ჰიალოგინი ვაგინალური სანთელი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Hydeal-D 0.2% (ჰიალურონის მჟავას ეთერული ნაერთი)
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის პროცესის მასტიმულირებელი პრეპარატები
მწარმოებელი კომპანია: Fidia farmaceutici
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: ვაგინალური სანთელი #10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ჰიალოგინი (HYALO GYN) – ვაგინალური სანთლები 0,2% Hydeal-D-ს შემცველობით
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ:
საშოს ეპითელიუმი არის რბილი და ელასტიური, რომელიც სათანადო დონეზე ინარჩუნებს ტენიანობას და წებოვნებას.
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე (მშობიარობის შემდგომ, ძუძუთი კვების განმავლობაში, მენოპაუზის დროს), ასევე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შედეგად ან ქიმიოთერაპიის დროს და სტრესისას საშოს ლორწოვანის მდგომარეობა იცვლება, ვითარდება სიმშრალე, რაც იწვევს ქავილს, წვას, გაღიზიანებას, რომელიც ხშირად ასოცირდება ეპითელიუმის მიკროდაზიანებებთან და ხშირად ინფექციის განვითარების მიზეზი ხდება.
ამ დროს მიზანშეწონილია ადგილობრივად გამოსაყენებელი პროდუქტის მოხმარება, რომელიც ხელს შეუწყობს ლორწოვანის დატენიანებას, შეუნარჩუნებს საშოს ბუნებრივ ელასტიურობას, დააჩქარებს შეხორცებით პროცესს და რეგენერაციას (აღდგენას).
ჰიალოგინის სანთელი შეიცავს Hydeal-D-ს – ჰიალურონის მჟავას ეთერულ ნაერთს, რომელიც უფრო ხანგრძლივად მოქმედებს და ეფექტურია ვიდრე უბრალოდ ჰიალურონის მჟავა.
ჰიალურონის მჟავა არის მოლეკულა, რომელიც პასუხისმგებელია საშოს ნორმალური PH-ის დონის შენარჩუნებაზე და ასევე ფუნდამენტერ როლს ასრულებს აღდგენით პროცესებში.
Hydeal-D-ს აქვს შესანიშნავი ადგეზიის უნარი საშოს ლორწოვანის გარსზე (კარგად ამოეკვრება მას), ხანგრძლივად მოქმედებს და ხელს უწყობს მიკროდაზიანებების ბუნებრივი აღდგენის პროცესს.
შემადგენლობა:
ძირითადი კომპონენტია: Hydeal-D 0,2% (წარმოებული ჰიალურონის მჟავას ეთერული ნაერთი ნელი გამოთავისუფლებისათვის).
სხვა კომპონენტები: მცენარეული წარმოშობის გლიცერიდები, მეთილპროპანდიოლი, 1,2 – ჰექსანდიოლი, კაპრილგლიკოლი, გამოხდილი წყალი, რძემჟავა. სანთელი არ შეიცავს პარაბენს და სხვა კონსერვანტებს.
ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის ვაგინალური სიმშრალის მკურნალობა; საშოს ლორწოვანი გარსის მიკროდაზიანებების ბუნებრივი სამკურნალო დამხმარე საშუალება.
გამოყენების წესი:
გამოყენება რეკომენდებულია საღამოს დაწოლამდე, შემდეგი ფორმით:
1) ხელების საფუძვლიანად დაბანა და ინტიმური ჰიგიენის სათანადო უზრუნველყოფა;
2) მოხსენით სანთელი ბლისტერიდან, მოსატეხი ხაზის გასწვრივ (სურათი 1);
3) მოკიდეთ ხელი პლასტმასის ორივე ნახევარს და ამოიღეთ ის ფაქიზად, გარსაცმის მთლიანად გაუხსნელად (სურათი 2);
4) ფაქიზად ამოიღეთ სანთელი გარსაცმიდან;
5) დაიჭირეთ სანთელი თითის წვერებით (სურათი 3), მოამზადეთ საშოში შესაყვანად;
6) სასურველია ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ფაქიზად შეიყვანეთ სანთელი საშოში, ეცადეთ რაც შეიძლება ღრმად (სურათი 4). რეკომენდებულია დარჩეთ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, რათა სათანადოდ იმოქმედოს პროდუქტმა და თავიდან აიცილოთ მისი შემთხვევითი დაღვრა.
