ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

ინოთიმი არის ინოვაციაზე დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვაერთიანებთ საერთაშორისო გამოცდილებას, თანამედროვე მედიცინის მიღწევებსა და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, რათა პაციენტებსა და სამედიცინო საზოგადოებას შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის გადაწყვეტილებები.

ჩვენი საქმიანობა მოიცავს ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების, საკვები დანამატებისა და სამედიცინო მასალების იმპორტსა და დისტრიბუციას. „ინოთიმის“ პორტფელი წარმოდგენილია ისეთ მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებში, როგორიცაა მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია, ანდროლოგია და ონკოლოგია.

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბაზრის ლიდერ ინოვაციურ კომპანიებთან, რომელთა პროდუქტები აკმაყოფილებს თანამედროვე მედიცინის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

მისია/მიზანი/ღირებულებები

ჩვენი მისიაა საქართველოში დავამკვიდროთ მრავალი აქტუალური დაავადების სამკურნალო/საპრევენციო ინოვაციური ეფექტური საშუალებები და ამასთანავე, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენი მიზანი კი არის ვიყოთ სანდო, ძლიერი, მდგრადი კომპანია რეგიონში.

“ინოთიმის” ღირებულებებია: ხარისხი, ეთიკა, სტაბილურობა და მუდმივი განვითარება.

კორპორატიული კულტურა

კორპორატიული კულტურა, მისია და ღირებულებები ცალსახად ქმნის წარმატებულ ან წარუმატებელ ბიზნესს.

„ინოთიმის“ წარმატების საფუძველი პროფესიონალთა ძლიერი გუნდია. ჩვენ ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ფასდება პასუხისმგებლობა, განვითარება და გუნდურობა. ვზრუნავთ თანამშრომელთა პროფესიულ ზრდაზე, რადგან გვჯერა — ძლიერი გუნდი ქმნის ძლიერ კომპანიას.

innoteam - ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული კომპანია

სოციალური პასუხისმგებლობა

„ინოთიმი“ აქტიურად არის ჩართული სამედიცინო საზოგადოების განვითარებაში. კომპანია მონაწილეობს სამედიცინო კონფერენციებში, საგანმანათლებლო ინიციატივებსა და პაციენტების სკოლის პროექტებში, რითაც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.