fbpx

გესტაციური დიაბეტი

innoteam ფარმაცევტული კომპანიაგესტაციური დიაბეტი – გვესაუბრება კლინიკა ლიდერმედის ექიმი ენდოკრინოლოგი, თეა ხუროძე.

1. რა არის გესტაციური დიაბეტი?

გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ქალს, პირველად ორსულობის მე-2 ან მე-3 ტრიმესტრში, უვითარდება ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, მომატებულია გლუკოზის დონე სისხლში, რაც უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

მშობიარობის შემდეგ გლუკოზის ცვლა ჩვეულებრივ ნორმას უბრუნდება, თუმცა, გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში მაღალია მომავალში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.

2. რამდენად ხშირია გესტაციური დიაბეტი?

გესტაციური დიაბეტის სიხშირე საკმაოდ მაღალია, სხვადასხვა მონაცემით 3-10%-ს უტოლდება. გავრცელების სტატისტიკური მონაცემები, ქვეყნისა და მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილების შესაბამისად სხვადასხვაგვარია.

დაავადების განვითარების რისკი იზრდება ქალთა გარკვეულ კონტიგენტში:

  • 25 წელზე მეტი ასაკი;
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე (აბდომინური ტიპი);
  • ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, წონის არაფიზიოლოგიური ფარგლებით მატება;
  • ანამნეზში საკვერცხის პოლიკისტოზის არსებობა;
  • ანამნეზში 4000 გრ. და მეტი წონის ახალშობილი;
  • ანამნეზში მკვდრადშობადობის არსებობა;
  • ანამნეზში გესტაციური დიაბეტის არსებობა;
  • ოჯახურ ანამნეზში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2;
  • ანამნეზში პრედიაბეტი ან ინსულინისადმი მგრძნობელობის დაქვეითება;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • სანაყოფე წყლების სიჭარბე.

ჩამოთვლილთაგან ორსულობის დროს 3 ან მეტი რისკ-ფაქტორის შერწყმისას გესტაციური დიაბეტის განვითარების სიხშირე მკვეთრად მატულობს. ცნობილია, რომ დაავადების განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად გინეკოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტიც არის მიჩნეული.

გესტაციური დიაბეტი რისკ-ფაქტორები

3. რა იწვევს გესტაციური დიაბეტის განვითარებას?

ნახშირწყლების ენერგიად გარდაქმნას ორგანიზმში ინსულინი უზრუნველყოფს. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ჰორმონალური ცვლილებების ფონზე, ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან პერიფერიულ ქსოვილთა მგრძნობელობა ინსულინის მიმართ თანდათან ქვეითდება, გლუკოზის ნორმალიზებისთვის პანკრეასს უწევს ბევრად მეტი ინსულინის (სულ ცოტა 2-2.5-ჯერ მეტი) გამომუშავება. თუ მთელი რიგი მიზეზების, ზემოთ აღნიშნულ რისკებთან ასოცირებული დარღვევების, გამო ეს ვერ განხორციელდა, ვითარდება გლუკოზის ჰომეოსტაზის დარღვევა და ყალიბდება გესტაციური დიაბეტი.

4. რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს გესტაციურმა დიაბეტმა ორსულობის მიმდინარეობაზე?

გესტაციური დიაბეტის მქონე დედებს – სათანადო მართვის პირობებში უმეტესად ჯანმრთელი შვილები უჩნდებათ.

უყურადღებოდ დატოვებულმა დაავადებამ შესაძლოა საშიში დარღვევები გამოწვიოს:

არტერიული წნევის მატება და პრეეკლამფსია ორსულობის პერიოდში, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის დიდი წონა (მაკროსომია), რის ფონზეც მაღალია სამშობიარო გართულებები და ტრავმები, ადრეული ჩვილობის პერიოდში ჰიპოგლიკემიები, სიყვითლე. ასეთ ახალშობილს მაღალი აქვს სამომავლოდ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რიკი, ასევე რამდენადმე ხშირია მკვდრადშობადობა.

5. როგორ ხდება გესტაციური დიაბეტის დიაგნოზის დასმა?

ორსულთა გლუკოზის ცვლას ყურადღება პირველივე ვიზიტზე უნდა მიექცეს, განსაკუთრებით ზემოთ ჩამოთვლილი რისკების არსებობის შემთხვევაში. ორსულობის დროს უზმოდ 95-110 მგ/დლ-ის ფარგლები საეჭვო მოვლენად ითვლება და დიაგნოსტიკური ტესტები ადრეულ ეტაპზევე იგეგმება. გესტაციური დიაბეტის გამოსავლენად ორსულობის მეორე ნახევარში რეკომენდირებულია გლუკოზისადმი ტოლერანტობის შესწავლა. არსებობს 2 გზა: ერთსაფეხურიანი – 75 გრ გლუკოზით დატვირთვა და ორსაფეხურიანი თავდაპირველად 50 გრ და შემდგომ 100 გრ გლუკოზით დატვირთვის ტესტი.

დიაგნოზირების შემდეგ, მართვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ცხოვრების წესის შეცვლას, დიეტას და დოზირებულ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას ეფუძნება. ჩვენების შემთხვევაში გამოიყენება სამკურნალწამლო პერორალური და საინექციო საშუალებები.

6. შესაძლებელია თუ არა მოვახდინოთ ამ დაავადების პრევენცია?

პრევენციული ღონისძიებებით დაავადების განვითარების სრულად თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, ვერ ხერხდება, თუმცა, შესაძლებელია. ამდენად საყურადღებოა დაავადების განვითარების რისკის შემცირება.

მნიშვნელოვანია გესტაციური დიაბეტის რისკ-ფაქტორების შემცირება დაორსულებამდე: სხეულის მასის კლება, ნახშირწყლოვანი ცვლის არსებული დარღვევების კორეგირება, ცხოვრების წესის მოდიფიკაცია (კვების რეჟიმისა და ფიზიკური აქტივობის სწორი შერჩევა), მოხმარებული საკვების სწორი ენერგეტიკული და ნუტრიენტული შერჩევა, დოზირებული რეგულარული ფიზიკური აქტივობა. ზოგჯერ მიზნის მისაღწევად საჭიროა ჩვენებისამებრ ანტიობეზიტური მედიკამენტების – მეტფორმინი, ორლისტატი და კვებითი დანამატების – ქოლეკალციფეროლი, მიო-ინოზიტოლი, ალფა-ლაქტალბუმინი, D-ქირო-ინოზიტოლის ჩართვა. ცნობილია, რომ მიო-ინოზიტოლი წარმოადგენს უჯრედებში ბუნებრივად არსებულ ნივთიერებას, რომელიც ზრდის მგრძნობელობას სხვადასხვა ჰორმონის, მათ შორის ინსულინის მიმართ და ეფექტურად გამოიყენება გესტაციური დიაბეტის საპრევენციოდ.

ინოფოლიკი HP საშეტთან ერთადინოფოლიკი HP – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, ალფა-ლაქტალბუმინისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობით