კითხვები ჰიალოგინზე

1. რა ჩვენებების დროს გამოიყენება ჰიალოგინი?
ჰიალოგინი გამოიყენება ნებისმიერი წარმოშობის ვაგინალური სიმშრალის-ატროფიის სამკურნალოდ: ორალური კონტრაცებტივების გამოყენება, ლაქტაციის პერიოდი,  მენოპაუზა, ოვარექტომია,  ქიმიო – და სხივური თერაპია…
ამასთანავე, ჰიალოგინის გამოყენება ეფექტურია საშვილოსნოს ყელის ეროზიის, საშოს შიდა ჭრილობებისა და მიკრონახეთქების, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების, დისპარეუნიის (ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს) დროს.
2. ჰიალოგინის გელი და სანთელი ორივე ერთად უნდა გამოვიყენოთ? რომელია მათ შორის უკეთესი?
ჰიალოგინის ორივე ფორმა ეფექტურია, გააჩნია რომელი ფორმის გამოყენება უფრო მეტად კომფორტულია მომხმარებლისთვის.
3. როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მედიკამენტი და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გავაგრძელოთ მკურნალობა?
ჰიალოგინი გამოიყენება 3 დღეში ერთხელ 1 თვის განმავლობაში. ჰიალოგინის ორივე ფორმა არის მკურნალობის 1 თვიანი კურსისთვის სრულიად საკმარისი. განმეორებითი კურსის საჭიროება ინდივიდუალურია. (შეზღუდვა არ არის უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენებაზე)
4. შესაძლებელია თუ არა ჰიალოგინის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე?
აღნიშნული მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე შესაძლებელია.
5. შესაძლებელია თუ არა აღნიშნული მედიკამენტის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში?
აღნიშნული მედიკამენტი უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ამიტომაც შესაძლებელია მისი მიღება ამ დროს.
6. აქვს თუ არა ჰიალოგინს გვერდითი ეფექტები?
აღნიშნულ მედიკამენტზე გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
7. შესაძლებელია თუ არა ჰიალოგინის გამოყენება მესნტრუაციის დროს?
აღნიშნული მედიკამენტის მენსტრუაციის დროს გამოყენება შესაძლებელია.
8. შესაძლებელია თუ არა ჰიალოგინის გამოყენება სხვა ვაგინალურ მედიკამენტებთან ერთად?
ჰიალოგინის გამოყენება სხვა ვაგინალური მოხმარების მედიკამენტებთან ერთად შესაძლებელია, რამდენიმე საათის ინტერვალით.
9. შეიცავს თუ არა ჰიალოგინი ჰორმონს?
ჰიალოგინი არის არაჰორმონალური უსაფრთხო და ეფექტური საშუალება, რომლის შემადგენლობაში შედის დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა – ჰიდეალ-D.
10. რით განსხვავდება ჰიალოგინი სხვა ჰიალურონის მჟავის შემცველი სანთლებისგან?
ჰიალოგინი ერთადერთი მედიკამენტია, რომლის შემადგენლობაშიც შედის დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავას ეთერული ნაერთი – ჰიდეალ-D, რომელსაც განსხვავებით სხვა ჰიალურონის მჟავას შემცველი საშუალებებისაგან, აქვს ლორწოვანზე უფრო მაღალი ადგეზიის უნარი და შესაბამისად მიიღწევა უფრო სწრაფი და ხანგრძლივი ეფექტი.