fbpx

ამნიოცენტეზი

innoteam ფარმაცევტული კომპანიაამნიოცენტეზზე, ამ პროცედურის ჩატარების საჭიროებასა და მოსალოდნელ გართულებებზე, ორსულის მიერ გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი ირინა ნანობაშვილი.

1. რა არის ამნიოცენტეზი?

ამნიოცენტეზი, ეს არის ქრომოსომული ან გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის სანაყოფე სითხის კვლევა. ეს მარტივი ქირურგიული პროცედურაა, რომლის საშუალებითაც ექიმი იღებს სანაყოფე წყლებს და მას დეტალურად სწავლობს. კერძოდ, ციტოგენეტიკური მეთოდით ვლინდება სითხეში არსებული უჯრედების ქრომოსომული ან გენური მუტაციები.

2. რა შემთხვევაში კეთდება ის?

როგორც წესი, ამნიოცენტეზს მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ულტრაბგერითი კვლევის ან სამმაგი ტესტის შემდეგ ექიმი დაეჭვდება ნაყოფის ქრომოსომულ ან გენეტიკურ გადახრებზე. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში:
  • ორსულის ასაკი – 35 წელი და მეტი;
  • ოჯახის ანამნეზში თანდაყოლილი დეფექტების არსებობა;
  • ორსულობის დროს მაღალი რისკის მედიკამენტების გამოყენება;
  • ორსულობაში შაქრიანი დიაბეტის არსებობა;
  • ორსულობის დროს გადატანილი ვირუსული ინფექცია;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს 21, 18, 13 ქრომოსომების ტრისომიებთან ასოცირებული ანომალიები.

3. ორსულობის რა ვადაზე არის სასურველი ამნიოცენტეზის გაკეთება?

ორსულობის 14-16 კვირიდან 20-22 კვირამდე კეთდება ამნიოცენტეზი. მისი ჩატარების ყველაზე ნაადრევი ვადა მე-14 კვირაა. ამ მომენტამდე სანაყოფე წყლებში ჯერ კიდევ არ არის ანალიზის საიმედოობისთვის აუცილებელი უჯრედების რაოდენობა. ექიმებს შეუძლიათ შეისწავლონ ბავშვის ქრომოსომული ნაკრები და დაადგინონ ქრომოსომათა ნაკრებში ანომალია, რომელთაგან ყველაზე გავრცელლებულია დაუნის სინდრომი.

4. როგორ კეთდება ამნიოცენტეზის პროცედურა?

ამნიოცენტეზი მარტივი გენეტიკური პროცედურაა, რომლის წინაც კეთდება ადგილობრივი გაუტკივარება. მანიპულაცია კეთდება გენეტიკოსის მიერ, ულტრაბგერითი კვლევის კონტროლით, რაც პუნქციისთვის ოპტიმალური ადგილის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა. მანიპულაციისთვის საკმარისია 10-15 მლ ამნიონური სითხე.

5. აქვს თუ არა, რაიმე მოსალოდნელი გართულება აღნიშნულ პროცედურას?

ამნიოცენტეზის პროცედურა ტარდება ულტრაბგერითი კვლევის კონტროლით, რაც მანიპულაციის დროს ნაყოფს აზღვევს შეხებისგან. მიუხედავად ამისა, შემთხვევათა 0,5% -1%-ში, კვლევამ შეიძლება ორსულობის შეწყვეტის პროვოცირება ან ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.

6. რა რეკომენდაციები ეძლევა ორსულს ამნიოცენტეზის შემდეგ?

ექიმმა უნდა აღმოუჩინოს ორსულს ინფორმაციული მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ყოფნა, რომ ზედმეტად არ გადაიღალოს.  სასურველია, როგორც პროცედურამდე, ასევე პროცედურის შემდეგაც, ანტიოქსიდანტური და ანტიინფლამაციური მოქმედების მქონე ნივთიერების, ალფა ლიპოის მჟავას გამოყენება. ალფა ლიპოის მჟავა აძლიერებს და იცავს სანაყოფე გარსს ნაადრევი რუპტურისგან. დღესდღეობით ბაზარზე არსებობს ალფა ლიპოის მჟავას შემცველი იტალიური პრეპარატი დავი, რომლის გამოყენების უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს.ექიმის ამოცანაა ასევე, რომ მაქსიმალური ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გაუწიოს ორსულს.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

innoteam ფარმაცევტული კომპანია

დავის ტაბლეტები – საკვები დანამატი, ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმისა და B6-ის შემცველობით.

დავის ვაგინალური კაფსულები ალფა ლიპოის მჟავის შემცველობით.