fbpx

სამედიცინო კონფერენცია სასტუმროში შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი (2022)

2022 წლის 12 ნოემბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, ფარმაცევტული კომპანია ინოთიმის ორგანიზებით გაიმართა მორიგი სამედიცინო კონფერენცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა.

თემაზე „თიროიდული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“ მომხსენებელი გახლდათ იტალიიდან მოწვეული სტუმარი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნ. დოქტორი, “La Sapienza”-ს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინოზიტოლის შემსწავლელ ექსპერტთა ჯგუფის (EGOI) გენერალური მდივანი, პროფესორი მაურიციო ნორდიო.

ხოლო თემაზე „დისმეტაბოლური ცვლილებები, საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი ენდოკრინოლოგის პრაქტიკაში“ ქართველი მომხსენებელი იყო ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, “ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის” კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფესორი შოთა ჯანჯღავა.

კონფერენციას უძღვებოდა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, პროფ. ჟორდანიასა და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, ბ-ნი არჩილ ხომასურიძე.

სამეცნიერო ნაწილის შემდეგ, საღამო მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა ,,თეატრალური კვარტეტი“.