საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უნაყოფობა 35+“ (2023)

innoteam - ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული კომპანია

2023 წლის 16-17 სექტემბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა მეოთხე საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უნაყოფობა 35+“.

მოხსენებები გაკეთდა რეპროდუქტოლოგიის, მეან-გინეკოლოგიის, უროლოგიის, კლინიკური ონკოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და ონკო – ქირურგიის მიმართულებით, მიმდინარე კვლევებსა და ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სფეროს წამყვანი ექიმები კანადიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან უკრაინიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან.