ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ენდოკრინული ჯირკვალია, რომელიც ჩვეულებრივ მდებარეობს კისრის ქვედა წინა ნაწილში. ფარისებრი ჯირკვლის მთავარი ფუნქციაა ფარისებრი ჰორმონების გამომუშავება, რომლებიც სისხლში ხვდებიან და შემდეგ სხეულის ყველა ქსოვილამდე მიეწოდება.
ფარისებრი ჰორმონები ეხმარება ორგანიზმს ენერგიის გამოყენებაში, მეტაბოლიზმის კონტროლში, სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს ტვინის, გულის, კუნთებისა და სხვა ორგანოების სწორ ფუნქციონირებას.
2. რაიწვევსჰიპოთირეოზს?
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ფარისებრმა ჯირკვალმა შესაძლოა საკმარისი ჰორმონები ვერ გამოიმუშაოს:
აუტოიმუნურიდაავადებები – ორგანიზმი შეცდომით უტევს საკუთარ ფარისებრ ჯირკვალს. ეს უფრო ხშირად ქალებში ხდება და შეიძლება განვითარდეს ნელა ან უეცრად. (მაგალითად: ჰაშიმოტოს თირეოიდიტი ან ატროფიული თირეოიდიტი)
რადიაციულიმკურნალობა – ზოგ ადამიანს უტარდება რადიოაქტიური იოდი ან სხივური თერაპია ფარისებრის პრობლემების, კიბოს ან სხვა მდგომარეობების დროს, რაც შეიძლება აზიანებდეს ჯირკვალს.
დაბადებიდანარამუშაფარისებრიჯირკვალი – ზოგი ბავშვი იბადება ფარისებრის გარეშე ან არასრულად განვითარებული ჯირკვლით.
თირეოიდიტი – ფარისებრი ჯირკვლის ანთება. თავდაპირველად შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონების ჭარბი გამოყოფა, ხოლო მოგვიანებით მათი დაქვეითება.
მედიკამენტები – ზოგი პრეპარატი, როგორიცაა ლითიუმი, ამიოდარონი ან გარკვეული ონკოლოგიური წამლები, შეიძლება ზემოქმედებდეს ფარისებრის ფუნქციაზე.
ჰიპოფიზისდაზიანება – ჰიპოფიზი „მართავს“ ფარისებრს. თუ ის დაზიანებულია, ფარისებრი ვერ იღებს სწორ სიგნალებს.
3. რასიმპტომებიაქვს ჰიპოთირეოზს?
თუ ფარისებრი ჰორმონების დონე დაბალია, ორგანიზმის პროცესები ნელდება. შესაძლოა გამოვლინდეს: ▪️ სიცივის შეგრძნება ▪️ დაღლილობა ▪️ კანის სიმშრალე ▪️ ყაბზობა ▪️ განწყობის ცვლილებები ან დეპრესიული ფონი. ▪️ მეხსიერების გაუარესება. ყველა ადამიანს არ აღენიშნება ყველა ეს სიმპტომი და მსგავსი ნიშნები სხვა ჯანმრთელობის პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოს. სისხლის ანალიზი ერთადერთი გზაა იმის დასადგენად, ნამდვილად გაქვთ თუ არა ჰიპოთირეოზი.
4. როგორხდება ჰიპოთირეოზისდიაგნოზტირება?
ექიმები ძირითადად იყენებენ სისხლის ორ ძირითად ანალიზს:
TSH ტესტი– TSH არის ჰორმონი, რომელსაც ჰიპოფიზი გამოყოფს და ფარისებრ ჯირკვალს „ეუბნება“, რომ იმუშაოს. თუ ფარისებრი საკმარის ჰორმონს ვერ გამოიმუშავებს, TSH-ის დონე იმატებს. თუმცა, თუ ჰიპოფიზი დაზიანებულია, ეს ტესტი შესაძლოა სანდო არ იყოს.
თავისუფალი FT4 ტესტი– ეს ანალიზი ზომავს იმ ფარისებრი ჰორმონის რაოდენობას სისხლში, რომელსაც ორგანიზმი რეალურად იყენებს.
5. როგორ ხდება ჰიპოთირეოზის მართვა?
ზოგ ადამიანს ესაჭიროება ჰორმონოთერაპია, ზოგ შემთხვევაში კი არაჰორმონალური საშუალებებითაც შესაძლებელია მისი მართვა.
„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,