fbpx

რა არის ვარიკოცელე და როგორ გავაუმჯობესოთ სპერმის ხარისხი ვარიკოცელექტომიის შემდგომ?

innoteam - ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული კომპანიაროგორ გავაუმჯობესოთ სპერმის ხარისხი ვარიკოცელექტომიის შემდგომ? – გვესაუბრება უროლოგი, მედიცინის დოქტორი – სორთმან ჯაფარიძე

რა არის ვარიკოცელე და რა იწვევს მის განვითარებას?

ვარიკოცელე არის სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ის გვხვდება მამრობითი სქესის მოსახლეობის თითქმის 15%-ში, მამაკაცების 25%-ში სპერმოგრამის პათოლოგიური პარამეტრებით და მამაკაცების 35-40%-ში, რომლებსაც აღენიშნებათ უნაყოფობა. ვარიკოცელე უმეტესად ვლინდება სქესობრივი მომწიფების ასაკიდან.

უპირატესად გვხვდება მარცხენამხრივი ვარიკოცელე; 7-დან 17 %-მდე შესალოა იყოს ორმხრივი. ეს ძირითადად განპირობებულია მარცხენა სათესლე ვენის თირკმლის ვენასთან შეერთების კუთხის ანატომიური თავისებურებით. არსებობს ვარიკოცელეს გავითარების გენეტიკური განწყობაც; ხშირად – მძიმე ფიზიკური დატვირთვა.

რა სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს ვარიკოცელეს?

ვარიკოცელეს ახასიათებს ისეთი კლინიკური გამოვლინებები, რასაც, სამწუხაროდ ხშირად ყურადღებას ნაკლებად აქცევენ; ყრუ ხასიათის ტკივილი, სიმძიმის, დაჭიმულობის, დაქაჩვის, შემაწუხებელი დისკომფორტის შეგრძნება სათესლე ჯირკვლისა და საზარდულის არეში; განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის, ვარჯიშის, დიდხანს ფეხზე დგომის, ჯდომისას.

რა გავლენას ახდენს ვარიკოცელე მამაკაცის ნაყოფიერების მაჩვენებელზე?

ვარიკოცელე სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას არ განეკუთვნება; თუმცა ტკივილის, დისკომფორტისა და ზემოაღნიშნული ჩივილების გარდა იწვევს ისეთ სერიოზულ გართულებებს როგორიც არის მამაკაცის უნაყოფობა. ვარიკოცელეს დროს ირღვევა სათესლე ჯირკვლის სისხლის მიმოქცევა, ამ არეში იზრდება ტემპერატურა, რაც, მიუხედავად უმეტეს შემთხვევაში მარცხენამხრივი ვარიკოცელისა, იწვევს ორივე სათესლე ჯირკვლის ფუნქციის მოშლას. აღნიშნული ცვლილებები იწვევს   სპერმატოზოიდების რაოდენობის მემცირებას, მათი მოძრაობისა და მორფოლოგიის გაუარესებას.

რას გვეტყვით დაავადების მკურნალობაზე?

ვარიკოცელეს მკურნალობის ძირითადი ჩვენებებია სათესლე ჯირკვლის მნიშვნელოვანი ჰიპოტროფია, ტკივილი, სათესლე ჯირკვლის პარამეტრების ცვლილება, სპერმოგრამის დარღვევები, მამაკაცის უნაყოფობა.

ოპერაციული მკურნალობისას ნაჩვენებია ჩატარდეს მიკროქირურგიული სუბინგვინალური ან ინგვინალური ვარიკოცელექტომია.

 

რამდენედ რეკომენდებულია ვარიკოცელექტომიის შემდგომ სპერმის ხარისხის გასუმჯობესებლად დამხმარე მკურნალობის ჩატარება?

პოსტოპერაციულად, რეკომენდებულია პაციენტს ჩაუტარდეს სპერმის ხარისხის გასაუმჯობესებელი დამხმარე თერაპია. სასურველია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელთაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტური მოქმედება და დადებითი გავლენა აქვთ სპერმატოგენეზზე, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მიო-ინოზიტოლისა, ალფა-ლაქტალბუმინისა და N-აცეტილცისტეინის შემცველი საკვები დანამატების როლი. გარდა ამისა, რეაბილიტაციის პერიოდში პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვაზე.

innoteam - ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული კომპანია

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:

მაკა გეგეჭკორი

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლი ორგანიზმში

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ზურაბ მარშანია

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,