fbpx

ორსულობა და ჰემატომა

innoteam ფარმაცევტული კომპანიაორსულობა და ჰემატომა – აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, თამარ დიაკონიძე.

1. ქალბატონო თამარ, რას წარმოადგენს ორსულთა ჰემატომა და ითვლება, თუ არა ის ნორმად ორსულობის დროს?

ორსულობის დროს საშვილოსნოსა და ქორიონულ გარსს შორის განვითარებული სისხლდენა იწოდება, როგორც ჰემატომა და მისი კონკრეტული დასახელება დამოკიდებულია ჰემატომის ანატომიურ ლოკალიზაციაზე. მდებარეობის მიხედვით განარჩევენ ჰემატომის რამდენიმე ფორმას:
  • სუბქორიონული ჰემატომა – რომლის დროსაც სისხლდენა შემოსაზღვრავს პლაცენტას და შედეგად შეიძლება განვითარდეს პლაცენტის აცლა.
  • რეტროამნიონური ჰემატომა – სისხლდენა ვითარდება უშუალოდ ამნიონურ გარსთან.
  • რეტროპლაცენტარული ჰემატომა – ვითარდება პლაცენტის ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში და უფრო ხშირია ორსულობის 16 კვირის შემდეგ.
  • სუბამნიონური ჰემატომა – ვითარდება უშუალოდ ამნიონური გარსის შიდა პირის დონეზე.
  • საშვილოსნოსშიდა ჰემატომა – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ემბრიონისთვის.
ჰემატომის განვითარების მიზეზი სრულყოფილად დაზუსტებული არ არის, თუმცა, პათოფიზიოლოგიურად ის ნორმად ვერ ჩაითვლება. (გამონაკლისად შესაძლოა ჩავთვალოთ, ემბრიონის ნიდაცია-იმპლანტაციის პერიოდში არსებული მიკროჰემატომები, რომლებიც ყოველგვარი ჩარევის გარეშე განიცდის რეგენერაციას).

2. რამდენად ხშირად გვხვდება ჰემატომა ორსულებში და რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ის?

ჰემატომა აღენიშნება ორსულთა დაახლოებით – 20%-ს. უმეტესად ამ დროს სისხლდენა ვითარდება საშვილოსნოსა და ქორიონის გარსს შორის და მათგან მხოლოდ – 7% შესაძლოა დასრულდეს ორსულობის შეწყვეტით. აღნიშნული გართულება დამოკიდებულია ჰემატომის მოცულობასა და მდებარეობაზე. დიდი ზომის ჰემატომა განაპირობებს სისხლის მიმოქცევის მკვეთრ დარღვევას დედასა და ნაყოფს შორის და შედეგად განვითარებული პლაცენტის აცლა სრულდება ორსულობის შეწყვეტით.

3. როგორია იმ მიზეზების ჩამონათვალი, რომლებიც ჰემატომის განვითარებას შესაძლოა უწყობდეს ხელს?

ჰემატომის განვითარების შესაძლო მიზეზებია:
  • ორსულობის დროს არსებული ჰორმონალური დისბალანსი, მათ შორის ჰიპოპროგესტენული მდგომარეობა.
  • ბაქტერიული და ვირუსული ინფექცია;
  • სისხლის შედედების დარღვევა – გენეტიკური და შეძენილი თრომბოფილია;
  • ორსულთა მძიმე ტოქსიკოზი, ჰიპერტენზია;
  • საშვილოსნოს ღრუს კეთილთვისებიანი, ან ავთვისებიანი წარმონაქმნები;
  • აუტოიმუნური დაავადებები;
  • ძლიერი ფსიქოემოციური სტრესი;
  • ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;
  • ორსულთა ტრავმა;
  • მეტაბოლური დარღვევა და წონის მკვეთრი მატება ორსულობისას;
  • ორსულთა ალკოჰოლიზმი, ნარკომანია;

4. რას შეიძლება უჩიოდეს ორსული ამ დროს?

ორსულობის დროს ჰემატომის არსებობა გამოვლინდება ვაგინალური სისხლდენით, ან მის გარეშე. ყველაზე ხშირად, სწორედ ულტრაბგერითი კვლევით ხდება მისი დადგენა და დიფერენცირება სხვა სახის სისხლდენებს შორის.

5. რა მკურნალობა ესაჭიროება ორსულს სუბქორიონული ჰემატომით და რა დროა საჭირო მისი გაწოვისთვის?

ჰემატომის მკურნალობა დამოკიდებულია მის ზომაზე, ლოკალიზაციაზე, ორსულის საერთო მდგომარეობასა და სისხლდენის ინტენსივობაზე. მნიშვნელოვანია მოსვენებითი რეჟიმი, პროგესტერონის დეფიციტის აღმოფხვრა, სპაზმოლიზური და სედაციური თერაპია; ადგილობრივი და სისტემური გამწოვი თერაპია; სისხლის შედედების დარღვევის შემთხვევაში – ადეკვატური ანტიკოაგულანტური, ანტიაგრეგანტული , ანტიოქსიდანტური (ალფალიპოის მჟავა) და ვიტამინოთერაპია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ორსულის ინდივიდუალური მართვა – ორსულის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ჰემატომის რეგენერაციის დრო დამოკიდებულია მკურნალობის ეფექტურობაზე.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

innoteam ფარმაცევტული კომპანია

დავის ტაბლეტები – საკვები დანამატი, ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმისა და B6-ის შემცველობით.

დავის ვაგინალური კაფსულები ალფა ლიპოის მჟავის შემცველობით.