fbpx

მიო-ინოზიტოლის როლი კვერცხუჯრედის ხარისხის გაუმჯობესებაში

innoteam ფარმაცევტული კომპანიამიო-ინოზიტოლის როლი კვერცხუჯრედის ხარისხის გაუმჯობესებაში – გვესაუბრება ექიმი რეპროდუქტოლოგი, ქართულ-ბრიტანული რეპროდუქციული და მეტაბოლური ჯანმრთელობის ცენტრის კლინიკა პრაიმის დამფუძნებელი, დირექტორი ნატალია ჯაფარიძე.

1. რას წარმოადგენს ქალის სასქესო უჯრედი – კვერცხუჯრედი?

ქალის სასქესო უჯრედები, ე.წ კვერცხუჯრედები რეპროდუქციული სისტემის აუცილებელი კომპონენტია. ისინი წარმოადგენენ განაყოფიერებისა და შემდგომში ემბრიონის განვითარების საფუძველს.

კვერცხუჯრედების ზრდა და მათი მომწიფება მიმდინარეობს საკვერცხეში არსებულ ფოლიკულურ აპარატში, ფოლიკულომასტიმულირებელი (FSH) და მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH) მეშვეობით.

როგორც ცნობილია, დაბადებისას ქალის ორგანიზმი დაახლოებით 1-2 მილიონ ოოციტს შეიცავს. პუბერტატის პერიოდში კვერცხუჯრედების საერთო რაოდენობა, 25%-ს აღწევს, რაც 300,000-მდე ოოციტს შეესაბამება. კვერცხუჯრედების რიცხვი ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. ეს პროცესი ყველა ქალთან ინდივიდუალური და გენეტიკურად დეტერმინირებულია. ცნობილია, რომ ქალებში ფერტილობის მნიშვნელოვანი შემცირება იწყება 35 წლის ასაკიდან.

2. ა მნიშვნელობა აქვს კვერცხუჯრედის ხარისხს და რამ შეიძლება გამოიწვიოს კვერცხუჯრედის ხარისხის დაქვეითება?

ფერტილობისთვის მნიშვნელოვანი არა მარტო კვერცხუჯრედების რაოდენობა, არამედ მათი ხარისხია, რომელზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, კერძოდ:

  • ასაკი – როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასაკის მატებასთან ერთად ქალებში მცირდება კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი, რაც თავის მხრივ განაპირობებს: ფერტილობის შემცირებას, შეწყვეტილი ორსულობების რისკის ზრდას, ემბრიონებში ქრომოსომული დარღვევების განვითარებას.
  • ჰორმონალური დისბალანსი – არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, PCOS (საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც გავლენას ახდენს ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზზე.
  • საკვერცხეების რეზერვის შემცირება რასაც განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გენეტიკური ფაქტორი, ანამნეზში საკვერცხეებზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევა, ენდომეტრიოზი, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მეთოდები (ქიმიო და სხივური თერაპია).
  • ცხოვრების წესი – არაჯანსაღი ცხოვრების წესი უარყოფით გავლენას ახდენს კვერცხუჯრედის  ხარისხზე. მათ შორისაა: არასწორი კვება, სიმსუქნე, ნიკოტინისა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა.
  • კვერცხუჯრედის ხარისხზე ასევე მოქმედებს ზოგიერთი დაავადება. მათ შორის: აუტოიმუნური პროცესები, დიაბეტი, ჰიპერტენზია, ქრონიკული სტრესი, გენეტიკური მუტაციები, გარემო ფაქტორები და სხვა.
კვერცხუჯრედის ხარისხზე მოქმედი ფაქტორები

3. როგორ ხდება კვერცხუჯრედის ხარისხისა და შესაბამისად, ფერტილობის შეფასება?

ფერტილობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (FSH-ის) განსაზღვრა;
  • ანტიმიულერის ჰორმონი (AMH);
  • ანტრალური ფოლიკულების რაოდენობის განსაზღვრვა ულტრასონოგრაფიული კვლევით.

თუმცა, კვერცხუჯრედის ხარისხის განმსაზღვრელი ყველაზე ზუსტი ინდიკატორია – IVF. (ფოლიკულის ასპირაციის შემდგომ, ემბრიოლოგის მიერ ფოლიკულურ სითხეში ნანახი კვერცხუჯრედის შეფასება).

4. როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ კვერცხუჯრედის ხარისხი?

კვერცხუჯრედის ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონალური დისბალანსის კორეგირება, მეტაბოლური დარღვევების მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. ასევე, მნიშვნელობა აქვს ისეთი საკვები დანამატების გამოყენებას, როგორებიცაა: ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი D, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ანტიოქსიდანტები…

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები დანამატია ინოზიტოლი.

თავად ინოზიტოლი, როგორც საკვები დანამატი, მიო და D-ქირო ინოზიტოლის სახით არსებობს. მიო ინოზიტოლის ფიზიოლოგიური როლია, უზრუნველყოს ორგანიზმის პასუხი სხვადასხვა ჰორმონზე, როგორიცაა ინსულინი და FSH (ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი). ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს შაქრის მეტაბოლიზმს, ხოლო FSH ხელს უწყობს ფოლიკულის ზრდას ოვულაციამდე. ამ ორივე ჰორმონის მოქმედების დარღვევას ადგილი აქვს PCOS-ს მქონე ქალბატონებში (პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი).

ზემოთ აღნიშნული დარღვევების შემთხვევებში, კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად, მიო-ინოზიტოლის  მიღება ხელს უწყობს მეტაბოლური და ჰორმონალური დარღვევების ნორმალიზებასა და კვერცხუჯრედის ხარისხის გაუმჯობესებას.

მიო-ინოზიტოლთან ერთად, ორგანოებისა და ქსოვილების გამართული ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვანია D-ქირო ინოზიტოლიც. D-ქირო ინოზიტოლი მიო ინოზიტოლის აქტიური მეტაბოლიტია, რომელიც ორგანიზმში მიო-ინოზიტოლისაგან წარმოიქმნება ფერმენტ ეპიმერაზას მოქმედებით. ის არეგულირებს ჭარბი გლუკოზის გლიკოგენად გარდაქმნის პროცესს და ამცირებს ანდროგენების კონცენტრაციას. D-ქირო ინოზიტოლი ჩართულია ინსულინით ინდუცირებული სიგნალის გადაცემაში. ადამიანები ინსულინრეზისტენტობის, PCOS, დიაბეტის და სიმსუქნის დროს, განსხვავებით ჯანმრთელი პირებისაგან, კარგავენ დ-ქირო ინოზიტოლს.

5. რა არის გასათვალისწინებელი მიო-ინოზიტოლისა და D-ქირო ინოზიტოლის შემცველი საკვები დანამატების შერჩევისას?

ჯანმრთელ პოპულაციაში მიო-ინოზიტოლისა და D-ქირო ინოზიტოლის თანაფარდობა, არის 40:1-თან. ეს თანაფარდობა ირღვევა PCOS-ს და მისი თანმხლები პათოლოგიური მდგომარეობების დროს (ჭარბი წონა, ინსულინრეზისტენტობა, დიაბეტი და სხვა.)

მიო-ინოზიტოლითა და D-ქირო ინოზიტოლით კომბინირებული მკურნალობა სწორედ აღნიშნული თანაფარდობით (40:1) არის ეფექტური საშუალება, საკვერცხის ფუნქციისა და მეტაბოლური ბალანსის აღსადგენად. განსაკუთრებულად პაციენტებში PCOS-ით, ინსულინრეზისტენტობით და ჭარბი წონით.

ამ დანამატებთან ერთად, აღსანიშნავია ალფა-ლაქტალბუმინის როლი, ის არის შრატის პროტეინი, რომელიც უზრუნველყოფს ინოზიტოლების ნაწლავებიდან აბსორბციის პროცესს.

მრავალმა მეცნიერულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფოლიკულურ სითხეში მიო-ინოზიტოლის მაღალი კონცენტრაცია კარგი ხარისხის კვერცხუჯრედისა და ემბრიონის ინდიკატორია. ორგანიზმში მიო-ინოზიტოლისა და D-ქირო ინოზიტოლის ფიზიოლოგიური თანაფარდობის აღდგენა კი აუმჯობესებს კვერცხუჯრედის ხარისხს და რეპროდუქციულ ფუნქციას.

ინოფოლიკი კომბი HP კაფსულების ფირფიტასთან ერთადინოფოლიკი კომბი HP – საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, D-ქირო-ინოზიტოლისა და ფოლიუმის მჟავის შემცველობით.