fbpx

მამრობითი ფაქტორის როლი უნაყოფობასა და ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებით დასრულებაში

innoteam ფარმაცევტული კომპანიამამაკაცის ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, კლინიკა ინვიტრო ლაიფის კლინიკური დირექტორი ნათია ფოფხაძე.

1.  რა არის მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა?

თუ რეგულარული სქესობრივი თანაცხოვრების პირობებში ორსულობა არ დგება 1 წლის განმავლობაში, საქმე გვაქვს უნაყოფობის დიაგნოზთან. როდესაც წყვილში განაყოფიერება არ ხდება  მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციური და/ან სტრუქტურული დარღევების გამო, საუბარია მამრობითი ფაქტორით განპირობებულ უნაყოფობაზე.

2. რამდენად ხშირია მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა საქართველოში?

წყვილების დაახლოებით 15% უშვილობის პრობლემის წინაშე დგას, მათ შორის მამაკაცის ფაქტორით გამოწვეულია თითქმის 40%.

3. რა  მიზეზები განაპირობებს მამაკაცისმიერ უნაყოფობას?

  • სპერმის რაოდენობრივი და თვისობრივი უკმარისობა, როდესაც სპერმაში სპერმატოზოიდების არასაკმარისი რაოდენობაა, ან დარღვეულია მათი მოძრაობის უნარი, ან შემცირებულია მორფოლოგიურად ნორმალური, ჯანსაღი სპერმატოზოიდების რაოდენობა, ზოგჯერ კი სპერმატოზოიდების არარსებობა (ოლიგოსპერმია, ასთენოსპერმია, ტერატოსპერმია, აზოოსპემია…);
  • ანთებითი პროცესები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • ვარიკოცელე – სათესლე ჯირკვლების და ბაგირაკის ვენების გაგანიერება;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • იმუნური დარღვევები;
  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი (თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ტოქსინების ზემოქმედება, რადიაცია, გადახურება);
  • გენეტიკური პათოლოგიები;
  • გენიტალური ტრაქტის სტრუქტურული დარღვევები, გამოწვეული ინფექციით, ტრამვით, განვითარების თანდაყოლილი ანომალიებით;
  • პოსტოპერაციული, ქიმიოთერაპიის შემდგომი,  სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენების შედეგად გამოწვეული დარღვევები;
  • ერექციული დისფუნქცია.

მამაკაცის უნაყოფობის მიზეზები

4. როგორ მკურნალობენ მამაკაცისმიერ უნაყოფობას?

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება მისი გამომწვევი მიზეზის მიხედვით. მედიკამენტური თერაპია გამოიყენება ინფექციური პროცესების, სექსუალური დისფუნქციების, ენდოკრინული დარღვევების მკურნალობის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში ტარდება ქირურგიული ჩარევა (ოპერაციები სათესლე ჯირკვლებზე,სისხლძარღვებზე…). ხშირად საჭირო ხდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა სპერმის საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება, სათესლე ჯირკვლებიდან სპერმის ექსტრაქცია.

5. რას გვეტყვით საკვები დანამატების როლზე მამაკაცის უნაყოფობის გამოსავლის გაუმჯობესების კუთხით?

ადიუვანტური თერაპია ხშირად გამოიყება, მათ შორის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის დროს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მიმართულებით მიო-ინოზიტოლის, N-აცეტისცისტეინის, ალფა-ლაქტალბუმინის შემცველი საკვები დანამატების როლი. მათი გამოყენება  ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, აუმჯობესებს სპერმატოგენეზს, სპერმის რაოდეობრივ, მორფოლოგიურ, დინამიურ მაჩვენებლებს, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა მკურნალობის დადებითი გამოსავლის.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

ანდროზიტოლი პლუსი – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, N-აცეტილცისტეინის, E ვიტამინის, L- კარნიტინის, L-არგინინის, ალფა-ლაქტალბუმინის, ფოლიუმის მჟავასა და სელენის შემცველობით.

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:

შოთა ჯანჯღავა

ჭარბი წონისა და სიმსუქნის კავშირი მამაკაცთა უნაყოფობასთან

ერთ-ერთ თანამედროვე და აქტუალურ პრობლემაზე, როგორიცაა ჭარბი წონისა და სიმსუქნის კავშირი მამაკაცთა უნაყოფობასთან – გვესაუბრება ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი,
შოთა ნიშნიანიძე

მამაკაცთა უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა შემთხვევები, როდესაც ახალდაქორწინებული, ბედნიერი წყვილისათვის შვილის ყოლა სანუკვარ ოცნებად და მთავარ პრობლემად იქცევა ხოლმე. ადრე უნაყოფობის