პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი გარდატეხის ასაკში
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟორდანიას კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მაკა ჯორბენაძე.
- რას წარმოადგენს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი და როდის შეიძლება მივიტანოთ ეჭვი მის არსებობაზე გარდატეხის ასაკის გოგონებში?
- მენსტრუაციული ციკლის რა სახის დარღვევები შეიძლება იყოს დამახასიათებელი პოლიცისტოზური საკვერცხეების სინდრომისთვის?
- როგორ ხდება პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოსტირება?
- რამდენად ზრდის დიაგნოზის დროული დასმა მკურნალობის წარმატების ალბათობას?
- გვაქვს თუ არა სიახლე პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მკურნალობაში არაჰორმონალური და უსაფრთხო საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით?
1. რას წარმოადგენს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი და როდის შეიძლება მივიტანოთ ეჭვი მის არსებობაზე გარდატეხის ასაკის გოგონებში?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი ქალებში უნაყოფობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც პირველად სწორედ მოზარდობის პერიოდში ვლინდება და დამახასიათებელია ანოვულატორული მენტრუაციული ციკლი და ჰიპერანდროგენიზმი. პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი პირველად 1935 წელს აღწერეს მეცნიერებმა, შტეინმა და ლევენტალმა და ეს სინდრომი შტეინ-ლევენტალის სინდრომითაც იყო ცნობილი. პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებებია:- არარეგულარული მენტრუაციული ციკლი;
- ჰიპერანდროგენიზმის კანის ნიშნები: ჰირსუტიზმი, გამონაყარი კანზე, სებორეა და ა.შ;
- პოლიცისტური საკვერცხეები;
- სიმსუქნე და ინსულინრეზისტენტობა.