fbpx

რას წარმოადგენს ჰიპოთირეოზი?

innoteam ფარმაცევტული კომპანიაჰიპოთირეოზის შესახებ გვესაუბრება ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის და დიაგნოსტიკური ცენტრი “სანუსის” ექიმი ენდოკრინოლოგი – ნათია კირთაძე

რას წაროადგენს ჰიპოთირეოზი? 

ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაა. ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი  საკმარისად ვერ გამოიმუშავებს ორგანიზმისთვის საჭირო თიროიდულ ჰორმონებს (T3, T4). ჰიპოთირეოზი შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკსა და სქესში, თუმცა უფრო ხშირია ქალებში და მისი გამოვლენა ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. 

 

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ორგანიზმის რომელი სისტემის  ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას და რატომ? 

როგორც ზემოთ არვნიშნეთ ჰიპოთირეოზი  არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს, შესაბამისად, სიმპტომების უმეტესობა მეტაბოლიზმის შენელებასთან არის დაკავშირებული. ზოგადი სიმპტომები შეიძლება იყოს ადვილად დაღლა, უღონობა, ძილიანობა, წონაში მატება, სიცივის აუტანლობა. სხვადასხვა ორგანოთა და ორგანოთა ისიტემის მხრივ გამოვლენილი სიმპტომებია:
კანის – ჰიპოთირეოზი ამცირებს ოფლის გამოყოფას. კანი შეიძლება იყოს მშრალი და გასქელებული. კუჭ-ნაწლავის სისტემა – ჰიპოთირეოზის დროს ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა, მისი შენელება და შეკრულობის განვითარება.  გულ-სისხლძარღვთა სისტემა – ჰიპოთირეოზის დროს შემცირებულია გულის შეკუმშვის უნარიანობა და გულისცემის სიხშირე.  პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები: ადვილად დაღლა, ქოშინი ფიზიკური აქტივობის დროს. ასევე ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს წნევის მომატება, და ასევე ქოლესტეროლის დონის მომატება სისხლში. სასუნთქი სისტემა – ჰიპოთირეოზი ასუსტებს სასუნთი კუნთებს და ამცირებს ფილტვების ფუნქციას. შესაბამისად, სიმპტომები შეიძლება იყოს ადვილად დაღლა, ქოშინი ფიზიკური აქტივობის დროს და ფიზიკური აქტივობის აუტანლობა. ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს ენის შეშუპება, ხმის დაბოხება და ღამის ძილის აპნოე. ნერვული სისტემა – ჰიპოთირეოზი იწვევს ნევრული სისტემის მუშაობის შენელებას. პაციენტებში ხშირად აღინიშნება გუნება-განწყობის დაქვეითება, აპათიურობა, დეპრესიულობა, ძილიანობა. ასევე შესაძლოა დაქვეითდეს გონებრივი შრომისუნარიანობა, რაც გამოიხატება დასწავლის უნარების დაქვეითებით, მეხსიერების პრობლემებითა და სიზარმაცით… 

რა გავლენას ახდენს ჰიპოთირეოზი რეპროდუქციულ სისტემასა და ზოგადად ნაყოფიერებაზე? 

ჰიპოთირეოზი რა თქმა უნდა უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე , რაც შეიძლება გამოიხატოს მენსტრუალური ციკლის დარღვევით , ძლიერი სისხლდენებით ან თუნდაც  ამენორეით. მოუწესრიგებელი  მენსტრუალური ციკლი თავის მხრივ შესაძლოა უშვილობის გამომწვევი მიზეზი გახდეს.  ორსულებში კი ჰიპოთირეოზი სპონტანური აბორტის განვითარების  ძალიან მაღალ რისკს ქმნის 

როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი ფარისებრი ჯირკვლის  სრულფასოვან ფუნქციონირებას? 

ჰიპოთირეოზით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა მიიღონ ხილი, ბოსტნეული, ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც გაჯერებულია შემდეგი ნივთიერებებით, როგორიცაა: მიო-ინოზიტოლი, იოდი, სელენი და ა.შ. ეს კარგი იქნება არა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის, არამედ, ზოგადად, ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობისთვისაც. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა მიო-ინოზიტოლის დადებით გავლენას ფარისებრი ჯირკვლის ფიზიოლოგიური ფუნქციის აღდგენა-შენარჩუნების კუთხით. მიო-ინოზიტოლი გახლავთ ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ნივთირება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ტიპის უჯრედების, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების სრულფასოვან ფუნქციონირებაში. 

შესაძლებელია თუ არა მიოინოზიტოლის გამოყენება უკვე ჩამოყალიბებული ჰიპოთირეოზის  შემთვხვევაში?

მიო – ინოზიტოლის გამოყენება  არათუ შესაძლებელია ჰიპთირეოზის მკურნალობაში არამედ  მიმაჩნია რომ აუცილებელიაცაა.   განსაკუთრებით კი ეს ეხება აუტოიმუნური თირეოიდიტის ჰიპოთირეოზის ფაზას ლევოთიროქსინთან ერთად კომბინაციაში.  აქვე დავამატებ  და აღვნიშნავ  მიოინოზიტოლის დადებით ეფექტს აუტოაგრესიით მიმდინარე აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს.

 

 

innoteam ფარმაცევტული კომპანია

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:

მაკა გეგეჭკორი

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლი ორგანიზმში

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ზურაბ მარშანია

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,