხსნესთან ერთად, არ იწვევს მიკროფლორის დარღვევასა და რეზისტენტული შტამების ჩამოყალიბებას.

5. რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ კანდიდოზის განმეორება? 

ვაგინალური კანდიდოზის ხშირი რეციდივების აცილების მიზნით საჭიროა სწორი ჰიგიენის დაცვა, ვაგინალური ფლორის დაცვა, ჰორმონალური ბალანსის მოწესრიგება, სწორი კვება (შემცირდეს შაქარი, საფუარი, ალკოჰოლი), ანტიბიოტიკების სწორი გამოყენება, სტრესის მართვა, ძილის მოწესრიგება, იმუნიტეტის გაძლიერება.

ბიგუანელა

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:

ახალგაზრდობის ჰორმონის როლი, ეფექტები და მნიშვნელობა - მაკა გეგეჭკორი

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლი ორგანიზმში

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ზურაბ მარშანია საუბრობს ანდროპაუზის შესახებ

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,