fbpx

სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა

innoteam ფარმაცევტული კომპანიასარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის გამომწვევ მიზეზებზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის ძირითად მიდგომებზე გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახაბერ ბარამიძე.

1. რა მოიაზრება სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომური ცვლილებების ქვეშ?

ძუძუს ფიბროადენომა  ჯირკვლოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბით. ის ჰორმონული ბუნებისაა. ძუძუს ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია ჰორმონულ ფონზე, მისი დარღვევა კი ხდება დაავადების განვითარების მიზეზი.

2. რა იწვევს ან უწყობს ხელს ფიბროადენომების განვითარებას?

ფიბროადენომის განვითარების მიზეზებია:

  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, ჰიპოფიზის ადენომა და ა.შ.);
  • მცირე მენჯის ორგანოების ქრონიკული და ორგანული დაავადებები;
  • ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობა – აბორტები;
  • რეპროდუქციულ ასაკში მშობიარობის არ არსებობა;
  • ჰორმონული პრეპარატების მიღება ;
  • ლაქტაციის არ არსებობა ;
  • ნაადრევი მენოპაუზა ;
  • გვიანი კლიმაქსი ;
  • ძუძუს ტრავმები ;
  • სტრესები ;
  • მავნე ჩვევები – თამბაქოს, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების მიღება…

innoteam ფარმაცევტული კომპანია

 

3. რამდენად ხშირია და ძირითადად ქალბატონების რომელ ასაკობრივ ჯგუფში აქვს ადგილი ძუძუში ფიბროადენომების განვითარებას?

ყველაზე ხშირად ძუძუს ფიბროადენომა ვრცელდება ადრეული რეპროდუქციული ასაკის ქალებზე – 80-90%, ხოლო გვიან რეპროდუქციულ ასაკში გვხვდება 10-20%, თუმცა იშვიათად ვხვდებით პოსტმენოპაუზური ასაკის  ქალბატონებშიც, ამ შემთხვევაში როგორც წესი, ვნახულობთ ერთ მკვრივ, მოძრავ წარმონაქმნს, მაგრამ 10 შემთხვევიდან 1-2 შემთხვევაში ვხვდებით წარმონაქმნის მრავლობით ვარიანტს, რომელიც ზოგჯერ მოიცავს ორივე ძუძუს.

4. რამდენად საყურადღებოა ფიბროადენომური ცვილებები სარძევე ჯირკვალში?

ფიბროადენომისთვის არ არის დამახასიათებელი ტკივილი და ანთება. ისინი არ ექვემდებარებიან გაავთვისებიანებას იშვიათი გამონაკლისის გარდა (დაახლოებით 0,01%).

განარჩევენ ფიბროადენომის შემდეგ ტიპებს:

  1. ინტრაკანალიკულური;
  2. პერიკანალიკულური;
  3. შერეული ტიპის;
  4. ფოთლებისებრი;

ფოთლებისებრი ვარიანტი არ არის ხშირი და მას აქვს ყველაზე მაღალი რისკი ავთვისებიან დაავადებად გარდაქმნის.

ამავე დროს არსებობს მკვრივი, მწიფე და რბილი, არამწიფე (უმწიფარი) ფიბროადენომები.

5. რა ჩივილები შეიძლება აღენიშნებოდეს ამ დროს ქალს?

ფიბროადენომის სიმპტომებია:

  1. სიმკვირივე კანქვეშ;
  2. გასინჯვით მკვრივი, უმტკივნეულო მოძრავი კვანძი;
  3. მკვეთრი ზრდა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

არაპალპირებადი წარმონაქმნების აღმოჩენა ხდება გეგმიური პროფილაქტიკური გასინჯვის, ექომამოგრაფიისა და მამოგრაფიის დროს.

სარძევე ჯირკვლის ფობროადენომა, სიმპტომები

 

6. როგორია მკურნალობის ძირითადი მიდგომები ამ დროს?

მკურნალობა ინდივიდუალურია და შერჩევითია დიაგნოსტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ფიბროადენომა მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია.

გამონაკლისია 1 სმ-მდე ზომის ფიბროადენომა, მათი სიმრავლე, ორივე ძუძუში არსებობა და არამწიფე რბილი ვარიანტი.

ოპერაციის ჩვენება:

  1. ფოთლისებრი ფიბროადენომა;
  2. ზომები 1,5 – 2 სმ და მეტი;
  3. მკვეთრი ზრდა;
  4. ეჭვი გაავთვისებიანობაზე;
  5. ორსულობისა და ლაქტაციის დაგეგმვა;
  6. ინვიტრო განაყოფიერების დაგეგმვა;

ძუძუში ფიბროადენომის არსებობის შემთხვევაში დამზოგველი მიდგომა პაციენტისგან მოითხოვს შემდეგს:

რეგულარული ვიზიტები მამოლოგთან (წელიწადში 2-ჯერ);

დამატებითი კვლევები – ექომამოგრაფია ან მამოგრაფია.

მამოლოგის გადაწყვეტილებით, კვლევის ინვაზიური მეთოდების გამოყენება, კერძოდ, წარმონაქმნის (ან წარმონაქმნების) პუნქციური ბიოფსია ციტოლოგიური შესწავლით ან Cor-ბიოფსია ჰისტომორფოლოგიური შესწავლით.

ასევე ექიმის (მამოლოგის) რეკომენდაციით ხდება მედიკამენტოზური მკურნალობის შერჩევა. ჰორმონული, ფიტო და ზოგადად, გამაჯანსაღებელი საშუალებების ჩართვით.

ოპერაციის შემდგომი რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია ინდივიდუალური რეკომენდაციების შესრულება. ჰორმონალური ფონის კორექცია, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება.

ბოლო პერიოდში  ძუძუს ფიბროადენომების მკურნალობისას სხვადასხვა მედიკამენტებთან ერთად აქტიურად გამოიყენება საკვები დანამატი კაფსულების სახით, რომლის აქტიური ნივთიერებაა ინდოლ-3-კარბინოლი კომბინაციაში რესვერატროლთან და განკუთვნილია როგორც ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად, ასევე პროლიფერაციული პროცესების განვითარების საწინააღმდეგოდ და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და განმტკიცებას.  ინდოლ-3-კარბონილი სრულად ბუნებრივია და მიღებულია კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოსაგან, შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ანტიკანცეროგენებს, რაც მეტად უსასფრთხოსა და ეფექტურს ხდის აღნიშნულ საკვებ დანამატს.

innoteam ფარმაცევტული კომპანია

ინდონალი პარტნერი – საკვები დანამატი ინდოლ-3-კარბინოლისა და რესვერატროლის შემცველობით.

თემასთან დაკავშირებული ბლოგები:

მაკა გეგეჭკორი

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლი ორგანიზმში

„ახალგაზრდობის ჰორმონის“- დეჰიდროეპიანდროსტერონის როლზე ორგანიზმში – გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა
ზურაბ მარშანია

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი

ანდროპაუზაზე, იგივე მამაკაცის ხნოვანობის სინდრომზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მკურნალობის მეთოდებზე, გვესაუბრება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მედიცინის ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი,