fbpx

მასტოპათია

გია ნემსაძე

მასტოპათიაზე, დაავადების გამომწვევ ძირითად მიზეზებსა და მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე, დიაგნოსტირებისა და პრევენციის მეთოდებზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ონკოქირურგი, მამოლოგი გია ნემსაძე.

მასტოპათია ეს არის ძუძუს ქსოვილის კეთილთვისებიანი, ჰორმონდამოკიდებული ცვლილება. ტერმინი „მასტოპათია“ მოიცავს სხვადასხვა კეთილთვისებიან ცვლილებას სარძევე ჯირკვლის ქსოვილში, ისეთი, როგორიცაა დისკომფორტის, ტკივილისა და დაჭიმულობის შეგრძნება, ასევე კისტები და ფიბროადენომატოზური კვანძები. სტატისტიკურად მასტოპათია აღენიშნება ქალების დაახლოებით 54%-ს. უშუალოდ მასტოპათია არ წარმოადგენს კიბოსწინარე დაავადებას. არსებობს მასტოპათიის კონკრეტული ფორმები (მეტად გამოხატული კვანძოვანი სტრუქტურებით), რომლის დროსაც პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას და ექიმის ხშირ მეთვალყურეობას. მასტოპათიის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც ძირითადად, ორი ჰორმონის, ესტროგენისა და პროგესტერონის, დისბალანსითაა გამოწვეული. უფრო კონკრეტულად კი, ესტროგენის სიჭარბე და პროგესტერონის ნაკლებობა. მასტოპათიისთვის დამახასიათებელი ძირითადი ჩივილებია: დაჭიმულობა, ტკივილი, ძუძუს ქსოვილის გამკვრივება და სხვადასხვა ტიპის კვანძის არსებობა სარძევე ჯირკვალში. ოქროს სტანდარტი სარძევე ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის არის მანუალური გასინჯვა, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია და მამოგრაფია 40 წლის ასაკიდან. დაავადების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნება, მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება, სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგება, დროული ორსულობა, აქტიური ლაქტაცია, აბორტზე უარის თქმა.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

ინდონალი პარტნერი – საკვები დანამატი ინდოლ-3-კარბინოლისა და რესვერატროლის შემცველობით.