fbpx

ჭარბი წონა და ორსულობა

innoteam ფარმაცევტული კომპანიაჭარბი წონა და ორსულობა – აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, ნინო თავდგირიძე.

1. ქალბატონო ნინო, რამდენი უნდა მოიმატოს ორსულმა წონაში და როდის შეიძლება ითქვას, რომ ორსულს აქვს ჭარბი წონა?

  • ორსულობაში დასაშვები / რეკომენდებული წონის ნამატი დამოკიდებულია ორსულის საწყის წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე – BMI. ნორმალური BMI-ის შემთხვევაში, ეს არის 11-13 კგ.
  • ორსულთა სიმსუქნე განისაზღვრება მათი სხეულის მასის ინდექსით (BMI), რომელიც აღემატება 30 კგ/მ²-ს.
  • I ხარისხი 30.0-დან 34,9
  • II ხარისხი 35.0-დან
  • III ხარისხი 40.0-ზე მეტი.

2. რა უწყობს ხელს ზედმეტი კოლოგრამების მატებას ორსულებში?

ცხოვრების არაჯანსაღი წესი (არადაბალანსებული კვება, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარი საკვების მიღება, ფიზიკური აქტივობის შემცირება), ასევე მოარული არასწორი შეხედულება, თითქოს ორსულმა ორის ნაცვლად უნდა იკვებოს და რა თქმა უნდა, თანმხლები დაავადებები, რომლებიც იწვევენ მეტაბოლურ დარღვევებს ორგანიზმში.

3. რა საფრთხის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ჭარბი წონა როგორც ნაყოფის, ისე ორსულისათვის?

გართულებების ჩამონათვალი დიდია. ნაყოფის მხრივ ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი ანომალიები (ნერვული მილის დეფექტები, გულის მანკები) ნაყოფის ანტე და ინტრანატალური სიკვდილი, მოცემულ გესტაციურ ვადასთან შედარებით დიდ წონის ნაყოფი – რაც, თავის მხრივ, ზრდის საკეისრო კვეთის ალბათობას (რასაც ლოგინობის ხანის გართულებასთან მივყავართ: ჭრილობის დაინფიცირება, გაზრდილი თრომბოემბოლიზმის რისკი…) ასევე ნაყოფს ემუქრება სიმსუქნისადმი განწყობა მთელი ცხოვრების მანძილზე, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი.

დედის მხრივ ორსულობა შეიძლება გართულდეს: თვითნებითი აბორტით – 17 %, გესტაციური დიაბეტით, გესტაციური ჰიპერტენზიით, ნაადრევი მშობიარობით.

4. რას ურჩევდით ორსულებს წონის შენარჩუნებისა და ზედმეტი კილოგრამების დარეგულირების თვალსაზრისით?

ბედნიერია ყოველი ქალი, ვისაც დაორსულების, დედობის უნარი შესწევს. ორსულობა ეს არ არის ავდმყოფობა, არის ქალის აბსოლიტურად ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ჩადებულია ჩვენს გენეტიკურ კოდში. შესაბამისად, მომავალი დედა პასუხისმგებელია იცხოვროს კიდევ უფრო ჯანსაღად, ვიდრე დაორსულებამდე – თავი შეიკავონ ე.წ. fast food, გაზიანი, ტკბილი სამელებისაგან, ფიზიკურად იყვნენ აქტიურები, სრულფასოვანი ძილი, ნაკლები სტრესული სიტუაციები.

ჭარბწონიან ორსულებში რეკომედებულია მიო-ინოზიტოლით მდიდარი საკვების მიღება (ბურღულეული, მწვანე ბარდა, ციტრუსი). მიო-ინოზიტოლის ნორმალური შემცველობა ორგანიზმში აწესრიგებს და აკონტროლებს ცხიმებისა და შაქრის მეტაბოლიზმს, აქვეითებს ინსულინრეზისტენტობის დონეს, რაც განსაკუთრებითაა ყურადსაღები ჭარბწონიანი ორსულების მართვისას.

როდესაც საკვებით ვერ ხდება ადეკვატური რაოდენობით მიო-ინოზიტოლის მიღება, სასურველია, მისი მიღება მოხდეს საკვები დანამატის სახით, რათა ორსულში ნივთიერებათა ცვლის პროცესები წარიმართოს სწორი მიმართულებით.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

ინოფოლიკი HP – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, ალფა-ლაქტალბუმინისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობით.