პაპილომა ვირუსი სქესობრივ პარტნიორებში
პაპილომა ვირუსი სქესობრივ პარტნიორებში – აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი მაია რომელაშვილი.
- რა არის პაპილომა ვირუსი?
- როგორ შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი პაპილომა ვირუსით?
- რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს პაპილომა ვირუსმა ქალებში?
- რომელიმე სქესობრივ პარტნიორში ვირუსის აღმოჩენა, რამდენად მიუთითებს მეორე
პარტნიორის ინფიცირების ალბათობას? - ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას პაპილომა ვირუსმა მამაკაცს?
- მნიშვნელოვანია თუ არა წყვილების ერთდროული მკურნალობა და რას გულისხმობს ის?
- რა არის პაპილომა ვირუსი?
- როგორ შეიძლება დაინფიცირდეს
ადამიანი პაპილომა ვირუსით? - რა გართულებები შეიძლება
გამოიწვიოს პაპილომა ვირუსმა ქალებში? - რომელიმე სქესობრივ პარტნიორში
ვირუსის აღმოჩენა, რამდენად
მიუთითებს მეორე პარტნიორის ინფიცირების ალბათობას? - ჯანმრთელობის რა პრობლემები
შეიძლება შეუქმნას პაპილომა
ვირუსმა მამაკაცს? - მნიშვნელოვანია თუ არა წყვილების
ერთდროული მკურნალობა და
რას გულისხმობს ის?
1. რა არის პაპილომა ვირუსი?
ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) არის რეპროდუქციული ასაკის ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია, HPV არის დნმ შემცველი ვირუსი, ამჟამად, იდენტიფიცირებულია HPV-ს 100-ზე მეტი ტიპი, აქედან 30 ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 99%, ისევე როგორც მისი კიბოსწინა დაავადებები, დაკავშირებულია HPV ინფექციასთან, რომელიც მიეკუთვნება ასიმპტომურ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს.
საშვილოსნოს, ყელის კიბოს განვითარების გათვალისწინებით, ასხვავებენ HPV ვირუსის მაღალი და დაბალი რისკის ტიპებს, დაბალი ტიპის რისკებს შეუძლიათ გამოიწვიონ გენიტალური კონდილომები და მსუბუქი ხარისხის დისპლაზია CIN-1, მაღალი რისკის ტიპებს მიეკუთვნება 15 ტიპი – HPV-16-18-31-33-35-39-45-51-56-58-59-66-68. მათ შორის ყველაზე უფრო ონკოლოგიურია HPV 16-18. მათი ხანგრძლივი პერსისტენციით შეიძლება განვითარდეს CIN-1, CIN 2,3 და საშვილოსნოს ყელის კიბო. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე 10-12%.
2. როგორ შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი პაპილომა ვირუსით?
პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება, სექსუალურად აქტიური ქალების 50-75% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ინფიცირდება HPV-ით. ინფექციის პიკი მოდის მოზარდებზე და ადრეული რეპროდუქციული ასაკის ქალებზე (16-30 წელი). ადამიანის პაპილომა ვირუსი ვრცელდება ადვილად. მისი გადაცემისათვის საკმარისია ნებისმიერი ინტიმური სიახლოვე, თუნდაც, სქესობრივი კავშირის გარეშე. ვირუსი გადაეცემა ინფიცირებული გენიტალიების კანთან, ლორწოვანთა გარსებთან და ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შედეგად.
3. რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს პაპილომა
ვირუსმა ქალებში?