გამოყენების სიხშირე:
გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია საშოს ლორწოვანის სიმშრალეზე. რეკომენდებულია სამ დღეში ერთხელ გამოყენება ოცდაათი დღის განმავლობაში, გარდა ექიმის მიერ სხვა დოზირებით დანიშვნის შემთხვევისა. მენსტრუალური ციკლის დროს მკურნალობის შეწყვეტა არ არის აუცილებელი.
უკუჩვენება:
პრეპარატზე ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა
გაფრთხილება:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისთვის.
აპლიკატორები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა, ანუ, ისინი გამოიყენება მხოლოდ ერთხელ ერთი პაციენტის მიერ და უნდა გადაიყაროს გამოყენების შემდეგ. მისი ხელმეორედ გამოყენების შემთხვევაში, Fidia Farmaceutici პასუხისმგებელი არ იქნება პრეპარატის ხარისხზე, მოქმედებასა და ჰიგიენურ პირობებზე.
ვაგინალური სიმშრალის სამკურნალო პროდუქტების გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს უსუნო, მოთეთრო ფერის გამონადენი, რაც უნდა ჩაითვალოს ნორმად.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ, შესაძლოა გამოვლინდეს ვაგინალური წვის შეგრძნება. მუდმივი წვის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და პირად ექიმთან კონსულტაცია.
ვაგინალური ინფექციის შემთხვევაში პროდუქტი გამოიყენება ექიმის დანიშნულებისამებრ.
ორსულობისა და ძუძუთი კვების შემთხვევაში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
პროდუქტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ცნობილი არ არის ბავშვებში.
პროდუქტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ლუბრიკაციულ და არალუბრიკაციულ ლატექსის, პოლიიზოპრენის და პოლიურეთანის კონდომებთან ერთად.
ვაგინალური გამოყენებისთვის კონტრაცეპტივებთან ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
არ გამოიყენოთ ერთდროულად მეოთხეული ამონიუმის მარილებზე დაფუძნებული ვაგინალური პრეპარატები (მაგალითად ბენზალკონიუმის ქლორიდი), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პროდუქტზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ დარღვეულია აპლიკატორის შეფუთვა.
არ დააბინძუროთ გარემო ცარიელი კონტეინერებით.
არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ეხება ორიგინალ შეფუთვაში სათანადოდ შენახულ პრეპარატს. შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 20C და 250C ტემპერატურამდე.
არ გაყინოთ.
შეფუთვა:
კოლოფი შეიცავს 2,2 მგ-იან 10 ცალ სანთელს (ორი 5 სანთლიანი ბლისტერი).
მწარმოებელი: ფიდია ფარმაცევტიკალი. იტალია
Related Products
ეუმასტოსი გელი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბოსველია სერატა, ბეტაინი, მიო-ინოზიტოლი კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International მწარმოებელი ქვეყანა: იტალია გამოშვების ფორმა: საშეტი #30 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი…
ბიოსტერონი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დეჰიდროეპიანდროსტერონი (დჰეა) (25 მგ) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები პერორალური გამოყენებისათვის მწარმოებელი კომპანია: Lek-am მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი გამოშვების ფორმა: 25…
დავი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალფა-ლიპოის მჟავა (300 მგ), მაგნიუმი (225 მგ) და ვიტამინი B6 (1,3 მგ). კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma…
დავი ვაგინალური კაფსულა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალფა-ლიპოის მჟავა (10 მგ) კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე…