საერთაშორისო კონფერენცია კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში (2023)

საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში, 4 და 5 თებერვალს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში.
კონფერენციაზე განიხილეს კლინიკური ენდოკრინოლოგიის აქტუალური და პრაქტიკული საკითხები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ენდოკრინოლოგები საქართველოს ყველა კუთხიდან.
