fbpx

ევროპის რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების (ESHRE) კონფერენცია (2023)

27 ივნისს, დანიაში, კოპენჰაგენში, ევროპის რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების (ESHRE) კონფერენციაზე, ერთი სესია მიეძღვნა ინოზიტოლის მნიშვნელობას ქალის უშვილობისა და საკვერცხეების პოლიკისტოზის მართვაში.

სესია წარიმართა ინოზიტოლის შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფის (EGOI- The Experts Group on Inositol in Basic and Clinical Research) ორგანიზებით, სადაც უცხოელ მომხსენებლებთან ერთად საინტერესო ლექციით წარდგა ქართველი ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, EGOI-ის წევრი ლალი ფხალაძე.

სესიას ესწრებოდნენ ფარმაცევტული კომპანია ინოთიმის გუნდის წევრები და ქართველი ექიმები.

ინოთიმის სახელით მადლობას ვუხდით ფარმაცევტულ კომპანია ლოლიფარმას საინტერესო სესიის სპონსორობისთვის. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქართველ ექიმებს დასწრებისა და გამოჩენილი ინტერესისთვის.