რა არის ვულვოვაგინიტი?

innoteam - ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული კომპანია  რა არის ვულვოვაგინიტი და რა უწყობს ხელს მის განვითარებას? – გვესაუბრება ექიმი, მეან-გინეკოლოგი – მაკა ცეკვავა

რა არის ვულვოვაგინიტი?

ვულვოვაგინიტი არის ვულვის და საშოს ლორწოვანი გარსის ანთება. ვულვოვაგინიტი ხშირად გვხვდება გოგონებში, რეპროდუქციული ასაკის და კლიმაქტერულ ასაკში მყოფ ქალბატონებში.

რა სიმპტომები არის დამახასიათებელი ვულვოვაგინიტისთვის?

ვულვოვაგინიტისთვის დამახასიათებელი ძირითადი ჩივილებია:
გამონადენი სასქესო ორგანოებიდან (უსუნო ან მძაფრი, სპეციფიკური სუნით)
ჰიპერემია, შეშუპება, წვისა და ქავილის შეგრძნება, ტკივილი და დისკომფორტი შარდვის დროს…

რა უწყობს ხელს ვულვოვაგინიტის განვითარებას?

ვულვოვაგინიტის განვითარების განმაპირობებელი ფაქტორები შესაძლოა იყოს:
• ჰიგიენის პირობების დარღვევა
• იმუნიტეტის დაქვეითება
• ქრონიკული დაავადებებისა და ჰორმონალური დარღვევების ფონი
• მექანიკური ფაქტორები (საშოში უცხო სხეულის შეყვანა, მასტურბაცია და ა.შ.)
• ალერგიული რეაქცია…
ვულვოვაგინიტის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს: ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, შერეული მიკროფლორა, ან ჰელმინთოზი (ჭიების არსებობა) დაუზუსტებელი.

რა არის გასათვალისწინებელი ვულვოვაგინიტის მკურნალობაში?

მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისას გასათვალისწინებელია სწორად დასმული დიაგნოზი, გამომწვევის იდენტიფიცირება, ინდივიდუალური მიდგომა (პაციენტის ასასკის, მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინება) და რაც მთავარია, მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს სიმპტომების სწრაფ კუპირებას. შერჩეული სამკურნალო საშუალება უნდა იყოს ეფექტური, უსაფრთხო და არ იწვევდეს ჯანსაღი ფლორის განადგურებას. მსგავსი მახასიათებლები გააჩნია ბიგუანელას ვაგინალურ ხსნარს, რომელიც გარდა უფექტურობისა, ასევე გამოყენების კომფორტულობითაც გამოიჩევა. კომბინირებულ თერაპიაში ვუვლოვაგინიტისთვის დამახასიათებელი შემაწუხებელი სიმპტომების სწრაფად კუპირება შესაძლებელია ბიგუანელას ერთი დოზის ერთჯერადი გამოყენებით.

ბიგუანელა

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:

ახალგაზრდობის ჰორმონის როლი, ეფექტები და მნიშვნელობა - მაკა გეგეჭკორი

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლი ორგანიზმში

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ზურაბ მარშანია საუბრობს ანდროპაუზის შესახებ

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,