fbpx

მენოპაუზა

innoteam ფარმაცევტული კომპანიამენოპაუზა – გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, გენეტიკოსი, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, რმც „უნივერსის“ დირექტორის მოადგილე, ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მართვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი.

მენოპაუზა არის მენსტრუაციების მუდმივი შეწყვეტა არანაკლებ 1 წლის განმავლობაში.

ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) მენოპაუზის საშუალო ასაკად განიხილება 51.5 წელი, თუმცა, ასევე ფიზიოლოგიურად ითვლება მენოპაუზის დადგომა 3-4 წლით ადრე ან გვიან საშუალო ასაკთან შედარებით.

ადრეულ მენოპაუზად განიხილება მისი დადგომა 40-45 წლის ასაკში, ხოლო 40 წლამდე ასაკში მენოპაუზის დადგომას ნაადრევ მენოპაუზად თვლიან და იგი უკვე პათოლოგიურად განიხილება. ნაადრევი მენოპაუზა შეიძლება იყოს სპონტანური , ან სამედიცინო ჩარევის შედეგი (საკვერცხეების ორმხრივი ამოკვეთა, ქიმიო, რადიოთერაპია და სხვ.)

საინტერესოა, რომ მენოპაუზისთვის დამახასიათებელია სუბიექტური ჩივილები, როგორებიცაა: ალები, წამოხურება, ოფლიანობა, ადვილად აგზნებადობა, ან დეპრესია , უძილობა, ხშირი შარდვა და სხვ. არ აღენიშნება მენოპაუზაში მყოფ ყველა ქალს.

ქალების 1/3-ს ეს ჩივილები მეტად მკვეთრად აქვთ  გამოხატული  და მას  კლიმაქტერულ სინდრომს უწოდებენ.  ქალების 1/3-ს ჩივილები საშუალო სიმძიმით აქვს გამოხატული და ქალების დანარჩენ ნაწილს კი ზემოაღნიშნული ჩივილები არ უვლინდებათ, ან იმდენად უმნიშვნელოდ აქვთ გამოხატული, რომ ეს არ მოქმედებს მათი ცხოვრების ხარისხზე.

მენოპაუზა სიმპტომები

მენოპაუზა არის  საკვერცხეებში ფოლიკულების მარაგის ამოწურვის შედეგი. ფოლიკულები წარმოადგენს საკვერცხის აუცილებელ დამახასიათებლ სტრუქტურებს, სითხურ ჩანართებს, რომლებიც შეიცავს კვერცხუჯრედს და გამოიმუშავებს ქალის ძირითად ჰორმონს – ესტროგენს. საკვერცხის სხვა ქსოვილში – სტრომაში გამომუშავდება ასევე მამაკაცისთვის დამახასიათებელი ჰორმონები, თუმცა, მცირე რაოდენობით. მენოპაუზა ხასიათდება ესტროგენების დონის დაქვეითებით და საკვერცხის მასტიმულირებელი ჰორმონების,  ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის და მალუტეინიზებელი ჰორმონის დონის მომატებით.  ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა ანტიმიულერის ჰორმონის განსაზღვრა, რომლის დონეც თანდათან ქვეითდება გვიანი რეპროდუქციული პერიოდიდან დაწყებული და მენოპაუზაში მისი დონე ძლიერ ქვეითდება ან საერთოდ აღარ განისაზღვრება.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საკვერცხეებში და თირკმელზედა ჯირკვალში გამომუშავებული ჰორმონის, დეჰიდროეპიანდროსტერონის დონის ასაკობრივი ცვლილებები. ამ ჰორმონს ახალგაზრდობის ჰორმონს უწოდებენ. მისი დონე დაქვეითებას იწყებს უკვე 30 წლიდან. საინტერესოა , რომ დეჰიდროეპიანდროსტერონი  წარმოადგენს ესტროგენების და ტესტოსტერონის წინამორბედ პროდუქტს და ორგანიზმში ზემოაღნიშნულ სასქესო ჰორმონებად გარდაიქმნება.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქალების დიდი ნაწილი მენოპაუზური შემაწუხებელი სიმპტომების გამო ჯერ კიდევ მიმართავს არასპეციალისტ ექიმებს და იღებს მხოლოდ სიმპტომურ პრეპარატებს, ამასთან მსოფლიოში ჩატარებული არაერთი დიდი კვალიფიციურ მტკიცებულებებზე დამყარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ მენოპაუზური ჩივილების თავიდან აცილების ერთადერთ სწორ და ეფექტურ საშუალებას სასქესო ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპია წარმოადგენს. მას ახლა მენოპაუზურ ჰორმონოთერაპიას უწოდებენ. ამასთან დადგინდა, რომ ასეთი თერაპია უფრო ეფექტურია, როცა იგი ინიშნება მენოპაუზიდან 10 წლის განმავლობაში 60 წლამდე ასაკში.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მენოპაუზური სუბიექტური ჩივილები აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია, რეალურად მენოპაუზაში ესტროგენების დეფიციტი განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსროვანი, საშარდე სისტემების, კანის და ლორწოვანების და მთლიანად ორგანიზმის ყველა სისტემაში პათოლოგიურ ცვლილებებს, მათ შორის ზრდის: გულის იშემიური დაავადების, ოსტეოპოროზის, შარდის შეუკავებლობის, ალცჰაიმერის დაავადების რისკებს.

ამასთან, მენოპაუზის გვიანი, სერიოზული დარღვევები მეტ-ნაკლები სიმძაფრით ვითარდება ყველა ქალში იმისგან დამოუკიდებლად აღენიშნებოდათ თუ არა მათ მენოპაუზისთვის დამახასიათებელი ადრეული შემაწუხებელი ჩივილები.

მენოპაუზური ჰორმონოთერაპია წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას მენოპაუზაში განვითარებული ადრეული თუ გვიანი პერიოდისათვის დამახასიათებელი პათოლოგიური ცვლიელებების არა მარტო მკურნალობის, არამედ პრევენციის საშუალებასაც.

მხოლოდ ექიმ სპეციალისტს რეპროდუქტოლოგს, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს შეუძლია განსაზღვროს მენოპაუზური ჰორმონოთერაპიის სახეები (თერაპია მხოლოდ ესტროგენებით, ესტროგენ-პროგესტინული პრეპარატებით, ანდროგენების დამატებით და სხვა) და მისი ხანგრძლივობა.

სადღეისოდ, მეტად საიმედოდ გამოიყენება მენოპაუზური ჰორმონოთერაპია დეჰიდროეპიანდროსტერონით, რომელიც წარმოადგენს ესტროგენის და მამაკაცური ჰორმონის – ტესტოსტერონის წინამორბედს, ეს ჰორმონი, როგორც  ახალგაზრდობის ჰორმონი მენოპაუზამდე პერიოდში დანიშვნისას განაპირობებს ასევე საკვერცხეების ფუნქციის გააქტივებას, ხოლო მენოპაუზაში ამცირებს სუბიექტურ ჩივილებს და შორეულ მძიმე გართულებების რისკს. ამგვარად, ეს ჰორმონი წარმოადგენს მენოპაუზური თერაპიის ერთ-ერთ სახეს.

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დეჰიდროეპიანდროსტერონი წარმოდგენილია მაღალი ტექნოლოგიით დამზადებული  – წამლად რეგისტრირებული პრეპარატის,  „ბიოსტერონის“ სახელწოდებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისთვის და მისი ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკურ პრაქტიკაში.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:

მაკა გეგეჭკორი

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლი ორგანიზმში

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ზურაბ მარშანია

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,