საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უნაყოფობა 35+“ (2023)
2023 წლის 16-17 სექტემბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა მეოთხე საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უნაყოფობა 35+“.
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს რეპროდუქტოლოგიის, მეან-გინეკოლოგიის, უროლოგიის, კლინიკური ონკოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და ონკო – ქირურგიის მიმართულებით, მიმდინარე კვლევებსა და ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე.
მონაწილეობას იღებდნენ სფეროს წამყვანი ექიმები კანადიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან უკრაინიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან. მოხსენებებით წარსდგნენ მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის რეზიდენტებიც.