fbpx

ლექცია-სემინარი: პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) რეპროდუქტოლოგიაში – ენიგმა თუ პარადიგმა? (2023)

2023 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ფარმაცევტული კომპანია ინოთიმისა და თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, ჩატარდა ლექცია-სემინარი შემდეგ თემაზე: პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) რეპროდუქტოლოგიაში – ენიგმა თუ პარადიგმა?

კონფერენციის მომხსენებელი გახლდათ მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის გენერალური მდივანი ლალი ფხალაძე.

კონფერენციას ესწრებოდნენ თსსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები.

ლექციის ბოლოს მონაწილეებს გადაეგზავნათ ელექტრონული სერთიფიკატები და ასევე ყველაზე აქტიურ სტუდენტებს საჩუქრებად გადაეცათ სახელმძღვანელო ,,რეპროდუქტოლოგია ყველასათვის’’.

ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს მასზე დასწრებისა და აქტიური ჩართულობისთვის.