სამხრეთ კავკასიის მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა მესამე საერთაშორისო ყრილობა (2023)

2023 წლის 20-21 ოქტომბერს, სასტუმროში ,,Pullman Tbilisi Axis Tower’’, ჩატარდა სამხრეთ კავკასიის მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა მესამე საერთაშორისო ყრილობა, რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს პალიკო კინტრაიას 90 წლის იუბილეს.
მასში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან (საფრანგეთი, იტალია…) მოწვეული მეან-გინეკოლოგები და პერინატოლოგები.