HPV ინფექციის უმეტესობა არის ტრანზიტორული, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანის იმუნური სისტემის ზემოქმედებით ხდება ამ ინფექციის ელიმინაცია, მხოლოდ მაღალი ტიპის HPV-ით ინფიცირების დროს შემთხვევათა 5-10%-ში შესაძლოა ინფექციის პერსისტენცია, ამ ქალებს ახასიათებთ საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანების (CIN 2-3 დისპლაზია) და კიბოს განვითარების მაღალი რისკი. დისპლაზია კიბოსწინარე პროცესების კრებითი სახელწოდებაა და პათოლოგიური პროცესის ბრტყელი ეპითელიუმის სხვადასხვა შრეებზე გავრცობის ხარისხიდან გამომდინარე არჩევენ მსუბუქ, ზომიერ და მძიმე ხარისხის დისპლაზიებს, თუმცა, იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში ვირუსმა შესაძლოა მხოლოდ კანსა და ლორწოვან გარსებზე გამოიწვიოს სხვადასხვა წარმონაქმნის გაჩენა, როგორიცაა: მეჭეჭი, პაპილომები.
4. რომელიმე სქესობრივ პარტნიორში ვირუსის აღმოჩენა, რამდენად მიუთითებს მეორე პარტნიორის ინფიცირების ალბათობას?
მამაკაცები პაპილომა ვირუსის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა, შესაძლოა მათ ამ დაავადების არავითარი გარეგნული გამოვლინება არ ჰქონდეთ. გენიტალიების HPV-ით ინფიცირების შემთხვევები მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში, ამიტომ რომელიმე სქესობრივ პარტნიორში პაპილომა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ალბათობა დაინფიცირების მაღალია. მიუხედავად ამისა, რომ დაცული სქესობრივი კონტაქტი კონდომით საკმაოდ ეფექტურია სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით, იგი ბოლომდე მაინც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის სრულად დაცვას პაპილომა ვირუსისგან. დაავადება დაინფიცირებიდან შესაძლოა მრავალი წლის შემდეგ გამოვლინდეს, რაც მიუთითებს სქესობრივი პარტნიორის გამოკვლევის აუცილებლობაზე.
5. ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას პაპილომა ვირუსმა მამაკაცს?
პაპილომა ვირუსული ინფექცია განსაკუთრებით საყურადღებოა ინფექციის პერსისტენციის შემთხვევაში მაღალი რისკის ტიპების HPV-ით ინფიცირების დროს, ეს ხდება შემთხვევათა 5-10%-ში. ამ დროს მაღალია ალბათობა განვითარდეს მამაკაცებში სასქესო ორგანოების სიმსივნე. ამასთანავე, ორივე სქესის წარმომადგენელში ასოცირდება ანალური, გენიტალური ორგანოების კიბოსთან.
6. მნიშვნელოვანია თუ არა წყვილების ერთდროული მკურნალობა და რას გულისხმობს ის?
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პაპილომა ვირუსით წყვილების დაინფიცირების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დროული და სწორი მკურნალობა ორივე სქესობრივი პარტნიორის. სწორად შერჩეული მედიკამენტი, მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდი გვაძლევს საშუალებას აღმოფხვრათ პაპილომა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შორეული და არაკეთილსაიმედო გართულებები. მედიკამენტოზური მკურნალობის პროცესში სასურველია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც არეგულირებენ ჰორმონალურ ბალანსს, ხელს უწყობენ უჯრედული ციკლის სწორედ განხორციელებას და არეგულირებენ პროლიფერაციულ პროცესებს. სწორედ საქართველოს ბაზარზე არსებობს ასეთი პრეპარატი ინდონალი პარტნერი, რომლის შემადგენლობაში შედის 2 მნიშვნელოვანი კომპონენტი: ინდოლ 3 კარბინოლი (ბროკოლიდან მიღებული ნივთიერება) და რესვერატროლი (წითელი ყურძნის წიპწებისგან მიღებული ნივთიერება). ამ კომპონენტების უნიკალური კომბინაციით, ინდონალი პარტნერი იცავს ორგანიზმს უჯრედების არაკონტროლირებადი გამრავლებისგან, ამით ახდენს ის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროლიფერაციული პროცესების პრევენციას როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში; ინდონალ პარტნერს გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება; თრგუნავს HPV ის გამომწვევი გენების E6 და E7 -ის აქტიურობას; აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამაღლებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა ინფექციის წინააღმდეგ.