fbpx

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: “სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები” (2023)

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: “სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”

2023 წლის 8 ივლისს სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნში’’ ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: “სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”.

კონფერენციაზე განიხილეს უაღრესად საინტერესო და აქტუალური საკითხები სქესობრივი განვითარების თანდაყოლილ დარღვევებთან დაკავშირებით.

ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს ასეთ საინტერესო კონფერენციაზე მიწვევისთვის.

ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ქალბატონ ჯენარო ქრისტესაშვილის წიგნის, ,,სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევების’’, პრეზენტაცია.

ქალბატონი ჯენაროს ღვაწლი ქართული მედიცინის და რეპროდუქტოლოგიის დარგში ნამდვილად ფასდაუდებელია. ინოთიმის გუნდი გულითადად ულოცავს მას აღნიშნულ წარმატებას. უსურვებს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას.