საკვერცხეების პოლიკისტოზი მოზარდობის ასაკიდან მენოპაუზამდე

საკვერცხეების პოლიკისტოზი მოზარდობის ასაკიდან მენოპაუზამდე

  • innoteam
  • ოთხშაბათი, der 16. დეკემბერი 2020
  • ბლოგი
  • გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: საკვერცხეების პოლიკისტოზი მოზარდობის ასაკიდან მენოპაუზამდე
რა სიმპტომები ახასიათებს საკვერცხეების პოლიკისტოზს, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს და როგორია მკურნალობის თანამედროვე ხედვა? აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი ლალი ფხალაძე.
საკვერცხეების პოლიკისტოზი, იგივე პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი არის დაავადება, რომელიც ხშირად თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ის შემდგომში ქალის უნაყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს. რა სიმპტომები ახასიათებს ამ პათოლოგიას, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს და როგორია მკურნალობის თანამედროვე ხედვა? აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი ლალი ფხალაძე − მედიცინის დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი.
-ქალბატონო ლალი, რეპროდუქციული სისტემის რა სახის დარღვევები აღინიშნება მოზარდ გოგონებში ყველაზე ხშირად?
მოზარდობის ასაკი მნიშვნელოვანი ეტაპია ქალის ცხოვრებაში, რადგან ამ დროს ფუნქციონირებას იწყებს რეპროდუქციული სისტემა, რომელიც ემსახურება შთამომავლობის გაგრძელებას. აღნიშნული პერიოდის გარდამტეხი მოვლენა არის მენარხე − პირველი მენსტრუაცია, რომელიც ერთგვარად ასრულებს გოგონას სქესობრივ მომწიფებას.
მენარხედან პირველი ერთი წლის განმავლობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარკვეულ გადახრებს: მენსტრუაციის დაგვიანებას, გამოტოვებას, ან ხანმოკლე ინტერვალით დაწყებას. ეს დაკავშირებულია რეპროდუქციული სისტემის უმწიფრობასთან და ფიზიოლოგიურ მდგომარეობად შეიძლება ჩაითვალოს. დარღვევებზე მიუთითებს 15 წლის ასაკისთვის მენსტრუაციის არარსებობა, თუ სარძევე ჯირკვლების განვითარებიდან გასულია 3 წელზე მეტი. პათოლოგიად განიხილება პირველი მენსტრუაციის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ მენსტრუაციათა შორის 21 დღეზე ნაკლები და 35 დღეზე მეტი ინტერვალების არსებობა.
ზოგადად, რეპროდუქციული სისტემის დარღვევის პირველი კლინიკური ნიშნები ხშირად სწორედ მოზარდობის ასაკში იჩენს თავს. ესენია: არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი, მტკივნეული მენსტრუაცია, ჭარბთმიანობა, აკნე, სიმსუქნე, კანზე ვარდისფერი სტრიების-დაჭიმულობის ხაზების გაჩენა. ყოველივე ეს საყურადღებოა და საჭიროებს სათანადო შეფასებას.
-რა იწვევს საკვერცხეების პოლიკისტოზის განვითარებას?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი სიხშირე სხვადასხვა პოპულაციაში 6%-დან 26%-მდე მერყეობს. მაღალია გავრცელება ქართველებში.
საკვერცხეების პოლიკისტოზი არის გენეტიკურად განპირობებული მულტიფაქტორული პათოლოგია, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა, რის ფონზეც დაავადების განვითარებას ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორი: არასწორი კვება, მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფზე სხვადასხვა არახელსაყრელი აგენტების ზემოქმედება, სტრესული გარემო და ა.შ.
საკვერცხეების პოლოკისტოზს ხშირად ახლავს ჰიპერინსულინემია/ინსულინრეზისტენტობა. ამის გამო პაციენტების უმრავლესობას აქვს ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრობლემა, რაც თავის მხრივ ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას.
-რა სიმპტომები ახასიათებს საკვერცხეების პოლიკისტოზს?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის კლინიკური ნიშნებია: მენსტრუაციული ციკლის დარღვევა-მენსტრუაციის დაგვიანება, გამოტოვება, იშვიათია ხშირი მენსტრუაცია, ჭარბთმიანობა, აკნე, ჭარბი წონა, ე.წ. ვისცერალური სიმსუქნე, როდესაც ცხიმოვანი ქსოვილი უპირატესად სხეულის ზედა ნაწილზე − მუცლის არეშია გადანაწილებული. დაავადებისათვის დამახასიათებელი ჰიპერინსულინემია და ინსულინრეზისტენტობა კლინიკურად ვლინდება ბარძაყების შიდა ზედაპირზე, კანის მუქი შეფერილობით − ე.წ. შავი აკანტოზით.
პოლიცისტური საკვერცხეების მნიშვნელოვანი სიმპტომია ანოვულაცია. ამ დროს არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და ეს იწვევს უშვილობას. ექოსკოპიურად, საკვერცხეების მოცულობა მომატებულია, კაფსულა გასქელებულია, მათში აღინიშნება მრავლობითი ცისტური ჩანართები.
 რა ტიპის რისკის წინაშე არიან არანამკურნალები პაციენტები საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს, როგორც მოზარდობის, ასევე რეპროდუქციულ და პოსტმენოპაუზურ პერიოდებში?
მოზარდობის ასაკი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე პერიოდია გოგონებისათვის ფსიქო-ემოციური განვითარების თვალსაზრისით, ამიტომ პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის კლინიკური ნიშნები − ჭარბთმიანობა, აკნე და სიმსუქნე შესაძლოა გახდეს დაბალი თვითშეფასებისა და მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი.
გოგონები, რომლებიც არ იტარებენ მკურნალობას საკვერცხეების პოლიკისტოზის გამო, არიან რისკის წინაშე, რომ მათ რეპროდუქციულ ასაკში ექნებათ დაორსულების პრობლემა. ანოვულაციით განპირობებული უშვილობის 80% საკვერცხეების პოლიკისტოზთან არის დაკავშირებული.
საკვერცხეების პოლიკისტოზის მქონე პაციენტებში ორსულობის დროს ხშირია გართულებები − ორსულობის თვითნებური შეწყვეტა, არტერიული წნევის ციფრების ზრდა, ორსულთა დიაბეტი, ნაადრევი მშობიარობა და ა.შ.
საკვერცხეების პოლიკისტოზის ერთ-ერთი გართულებაა მეტაბოლური სინდრომი, რაც ხშირად ვითარდება გვიან რეპროდუქციულ ასაკში და კლიმაქსურ პერიოდში. შესაძლებელია ახალგაზრდა ასაკში განვითარებაც. მეტაბოლური სინდრომი მოიცავს არტერიული წნევის ციფრების ზრდას, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, ლიპიდური ცვლის დარღვევას, ვისცერალურ სიმსუქნეს.
კლიმაქსურ პერიოდში მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის (საშვილოსნოს შიდა გარსის გასქელება) და კარცინომის განვითარების რისკი.
-რა მეთოდები გამოიყენება საკვერცხეების პოლიკისტოზის სამკურნალოდ?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მკურნალობის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ჩივილებზე, რეპროდუქციულ გეგმებზე, ანუ სურს თუ არა ქალს ორსულობა მოცემულ ეტაპზე.
მკურნალობის მთავარი მეთოდი არის ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვა, რაც მოიცავს სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, ძილის რეჟიმის მოწესრიგებას. ძალიან მნიშვნელოვანია წონის კორექცია.
მენსტრუაციული ციკლის დასარეგულირებლად, ჭარბთმიანობის, აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, ანტიანდროგენული პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა მექანიზმით აქვეითებენ ანდროგენების დონეს სისხლში. ეს მედიკამენტები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს მოზარდ გოგონებში, მით უფრო მაშინ, როდესაც პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოზი მკაფიოდ არაა ჩამოყალიბებული.
წონის კორექცია და მეტაბოლიზმის მოწესრიგება მნიშვნელოვანია საკვერცხეების პოლიკისტოზის მკურნალობის თვალსაზრისით, რადგანაც პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება ჰიპერინსულინემია/ინსულინრეზისტენტობა. ასეთ დროს ინიშნება ე.წ. ინსულინსენსიტაიზერები − მეტფორმინი, რომელიც ზრდის რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მოწერიგებას. თუმცა მის გამოყენებას აქვს გარკვეული შეზღუდვები გვერდითი ეფექტების გამო.
საკვერცხეების პოლიკისტოზის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. მედიკამენტების შერჩევის დროს, ეფექტიანობასთან ერთად, ძალზე მნიშვნელოვანია პრეპარატის გვერდითი მოვლენებისა და უსაფრთხოების გათვალისწინება, განსაკუთრებით მოზარდ გოგონებში.
უშვილობის დროს ოვულაციის სტიმულაციის მიზნით, ინიშნება ანტიესტროგენები, გონადოტროპინები. მკურნალობის შედეგის არარსებობისას, მოგვიანებით შეიძლება განხილული იქნას ლაპაროსკოპია და საკვერცხეების დრილინგი, ინ-ვიტრო განაყოფიერება.
-რა სიახლეებია საკვერცხეების პოლიკისტოზის მკურნალობაში?
საკვერცხეების პოლიკისტოზის მკურნალობის სქემებში სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება მიო- და დი-ქირო-ინოზიტოლები. ინოზიტოლი არის ბუნებრივი ნივთიერება, მიეკუთვნება B ვიტამინების ჯგუფს, ორგანიზმში არეგულირებს გლუკოზის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან ცვლას და ჰორმონულ პროფილს, აქვეითებს სისხლში ანდროგენების დონეს, ხელს უწყობს ჭარბთმიანობის და აკნეს შემცირებას, წონაში კლებას, აუმჯობესებს შვილოსნობის ფუნქციას.
-მიოინოზიტოლის რომელ პრეპარატს ანიჭებთ უპირატესობას?
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილია მიო-ინოზიტოლის ბრენდული პრეპარატი „ინოფოლიკის“ სახელწოდებით. „ინოფოლიკი“ არის ნივთიერების ორიგინალური მოლეკულა, დამზადებულია იტალიაში, კომპანია Lo.Li. Pharma-ს მიერ, არ შეიცავს შაქარს და დამატკბობლებს, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი პროფილით, პრაქტიკულად არ ახასიათებს უარყოფითი გვერდითი მოვლენები.
მედიკამენტი ფართოდ ინიშნება პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის სამკურნალოდ დამოუკიდებლად ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, მათ შორის − მოზარდ გოგონებში.
„ინოფოლიკის“ ორი ფორმაა „ინოფოლიკი HP“ და „ინოფოლიკი კომბი HP“. ორივე ფორმულას დამატებული აქვს ალფა-ლაქტალბუმინი, რაც მნიშვნელოვანია ნაწლავური მიკრობიოტას გაუმჯობესების და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის თვალსაზრისით. „ინოფოლიკი კომბი HP“ მეტადაა რეკომენდებული ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს.
ინოფოლიკი კომბი HP –  საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, D-ქირო-ინოზიტოლისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობით.