ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციისა და პროფ. ჟორდანიასა და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,რეპროდუქტოლოგიური განათლება საქართველოში’’.
კონფერენციაზე განიხილეს უაღრესად საინტერესო და აქტუალური საკითხები რეპროდუქტოლოგიურ განათლებასთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალი და ძველი თაობის ექიმები საქართველოდან.