ლაქტაცია და ვაგინალური სიმშრალე
რა კავშირია ლაქტაციასა და ვაგინალურ სიმშრალეს შორის? – ამ საკითხზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი – სოფო ბაბუხადია
რა კავშირია ლაქტაციასა და ვაგინალურ სიმშრალეს შორის?
ვაგინალური სიმშრალე შეიძლება წარმოიშვას რიგი მიზეზების გამო, როგორიცაა: ქალის კლიმაქსური მდგომარეობა, ოპერაციული ჩარევები, ზოგიერთი მედიკამენტი, ონკოლოგიური დაავადება და ასევე ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი! განსაკუთრებით უსიამოვნო და რთულად ასატანია ვაგინალური სიმშრალე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდისათვის, ვაგინალური სიმშრალის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ესტროგენების ნაკლებობა ქალის ორგანიზმში, ლაქტაციის პერიოდში კი ქალის ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობაა, ამ პერიოდისათვის ქალის ორგანიზმში შეფერხებულია როგორც მენსტრუალური ციკლი ასევე ოვულაცია საკვერცხეში, ეს კი თავის მხრივ ესტროგენების ნაკლებობას განაპირობებს და ვაგინალურ სიმშრალეს იწვევს
ლაქტაციის დროს ყველა ქალს უვითარდება ვაგინალური სიმშრალე?
ლაქტაციის დროს ყველა ქალს არ უვითარდრბა ვაგინალური სიმშრალე. ლოგინობის ხანის დასრულებისას, ქალთა 40-45% -ს აღუდგება მესტრუალური ციკლის რეგულარული ხასიათი, რაც თავის მხრივ საკვერცხეში ოვულაციის აღდგენას და ესტროგენების დონის ნორმალიზებას განაპირობებს, აქედან გამომდინარე ქალის ვაგინალური სიმშრალეც ამგვარ მეძუძურ ქალბატონებში არ ვითარდება.
რა სიმპტომები შეიძლება აღენიშნებოდეს ამ დროს მეძუძურ დედას?
მეძუძური დედები ისევე როგორც სხვა ქალბატონები ვაგინალური სიმშრალისას აღნიშნავენ შემდეგ ჩივილებს: უსიამოვნო შეგრძნება საშოში, წვა სასქესო ბაგეების ირგვლივ, ქავილი როვორც საშოში ასევე დიდი და მცირე სასირცხო ბაგეების მიმდებარედ, დისკომფორტი და მცირე სისხლიანი გამონადენი, გაძნელებული და მტკივნეული სექსუალური კავშირი, ხშირი შარდვა და მათ შორის გახშირებული თანდართული ინფექციები შარდ-სასქესო სისტემის.
როგორ ხდება ლაქტაციის დროს განვითარებული ვაგინალური სიმშრალის მართვა?
ვაგინალური სიშრალის მართვა ლაქტაციისას შესაძლებელია ისეთი ინოვაციური პრეპარატის დახმარებით როგორიცაა ჰიალოგინი როგორც სანთლის ასევე ვაგინალური გელის სახით, იგი იოლად აღადგენს საშოს ატროფიულ ლორწოვანს, მიკრო ნახეთქებს, ატენიანებს მას და უბრუნებს ელასტიურობას, უსაფრთხოა როგორც ხანმოკლე ისე ხანგრძლივი გამოყენებისთვის.

თემასთან დაკავშირებული ბლოგები: