უშვილობის სტატისტიკა მზარდია როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს მასშტაბით. წყვილის უშვილობის მიზეზად ხშირად მამაკაცის უნაყოფობა სახელდება და მისი სიხშირე 40-50%-ს აღწევს.
მამაკაცის უშვილობის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია. მათ შორის აღსანიშნავია:
• ჭარბი წონა – მან შეიძლება გავლენა იქონიოს ანდროგენების მეტაბოლიზმზე, განსაკუთრებით ტესტოსტერონზე, რაც შეიძლება გახდეს სპერმოგრამაში ცვლილებების მიზეზი; • მოწევა და სხვა მავნე ჩვევები – იგი გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე და შვილოსნობაზე; • რადიაცია – მიუხედავად დიდი დებატებისა, მობილური ტელეფონის ტარება მიანც რეკომენდებულია ქსოვილისგან მოშორებით. ასევე ქიმიოთერაპიაც განიხილება სპერმის ხარისხის გაურესების მიზეზად; • კვება – კვებითი დეფიციტი და მიკრონუტრიენტების ნაკლებობა შეიძლება გახდეს სპერმის ხარისხის გაუარესების მიზეზი; • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები; • ტრამვები; • ვარიკოცელე; • ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად შვილოსნობის შანსი მცირდება; • იდიოპათიური – როცა უშვილობის მიზეზი დაუდგენელია;
სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მამაკაცის უშვილობის დროს ადგილი აქვს სპერმოგრამაში სხვადასხვა ტიპის დარღვევებს:
მამაკაცის უშვილობის სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება: ანტიოქსიდანტური თერაპია, ჰორმონოთერაპია, ოპერაციული მკურნალობა, ინ ვიტრო განაყოფიერება, ინსემინაცია.
დროულად დაწყებული მკურნალობა დაგიზოგავთ დროს სასურველი შედეგის მისაღწევად!
ანდროზიტოლიპლუსი – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, N-აცეტილცისტეინის, E ვიტამინის, L- კარნიტინის, L-არგინინის, ალფა-ლაქტალბუმინის, ფოლიუმის მჟავასა და სელენის შემცველობით.