fbpx

ორსულობა და საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის მომატება

innoteam ფარმაცევტული კომპანიაორსულობის პერიოდში საშვილოსნოს მომატებულ კუმშვით აქტივობაზე, ანუ ე.წ. „ჰიპერტონუსზე“, გვესაუბრება ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის (საბურთალოს ფილიალი) გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი და კლინიკა ბაიების მეან-გინეკოლოგი, ირმა ქართველიშვილი.

1. ქალბატონო ირმა, ხშირად გვსმენია ორსულებისგან, რომ საშვილოსნოს ტონუსი აქვთ მომატებული. რას გულისხმობს ტონუსის მატება და რამდენად სწორ ტერმინად შეიძლება მივიჩნიოთ?

საშვილოსნოს ჰიპერტონუსი არის ორსულობის პერიოდის ერთ-ერთი მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება მიომეტრიუმის კუნთების ხანგრძლივი დაჭიმულობით. ეს არ არის დაავადება, მაგრამ ამ მდგომარეობის გახანგრძლივებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მთელი რიგი გართულებები. არსებობს ფიზიოლოგიური შეკუმშვების პერიოდი (ბრექსტონ-ჰინსკის), რომელსაც ორსული გრძნობს მე-2 ტრიმესტრის ბოლოდან გარკვეული პერიოდულობით. ის გრძელდება რამდენიმე წამი ან 2 წუთი და გაივლის თავისით.

2. სუბიექტურად, რა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს ამ დროს ორსულს?

სუბიექტური ჩივილებიდან აღსანიშნავია მუცლის ქვედა ნაწილის, წელისა და კუდუსუნის მიდამოს დაჭიმულობის შეგრძნება, მენსტრუალური პერიოდის ტკივილის მსგავსი სიმპტომი, მუცელი “ქვასავით”მაგრდება და იცვლის ფორმას.

3. რამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის მატება?

კუმშვითი აქტივობის მიზეზი მრავალია: პროგესტერონის უკმარისობა, ჰიპერანდროგენეზმი, საშვილოსნოს განვითარების პათოლოგია (ორრქიანი საშვილოსნო, ღრმა ტიხარი საშვილოსნოს ღრუში), ენდომეტრიოზი, ლეიმიომა, ქალის არასტაბილური ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მრავლობითი აბორტი, ორსულობამდე ოპერაციული ჩარევა საშვილოსნოზე, მაგნიუმის დეფიციტი, ანთებითი პროცესები, მრავალნაყოფიანი ორსულობა, ჭარბწყლიანობა, უძილობა, ფიზიკური დატვირთვა.

4. რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ორსულისთვის მომატებული კუმშვითი აქტივობა?

კუმშვითი აქტივობის საფრთხის დროს გართულებულია სანაყოფე პარკის ნიდაცია ენდომეტრიუმში, ძნელდება პლაცენტის ნორმალური ფორმირება, შესაძლებელია მოხდეს პლაცენტის ნაადრევი აცლა, კუმშვის დროს შესაძლებელია მოხდეს სისხლძარღვოვანი სპაზმი, რის გამოც ხდება ჟანგბადის მიწოდების შენელება. გახანგრძლივებული ტონუსი შეიძლება გახდეს ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენის მიზეზი, ან განვითარდეს ნაადრევი მშობიარობა.

5. როგორ ხდება მომატებული კუმშვითი აქტივობის დიაგნოსტირება?

დიაგნოსტიკა ხდება ადრეულ ვადებზე ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, შედარებით გვიან ვადებზე ექიმის მიერ მუცლის პალპაციით.

6. როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ ორსულს მომატებული კუმშვითი აქტივობით გამოწვეული დისკომფორტი და თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები?

თუ ჰიპერტონუსი დადასტურდა და ორსული თავს არადამაკმაყოფილებლად გრძნობს, სასურველია მოსვენებითი მდგომარეობა, ფიზიკური დატვირთვისგან თავშეკავება, ორსულმა უნდა მიიღოს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური საშუალებები, მაგნიუმის შემცველი პრეპარატი (მაგნიუმი ამუხრუჭებს კალციუმის შეღწევას კუნთოვან შრეში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს იონური ბალანსის შენარჩუნებაში). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალფა ლიპოის მჟავა, რომელიც აღადგენს ანთებით მედიატორებს შორის ბალანსს და ამ გზით ავლენს დადებით ეფექტს მომატებულ კუმშვით აქტივობაზე. ორსულმა სასურველია გააკეთოს სუნთქვითი ვარჯიშები. სისხლიანი გამონადენის არსებობის შემთხვევაში გადაყვანილ იქნას სტაციონარში.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

innoteam ფარმაცევტული კომპანია

დავის ტაბლეტები – საკვები დანამატი, ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმისა და B6-ის შემცველობით.

დავის ვაგინალური კაფსულები ალფა ლიპოის მჟავის შემცველობით.